რას ნიშნავს 21-ე საუკუნის ბინა?! — მეტროპოლის ნახევარმილიარდიანი ინვესტიცია და კონცეპტუალური მიდგომები მშენებლობაში
ფოტო: მეტროპოლი
ფოკუსი ცხოვრებაზე, — ამ იდეას დააშენა დეველოპერულმა კონპანია მეტროპოლმა მისი კონცეფცია და მომხმარებელს შესთავაზა თანამედროვე ადამიანზე მორგებული ინფრასტრუქტურა და „სახლი, რომელიც ჩაიფიქრეს”.
პირველი ქართული დეველოპერი, რომელიც ერთდროულად საცხოვრებელი, საინვესტიციო და სუბურბანული პროექტების განხორციელებას გეგმავს, საქართველოს სამშენებლო სექტორს გასულ წელს შეემატა. საქმიანობის დაწყებიდან რამდენიმე თვეში, დეველოპერულმა კომპანიამ უმსხვილეს ფრანგულ, საერთაშორისო ჰოსფითალითი ბრენდ Louvre Hotels Group-თან პარტნიორობის მემორანდუმი გააფორმა, სასტუმროს 5-ვარსკვლავიანი ბრენდის Royal Tulip-ის ექსკლუზიურად შემოყვანის უფლება მიიღო და საკუთარი სიტყვა თქვა ქართულ სამშენებელო ინდუსტრიაში.
როგორია გლობალური ტენდენციები სექტორში, რა სურს თანამედროვე მომხმარებელს და რა გეგმები აქვს დეველოპერულ კომპანიას, - მეტროპოლის აღმასრულებელი დირექტორის მოადგილე, მამუკა იმედაშვილი საუბრობს.
ფოტო: მეტროპოლი
"ჩვენი მთავარი პრიორიტეტი დამკვეთის საჭიროებებზე მორგებული საცხოვრებელი სივრცის შექმნაა, სადაც თითოეული მომხმარებლის გამოცდილება და მოთხოვნები ინდივიდუალურადაა განხილული. ჩვენთვის მთავარია შევქნათ ხელმისაწვდომი გარემო ახალი, ინოვაციური პროდუქტებით. ბოლო წლების განმავლობაში სამშენებლო სექტორში მკვეთრი ცვლილებებია, როგორც მშენებლობის წესებისა და ვალდებულებების, ასევე მომხმარებლის სურვილების კუთხით. ადამიანებისათვის მნიშვნელოვანია არა მხოლოდ საცხოვრებელი ფართის კვადრატულობა თუ უსაფრთხოება, არამედ გარემო, სადაც მათ ცხოვრების დიდი ნაწილი უნდა გაატარონ. სწორედ ჩვენი ფოკუსით ცხოვრებაზე შერჩეულ ლოკაციას და მის შემოგარენს ვანიჭებთ სტრატეგიულ მნიშვნელობას. მაგალითად იმას, თუ როგორია ეკოლოგიური მდგომარეობა სივრცეში, რამდენად ხელმისაწვდომია სოციალიზაციის სივრცეები და არის თუ არა უზრუნველყოფილი ყველა საჭირო ურბანული კომფორტი. მეტროპოლის მთავარი მიზანი, სწორედ ამ ყველაფრის ერთიანობაა“, - ამბობს მამუკა იმედაშვილი.", — ამბობს მამუკა იმედაშვილი.
ფოტო: მეტროპოლი
ამჟამად მეტროპოლს ოთხი მიმდინარე პროექტი აქვს თბილისსა და ბათუმში, ქალაქებში, სადაც ახალ საცხოვრებელ ბინებზე მოთხოვნა ყველაზე მაღალია. მშენებლობის ბოლო ეტაპზეა მეტროპოლ ბაგები, რომელსაც მომხმარებლები 2024 წლის ბოლოს ჩაიბარებენ. 2026-ში დასრულდება მეტროპოლ ქავთარაძის პროექტი. მეტროპოლის დედაქალაქის პროექტები გამიზნულია როგორც საცხოვრებლად, ასევე საინვესტიციოდ. 2027 წელს დასრულდება ზღვისპირა ქალაქში, ბათუმში მიმდინარე მასშტაბური პროექტები მეტროპოლ კუბი და მეტროპოლ ოვალი.
თბილისური კომპლექსები სამშენებლო ინდუსტრიის უახლესი ტენდენციებით დაიგეგმა, რომლის მთავარი პრიორიტეტები ენერგოეფექტურობა, მწვანე არქიტექტურა, ჭკვიანი სახლის სისტემა, თანამედროვე სამშენებლო მასალები და უსაფრთხოების მაქსიმალური მონიტორინგია.
მეტროპოლის მიმდინარე პროექტების ჯამური ფართობი 516 200 M2-ია და მათზე 500 მილიონ ლარზე მეტი დაიხარჯება.
"აქტიურ ფაზაშია მეტროპოლ ბაგები, რომელიც მომხმარებელს მომავალი წლის ბოლოს უნდა ჩავაბაროთ. მალე ვაკისა და წყნეთის დამაკავშირებელ გზაზე 14-სართულიანი მრავალფუნქციური საცხოვრებელი სივრცე გაჩნდება. წყნეთისა და ნაფეტვრების სიახლოვე კომპლექსს კიდევ უფრო მიმზიდველს ხდის. რაც შეეხება მეტროპოლ ქავთარაძეს, ის ორ 25-სართულიან კორპუსს აერთიანებს. საცხოვრებელ კომპლექსს, ერთი ჰექტარი ბაღით, დიდი სარეკრეაციო ზონა გამოარჩევს, რომელიც სხვადასხვა ტიპის მოსასვენებელ სივრცეს მოიცავს, — აქ შეხვდებით ბავშვების სათამაშო მოედნებს, საფეხბურთო მოედანს, ველობილიკებს. კომპლექსი აღჭურვილია 334 ავტომობილზე გათვლილი პარკინგით. ამასთან ტერიტორიაზე განთავსდება საბავშვო ბაღი, სპორტდარბაზი, ასევე საოფისე და კომერციული ფართები.
მეტროპოლში გვინდა შევქმნათ უბნები, სადაც ყველაფერი თავის ადგილზეა, სადაც წინასწარ ნაფიქრია ჩვენი მცხოვრებლების ყველა საჭიროებებზე, სადაც ფოკუსი — ცხოვრებაზეა, — მეტროპოლის აღმასრულებელი დირექტორის მოადგილე, მამუკა იმედაშვილი.
თბილისის საცხოვრებელი სივრცეებისგან, კონცეპტუალურად განსხვავებული პროექტებია ბათუმის მეტროპოლ ოვალი და „მეტროპოლ კუბი“, რომლებიც Louvre Hotels Group-თან თანამშრომლობით შენდება. საერთაშორისო ბრენდი, რომელიც 54 ქვეყანაში 1600-ზე მეტ სასტუმროს აერთიანებს, მსოფლიო ბაზარზე ერთ-ერთი მსხვილი მოთამაშეა. Royal Tulip კი Louvre Hotels Group-ის პრემიული სასტუმრო ბრენდია, რომლის საქართველოში შემოყვანის ექსკლუზივიც მეტროპოლს ეკუთვნის.
ფოტო: მეტროპოლი
"მეტროპოლ კუბისა და მეტროპოლ ოვალის საინვესტიციო ღირებულება ჯამში 260 მილიონი ლარია და ჯამში 1000-მდე აპარტამენტის აშენება იგეგმება. ამ ტერიტორიაზე ასევე, წარმოდგენილი იქნება ორი 5-ვარსკვლავიანი სასტუმრო სულ 180 ნომრით. მშენებლობა ბათუმის ცენტრში, გმირთა ხეივანზე, ზღვიდან 200 მეტრის მანძილზე მიმდინარეობს. პროექტების სახელები მათი გეომეტრიული ფორმებიდანაა შთაგონებული. ვფიქრობთ, გამორჩეული სილუეტით და პანორამული ხედებით, ვიზიტორებს უნიკალურ გამოცდილებას შევთავაზებთ. ჩვენი კომპანიისათვის ერთი მხრივ, მნიშვნელოვანია რომ როგორც კონცეპტუალურად, ასევე არქიტექტურული სილამაზით ბათუმის ამ ნაწილს მოერგოს პროექტები და ამავე დროს, წვლილი შევიტანოთ აჭარის რეგიონის განვითარებაში.
პროექტების მშენებლობის პერიოდში, ოთხი წლის განმავლობაში დასაქმდება 1000-ზე მეტი ადამიანი, ხოლო 2027 წელს, სასტუმროს გახსნის შემდეგ, 300 მუდმივი სამუშაო ადგილი შეიქმნება. თავის მხრივ, 5-ვარსკვლავიანი სასტუმროები უფრო მეტ ტურისტს მოიზიდავს, გაზრდის კონკურენციას, რაც ახალი ეკონომიკური შესაძლებლობების გაჩენას შეუწყობს ხელს", — მეტროპოლის აღმასრულებელი დირექტორის მოადგილე, მამუკა იმედაშვილი.
ექსკლუზიურ პარტნიორებთან და მრავალფუნქციურ პროექტებთან ერთად, სამშენებლო კომპანიაში პასუხისმგებლიან მიდგომას უსვამენ ხაზს, რაც ეკოლოგიურად სუფთა პრაქტიკის დამკვიდრებას გულისხმობს. ნახშირბადის ემისიის შემცირება ,,მეტროპოლის“ სტრატეგიის ნაწილია, — იქნება ეს შესაბამისი მასალების გამოყენება, ნარჩენების შემცირება თუ ეკოლოგიურად სუფთა გარემოს შეთავაზება თანაინვესტორებისა თუ მობინადრეებისათვის.
"ჩვენთვის მთავარი ხარისხიანი და ეკოლოგიური მშენებლობაა. მაგალითისათვის, ქავთარაძის პროექტის მშენებლობაში გამოყენებული იქნება გერმანული, უმაღლესი ხარისხის YTONG-ის სამშენებლო ენერგოეფექტური საფასადე ბლოკები და მშენებლობის პროცესიც ენერგოეფექტურობის ჭრილში სრულად მიჰყვება YTONG-ის სტანდარტებს.
მეტროპოლი ზედმიწევნით ითვალისწინებს ყველა იმ ვალდებულებას, რაც ენერგოეფექტურობის შესახებ ახლადმიღებული კანონით არის გათვალისწინებული.
კანონმდებლობით განსაზღვრული დადგენილებებით და წესებით საქმიანობს კომპანია შრომის უსაფრთხოების კუთხითაც. ჩვენთვის დასაქმებულების კეთილდღეობა და უსაფრთხოება უმნიშვნელოვანესია. ,,მეტროპოლის“ შიდა პოლიტიკის მიხედვით მშენებლობის დაწყებამდე და ასევე პროცესის მიმდინარეობისას, ობიექტზე მომუშავე მთელ პერსონალს ყველა საჭირო ტრენინგი და სწავლება უტარდება. ამასთან, ცხადია, მარაგდებიან შესაბამისი აღჭურვილობით. უსაფრთხოების კომპონენტის სრულფასოვნად შესრულებას კი მუდმივი მეთვალყურეობით ვუწევთ მონიტორინგს", — ამბობს მამუკა იმედაშვილი.
მიმდინარე მშენებლობებთან ერთად, მეტროპოლის ფოკუსშია სააგარაკე პროექტი შინდისში, სადაც დუბაის წამყვანი დეველოპერების პრაქტიკის გათვალისწინებით, სრულიად განსხვავებული საცხვრებელი სივრცეები შეიქმნება. შინდისის პროექტის მთავარი კონცეფცია მსოფლიო სტანდარტის, თანამედროვე და კომფორტული კომპლექსის სტანდარტებზე იქნება მორგებული. კერძო სახლებზე გაზრდილი მოთხოვნის გათვალისწინებით, დეველოპერული კომპანია სრული ინფრასტრუქტურითა და ყველანაირი კომფორტით აღჭურვილ უბანში, მომხმარებელს შესთავაზებს სახლს, რომელიც ჩაიფიქრეს, რა თქმა უნდა, უცვლელი კონცეფციით — ფოკუსი ცხოვრებაზე.
მასშტაბური და ამბიციურია სამომავლო გეგმებიც. მეტროპოლი მომდევნო წლიდან 6 ახალი პროექტის დაწყებას გეგმავს, რაც კიდევ უფრო მეტ ადამიანს მისცემს შესაძლებლობას იცხოვრონ ისეთ სახლში, როგორიც ჩაიფიქრეს.
მეტროპოლის შესახებ - დეველოპერული კომპანია მეტროპოლი საქართველოში 2022 წელს დაფუძნდა. კომპანია საქართველოს მასშტაბით 4 პროექტს ახორციელებს. თბილისში ორი საცხოვრებელი კომპლექსის მეტოპოლი ბაგებისა და მეტროპოლი ქავთარაძის მშენებლობა მიმდინარეობს. ბათუმში კი კომპანია მეტროპოლ კუბსა და მეტროპოლ ოვალს აშენებს, სადაც ფრანგულ კომპანია Louvre Hotels Group-თან თანამშრომლობით 5-ვარსკვლავიანი სასტუმრო Royal Tulip განთავსდება.
-
ექსპედიცია სვანეთში | როგორ ვკარგავთ კავკასიონის მყინვარებს — მომთაბარე პოდკასტი #3 ექსპედიცია სვანეთში | როგორ ვკარგავთ კავკასიონის მყინვარებს — მომთაბარე პოდკასტი #3
-
"ძლიერი საქართველო": ჩვენი კოალიციის ლიდერისთვის, 13-წლიანი პატიმრობის შეფარდება არის უსამართლო "ძლიერი საქართველო": ჩვენი კოალიციის ლიდერისთვის, 13-წლიანი პატიმრობის შეფარდება არის უსამართლო
გადახედვა
-
თეგეტამ Rainmaking-ისა და Startupbootcamp Georgia-ს ლიდერშიფსერიის პირველ ღონისძიებას უმასპინძლა თეგეტამ Rainmaking-ისა და Startupbootcamp Georgia-ს ლიდერშიფსერიის პირველ ღონისძიებას უმასპინძლა
-
ირაკლი დგებუაძემ და იოსებ სიგუამ შსს-ში თანამდებობები გაცვალეს ირაკლი დგებუაძემ და იოსებ სიგუამ შსს-ში თანამდებობები გაცვალეს
გადახედვა
-
GGU ჯგუფი საქართველოში ერთადერთი არასაფინანსო კომპანიაა, რომელმაც 2026 წელს ორი საერთაშორისო სარეიტინგო სააგენტოსგან BB stable შეფასება დაიმსახურა GGU ჯგუფი საქართველოში ერთადერთი არასაფინანსო კომპანიაა, რომელმაც 2026 წელს ორი საერთაშორისო სარეიტინგო სააგენტოსგან BB stable შეფასება დაიმსახურა
-
ალეკო ელისაშვილს 13 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა ალეკო ელისაშვილს 13 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა
გადახედვა
-
კარგი იდეა მხოლოდ დასაწყისია, შეცდომების მიუხედავად არ გაჩერდე — ფოქსი ელენიკო 19 წლის საკუთარ თავს მიმართავს კარგი იდეა მხოლოდ დასაწყისია, შეცდომების მიუხედავად არ გაჩერდე — ფოქსი ელენიკო 19 წლის საკუთარ თავს მიმართავს
-
Farizon საქართველოში — კომერციული ტრანსპორტი ბიზნესისთვის ფლობის 3-ჯერ შემცირებული ხარჯით Farizon საქართველოში — კომერციული ტრანსპორტი ბიზნესისთვის ფლობის 3-ჯერ შემცირებული ხარჯით
-
"ქურდულ სამყაროს" საქმეზე ერთ-ერთი დაკავებული ცაგერის საკრებულოს ფრაქცია "ხალხის ძალის" თავმჯდომარეა "ქურდულ სამყაროს" საქმეზე ერთ-ერთი დაკავებული ცაგერის საკრებულოს ფრაქცია "ხალხის ძალის" თავმჯდომარეა
გადახედვა
-
აღმოაჩინეს უძველესი კვაზარები, რომელთაც ტრილიონი მზის სინათლე აქვს აღმოაჩინეს უძველესი კვაზარები, რომელთაც ტრილიონი მზის სინათლე აქვს
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე ნიკა გვარამიას სტრატეგიას — "შიგნით აქცია, გარეთ სანქცია", "მოღალატეობრივ მიდგომას" უწოდებს ირაკლი კობახიძე ნიკა გვარამიას სტრატეგიას — "შიგნით აქცია, გარეთ სანქცია", "მოღალატეობრივ მიდგომას" უწოდებს
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე: ჯო უილსონის დონემდე დავიდა ეუთოს საპარლამენტო ასამბლეა ირაკლი კობახიძე: ჯო უილსონის დონემდე დავიდა ეუთოს საპარლამენტო ასამბლეა
გადახედვა
-
ოკუპირებულ აფხაზეთში საქართველოს მოქალაქე გელა მებონია დააკავეს ოკუპირებულ აფხაზეთში საქართველოს მოქალაქე გელა მებონია დააკავეს
გადახედვა
-
ნიკა გვარამია: ეუთოს ჰააგის დეკლარაციამ საბოლოოდ დაასრულა "ქართული ოცნების" დელეგიტიმაციის პროცესი ნიკა გვარამია: ეუთოს ჰააგის დეკლარაციამ საბოლოოდ დაასრულა "ქართული ოცნების" დელეგიტიმაციის პროცესი
გადახედვა
-
პუტინი აცხადებს, რომ უკრაინა რუსეთის ნავთობგადამამუშავებელ ქარხნებს ქვეყანაში "ნერვული ატმოსფეროს" შესაქმნელად ბომბავს პუტინი აცხადებს, რომ უკრაინა რუსეთის ნავთობგადამამუშავებელ ქარხნებს ქვეყანაში "ნერვული ატმოსფეროს" შესაქმნელად ბომბავს
გადახედვა
-
ისრაელმა აშშ-ს, ირანის მიერ ტრამპის მკვლელობის გეგმის შესახებ, სადაზვერვო ინფორმაცია გაუზიარა ისრაელმა აშშ-ს, ირანის მიერ ტრამპის მკვლელობის გეგმის შესახებ, სადაზვერვო ინფორმაცია გაუზიარა
გადახედვა
-
TI აქტივისტ თამარ ფერაძეს ტროტუარზე დგომის საქმეზე ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში დაიცავს TI აქტივისტ თამარ ფერაძეს ტროტუარზე დგომის საქმეზე ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში დაიცავს
გადახედვა
-
თინა ბოკუჩავა არც ენმ-ს თავმჯდომარის კანდიდატად დააყენებს კანდიდატურას და ვერც "რეფორმების საბჭოში" ხედავს თავს თინა ბოკუჩავა არც ენმ-ს თავმჯდომარის კანდიდატად დააყენებს კანდიდატურას და ვერც "რეფორმების საბჭოში" ხედავს თავს
გადახედვა
-
გაორმაგებული სარგებელი და რეკორდული შედეგები — როგორ ჩაიარა PLUS-ის წლევანდელმა დაბადების დღემ გაორმაგებული სარგებელი და რეკორდული შედეგები — როგორ ჩაიარა PLUS-ის წლევანდელმა დაბადების დღემ
-
სრული სვლით საგანძურისკენ — 200 000 მოთამაშე, 40 გამარჯვებული და ბევრი თავგადასავალი თიბისის მობაილბანკში სრული სვლით საგანძურისკენ — 200 000 მოთამაშე, 40 გამარჯვებული და ბევრი თავგადასავალი თიბისის მობაილბანკში
-
Financial Times: უკრაინულმა დრონებმა რუსეთის ნავთობგადამამუშავებელი ქარხნის სიმძლავრის 40%-მდე გაანადგურეს Financial Times: უკრაინულმა დრონებმა რუსეთის ნავთობგადამამუშავებელი ქარხნის სიმძლავრის 40%-მდე გაანადგურეს
გადახედვა
კომენტარები