Visa-სა და თიბისის პარტნიორობით საქართველოში Visa-ს საერთაშორისო გადახდების პლატფორმა VDA დაინერგება
ფოტო: თიბისი
Visa-სა და თიბისის პარტნიორობით საქართველოში საერთაშორისო გადახდების პლატფორმა Visa Direct to Account დაინერგება. თანამშრომლობის ხელშეკრულებას თიბისის გენერალურმა დირექტორმა ვახტანგ ბუცხრიკიძემ და Visa VDA-ის ცენტრალური ევროპის, ახლო აღმოსავლეთისა და აფრიკის (CEMEA) რეგიონის ხელმძღვანელმა ივან პონომაროვმა მოაწერეს ხელი.
პლატფორმის დანერგვის შემდეგ თიბისის მომხმარებლებს შესაძლებლობა მიეცემათ გამარტივებულად და უფრო მოკლე დროში განახორციელონ საერთაშორისო გადახდები. თანხის გადარიცხვა, გადახდა და მიღება მსოფლიოს უმსხვილესი ელექტრონული საფულეებისა და მობილური სერვისებით იქნება შესაძლებელი.
ბიზნესის განვითარებისა და საბანკო ოპერაციების გამარტივებისათვის, თიბისისა და Visa-ს მრავალწლიანი სტრატეგიული პარტნიორობის ფარგლებში, არაერთი მნიშვნელოვანი და ინოვაციური პროექტი თუ ინიციატივა განხორციელდა.
"თიბისი, როგორც ლიდერი ფინანსური ინსტიტუტი, მუდმივად ეძებს ალტერნატიულ და ინოვაციურ მექანიზმებს, რათა გაამარტივოს და გააუმჯობესოს სამომხმარებლო გამოცდილება, რომელიც სრულ თანხვედრაშია თიბისის მისიასთან — გავუმარტივოთ ადამიანებს ცხოვრება. საქართველოს ბაზარზე თიბისი პირველია, რომელიც ვიზასთან თანამშრომლობით, ამ ინოვაციურ პროდუქტს დანერგავს. გადახდების ეს ახალი სისტემა ბანკს მისცემს შესაძლებლობას, მომხმარებელს შესთავაზოს დივერსიფიცირებული საერთაშორისო გადახდების გზა." — ვახტანგ ბუცხრიკიძე, თიბისის გენერალური დირექტორი.
"ძალიან მიხარია, რომ ჩამოვედი თბილისში, სტრატეგიული მიზნით - ხელი მოვაწეროთ შეთანხმებას თიბისი ბანკთან. ჩვენი პარნტიორობის ფარგლებში დავნერგავთ Visa-ს გამორჩეულ, ინოვაციურ გადაწყვეტას - Visa Direct to Account და მომხარებლებს შევთავაზებთ მოსახერხებელ და უსაფრთხო გადარიცხვების კიდევ ერთ გლობალურ ტექნოლოგიას. მჯერა, რომ Visa Direct to Account მრავალფეროვანს გახდის გადახდების ეკოსისტემას და თითოეულ ტრანზაქციას მიწოდების სიჩქარის მოქნილობით უზრუნველყოფს." — ივან პონომაროვი, ვიცე პრეზიდენტი, Visa Direct.
"Visa-მ, თიბისისთან პარტნიორობით, უკვე მრავალი ინოვაციური ტექნოლოგია დანერგა საქართველოში. მოხარული ვარ რომ ვაგრძელებთ ამ ტრადიციას და ახლა უკვე Visa Direct to Account პლატფორმას ვთავაზობთ ქართველ მომხმარებლებს. მჯერა, ეს სიახლე სამომავლოდ კიდევ უფრო გაამარტივებს როგორც შიდა, ისე საერთაშორისო ციფრულ გადახდებს სისწრაფის, უსაფრთხოებისა და მოქნილობის უზრუნველყოფით. ამ პარტნიორობით ჩვენ ციფრული ანგარიშსწორების განსაკუთრებულ გამოცდილებას ვთავაზობთ კლიენტებს და მათ ფინანსური ოპერაციების მარტივად გადაწყვეტაში ვეხმარებით", — დიანა კიღურაძე, Visa-ს რეგიონული მენეჯერი კავკასიის რეგიონში.
-
პროკურორი: "რომეო მიქაუტაძის მეშვეობით, კონკრეტულ ორ შემთხვევაში, გრიგოლ ლილუაშვილმა ქრთამი აიღო" პროკურორი: "რომეო მიქაუტაძის მეშვეობით, კონკრეტულ ორ შემთხვევაში, გრიგოლ ლილუაშვილმა ქრთამი აიღო"
გადახედვა
-
sCool Card-ით სასკოლო ფორმის შეძენისას მოსწავლეები 30%-მდე ქეშბექს მიიღებენ sCool Card-ით სასკოლო ფორმის შეძენისას მოსწავლეები 30%-მდე ქეშბექს მიიღებენ
-
3 ოქტომბერს ვანის, წალკის, დმანისისა და ახმეტის საკრებულოების შუალედური არჩევნები გაიმართება 3 ოქტომბერს ვანის, წალკის, დმანისისა და ახმეტის საკრებულოების შუალედური არჩევნები გაიმართება
გადახედვა
-
BTS-ის წევრ V-ს სამხედრო სამსახურის დროს სმენის პრობლემები გაურთულდა BTS-ის წევრ V-ს სამხედრო სამსახურის დროს სმენის პრობლემები გაურთულდა
გადახედვა
-
ჩინეთში მაგლევის ტიპის მატარებელმა 5.3 წამში 800 კმ/სთ სიჩქარეს მიაღწია — ახალი რეკორდი ჩინეთში მაგლევის ტიპის მატარებელმა 5.3 წამში 800 კმ/სთ სიჩქარეს მიაღწია — ახალი რეკორდი
გადახედვა
-
MD: ირაკლი კობახიძის "რუსოფობიასთან" ბრძოლასთან დაკავშირებით გავრცელებული განცხადებების მომწონებელი 230 AI-ით გენერირებული ტროლი გამოვლინდა MD: ირაკლი კობახიძის "რუსოფობიასთან" ბრძოლასთან დაკავშირებით გავრცელებული განცხადებების მომწონებელი 230 AI-ით გენერირებული ტროლი გამოვლინდა
გადახედვა
-
მედუზების "თავდასხმამ" საფრანგეთში ატომური ელექტროსადგურის მუშაობა შეაფერხა მედუზების "თავდასხმამ" საფრანგეთში ატომური ელექტროსადგურის მუშაობა შეაფერხა
გადახედვა
-
ათწლეულებია, დაბალცხიმიან რძეს გვირჩევენ — ახალი კვლევა სხვა რამეს ამბობს ათწლეულებია, დაბალცხიმიან რძეს გვირჩევენ — ახალი კვლევა სხვა რამეს ამბობს
გადახედვა
-
ქვიზი: გამოიცანი საქართველოს კუთხე ერთი მინიშნებით ქვიზი: გამოიცანი საქართველოს კუთხე ერთი მინიშნებით
-
ნიკოლას ჰოლტი ჰარი პოტერის სერიალის ქასთს შეუერთდა — ვის ითამაშებს მსახიობი ნიკოლას ჰოლტი ჰარი პოტერის სერიალის ქასთს შეუერთდა — ვის ითამაშებს მსახიობი
გადახედვა
-
ოზურგეთის მერმა, პაატა კუნჭულიამ თანამდებობა დატოვა ოზურგეთის მერმა, პაატა კუნჭულიამ თანამდებობა დატოვა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე ყირგიზეთის რესპუბლიკის შინაგან საქმეთა მინისტრს შეხვდა ირაკლი კობახიძე ყირგიზეთის რესპუბლიკის შინაგან საქმეთა მინისტრს შეხვდა
გადახედვა
-
გარღვევამ, შესაძლოა, მეტასტაზური პროსტატის კიბოს მკურნალობა შეცვალოს გარღვევამ, შესაძლოა, მეტასტაზური პროსტატის კიბოს მკურნალობა შეცვალოს
გადახედვა
-
რა პირობით განაახლებს რუსეთი სომხური პროდუქციის იმპორტს? — მოსკოვის ახალი მოთხოვნები რა პირობით განაახლებს რუსეთი სომხური პროდუქციის იმპორტს? — მოსკოვის ახალი მოთხოვნები
გადახედვა
-
როგორ მოქმედებს ჩვენზე შვებულება? — თიბისისა და ნიკო ნერგაძის ვიდეო პოდკასტის ახალ ეპიზოდში როგორ მოქმედებს ჩვენზე შვებულება? — თიბისისა და ნიკო ნერგაძის ვიდეო პოდკასტის ახალ ეპიზოდში
-
ქვიზი: მოგვიყევი შენზე და გეტყვით, რა სახის მზისგან დამცავი გჭირდება ქვიზი: მოგვიყევი შენზე და გეტყვით, რა სახის მზისგან დამცავი გჭირდება
-
პოლიციამ "გლოვოს" კურიერის ჯანმრთელობის ჯგუფურად დაზიანების ბრალდებით კიდევ ორი პირი დააკავა პოლიციამ "გლოვოს" კურიერის ჯანმრთელობის ჯგუფურად დაზიანების ბრალდებით კიდევ ორი პირი დააკავა
გადახედვა
-
სელენა გომესსა და მომღერლის მიერ დაფუძნებულ მენტალური ჯანმრთელობის სტარტაპს თაღლითობაში ადანაშაულებენ სელენა გომესსა და მომღერლის მიერ დაფუძნებულ მენტალური ჯანმრთელობის სტარტაპს თაღლითობაში ადანაშაულებენ
გადახედვა
-
დააკავეს ჯგუფი, რომელიც ლომბარდში ნამდვილის ნაცვლად ყალბ ოქროს ინახავდა დააკავეს ჯგუფი, რომელიც ლომბარდში ნამდვილის ნაცვლად ყალბ ოქროს ინახავდა
გადახედვა
-
sCoolApp-ის სპეციალური შეთავაზება მშობლებისთვის sCoolApp-ის სპეციალური შეთავაზება მშობლებისთვის
-
იაპონიაში AI ნელა ინერგება — რატომ? იაპონიაში AI ნელა ინერგება — რატომ?
გადახედვა
კომენტარები