ახალი წელი On.ge-ში — რა საჩუქრები შეარჩიეს ჩვენი გუნდის წევრებმა
ფოტო: On.ge
ახალი წელი ნელ-ნელა გვიახლოვდება, სადღესასწაულო განწყობა კი საჩუქრების შერჩევასთან ერთად ბევრი ჩვენგანის ცხოვრებაში უკვე შემოიპარა. ოჯახის წევრების, მეგობრების თუ თანამშრომლების საჩუქრების იდეებზე ფიქრთან ერთად ისიც არ უნდა დაგვავიწყდეს, თუ რა გვსურს თავად ჩვენ!
თუ On.ge-ის აქტიური მკითხველი ხარ და ეს სტატიაც გახსენი, ესე იგი, ჩვენი საახალწლო სურვილებით დაინტერესდი. მოდი, ერთად გავიგოთ, რა სურთ საახალწლოდ ადამიანებს, რომლებიც წლის განმავლობაში ქვეყანაში მიმდინარე ახალ ამბებს გიყვებიან, მეცნიერებისა და ტექნოლოგიების სფეროებს გაცნობენ და სახალისო ქვიზებს გიმზადებენ.
1. თამუნას მოგონებების აღბეჭდვა ახალი პოლაროიდით უნდა
ფოტო: On.ge
"მიყვარს მომენტების აღბეჭდვა და წარმავალი წუთებისა თუ გრძნობებისთვის ფორმის მიცემა. ბედნიერ, რთულ და ყველაზე ჩვეულებრივ ამბებსაც კი ვიწერ, ვხატავ ან ფოტოს ვუღებ. სწორედ ამიტომ საკუთარი თავისთვის საახალწლო საჩუქრად პოლაროიდი შევარჩიე, რომელიც ამ საქმეში ჩემი განუყრელი მეგობარი იქნება", — თამუნა კიზივაძე, On.ge-ის მთავარი რედაქტორი.
ფასი: 379 ₾ / დეტალურად ნახვა
2. ნანუკამ პრაქტიკული საჩუქარი შეარჩია
ფოტო: On.ge
"ზოგადად, პრაქტიკულ საჩუქრებს ვანიჭებ უპირატესობას როგორც ჩემთვის, ასევე სხვისთვის. ბრეკეტიანთა სამყაროს ახალ წევრს პორტატული ირიგატორი ყოველდღიურ დრამებს მართლაც გამიმარტივებდა", — ნანუკა სიხარულიძე, On.ge-ის ჟურნალისტი.
ფასი: 360 ₾ / დეტალურად ნახვა
3. მაიკო საკუთარი საჩუქრითაც კი ჩვენს განწყობაზე ზრუნავს
ფოტო: On.ge
"რადგანაც ჩემი საყვარელი დღესასწაული მოდის და საახალწლო მორთულობა სახლში არასდროს არის ზედმეტი, საახალწლო დეკორაციას ვისურვებდი საჩუქრად", — მაიკო გაგუა, On.ge-ის ოპერაციული მენეჯერი.
ფასი: 187,92 ₾ / დეტალურად ნახვა
4. ანანომ სამაგიდო თამაში აირჩია
ფოტო: On.ge
"სამაგიდო თამაშები ჩემი ერთ-ერთი საყვარელი გასართობია, ახალ წელს განსაკუთრებით, როცა მეგობრებთან და ოჯახის წევრებთან მეტი დროის გატარება შემიძლია, ამიტომ საახალწლოდ ჯენგას ვისურვებდი", — ანანო დიდებაშვილი, On.ge-ის ჟურნალისტი.
ფასი: 75 ₾ / დეტალურად ნახვა
5. ხატია მომავალი წლიდან კიდევ უფრო მეტ მცენარეზე იზრუნებს
ფოტო: On.ge
"ვერ ვიტყვი, რომ ყვავილების მოყვარული ვარ, მაგრამ ქოთნის ყვავილებს ბოლო დროს ეს არ ეხება. მომწონს სხვადასხვა უცნაური ჯიშის მცენარეს რომ ვყიდულობ, ვუვლი და გაზრდაში ვუწყობ ხელს. პატარა ექსპერიმენტივითაა მათი გადარგვა-გადმორგვა და შესაბამისი პირობების შექმნა, შემდეგ კი ყოველი ახალამოზრდილი ფოთოლი თუ კვირტი გიხარია. ჯერჯერობით, ქოთნის ყვავილებით შემოვიფარგლები, თუმცა ვინ იცის, იქნებ მალე ეზოც ავითვისო. ამიტომ, საახალწლოდ ახალბედა "მებაღისთვის" შესაბამისი ხელსაწყოები არ მაწყენდა", — ხატია თორდუა, NEXT.On.ge-ის მთავარი რედაქტორი.
ფასი: 56,25 ₾ / დეტალურად ნახვა
6. გიორგის საყვარელი მუსიკის ხარისხიანად მოსმენა სურს
ფოტო: On.ge
"მუსიკა ჩემი ყოველდღიურობის განუყოფელი ნაწილია, შესაბამისად, ყოველთვის ვეძებ ისეთ ნივთს, რომელიც საშუალებას მომცემს უფრო ხარისხიანად მოვუსმინო ფლეილისთს. ეს სფიქერი დიდი ხანია, ჩემს ვიშლისთში მოწინავე ადგილს იკავებს. ერთი, რომ სასიამოვნო ჟღერადობა აქვს და მეორე — ვიზუალურად ძალიან მომწონს", — გიორგი გრიქულოვი, On.ge-ის ექაუნთ მენეჯერი.
ფასი: 349 ₾ / დეტალურად ნახვა
7. ანიმ საჩუქრად ფირსაკრავი შეარჩია
ფოტო: On.ge
"იქიდან გამომდინარე, რომ ძალიააან ბევრი ვინილი დამიგროვდა, მართალია ჩემი ფირსაკრავი მშვენივრად მუშაობს, მაგრამ ამ ფერზე ვერასდროს ვიტყოდი უარს", — ანი გავაშელი, On.ge-ის სოციალური მედიის მენეჯერი.
ფასი: 1989 ₾ / დეტალურად ნახვა
8. გიორგის ახალი წლის დაწყება ახალი სადღესასწაულო სუფრით უნდა
ფოტო: On.ge
"ჩემს ოჯახში საახალწლო სამზადისის განუყოფელი ნაწილია ახალი, სადღესასწაულო სუფრის შეძენა. აქამდე, როგორც წესი, შობა-ახალწლის ატრიბუტებით გაფორმებულ გადასაფარებლებს ვანიჭებდით ხოლმე უპირატესობას, მაგრამ ველიზე ახლახან აღმოვაჩინე ლურჯი სუფრა და ამ ნივთმა მაშინვე პირველი ადგილი დაიკავა ჩემი სურვილების სიაში. ლურჯი სუფრა მრავალსაუკუნოვანი ქართული ტრადიციის მატარებელია; ნაირგვარი ორნამენტებით გაფორმებულ ამ ნივთს საკრალური დატვირთვაც აქვს და ერთგვარად ჩვენი წინაპრების რწმენა-წარმოდგენებს ასახავს. განსაკუთრებით მიხარია ისიც, რომ წელს საქართველოში წარმოებული სუფრით გავაფორმებთ სადღესასწაულო მაგიდას", — გიორგი მუზაშვილი, On.ge-ის ჟურნალისტი.
ფასი: 125 ₾ / დეტალურად ნახვა
9. გიორგი ოფისის ინტერიერზე ზრუნავს
ფოტო: On.ge
"ოფისის მოწყობა ახალი წლის ერთ-ერთი ახალი პრიორიტეტია და ამით დავიწყოთ", — გიორგი გიორგაშვილი, News.On.ge, მთავარი რედაქტორი.
ფასი: 50 ₾ / დეტალურად ნახვა
10. დაბოლოს, მარიამს საახალწლოდ დამცავი სათვალე სურს
ფოტო: On.ge
"დროის უდიდეს ნაწილს კომპიუტერის ეკრანთან ვატარებ. სწორედ ამიტომ, თვალებზე ზრუნვის მიზნით ეკრანისგან დამცავ ამ სათვალეს ვისურვებდი, რომლის გამოყენებაც, ალბათ, მხოლოდ მაშინ თუ გამახსენდებოდა, როდესაც ეკრანთან არ ვიქნებოდი", — მარიამ რამაზაშვილი, NEXT.On.ge-ის ჟურნალისტი.
ფასი: 160 ₾ / დეტალურად ნახვა
თუ ამ სტატიაში მითითებული ბმულებიდან რომელიმე ნივთს იყიდით, ჩვენ, შესაძლოა, პარტნიორი მაღაზიისგან მცირე საკომისიო მივიღოთ. მსგავსი პარტნიორობა არ გულისხმობს ჩვენს სარედაქციო საქმიანობაში ჩარევას და გვეხმარება, დავაფინანსოთ დამოუკიდებელი მედიის საქმიანობა.
-
"სითი მოლი საბურთალოს" მიმდებარე ტერიტორიაზე გადაადგილების ახალი სქემა ამოქმედდა "სითი მოლი საბურთალოს" მიმდებარე ტერიტორიაზე გადაადგილების ახალი სქემა ამოქმედდა
გადახედვა
-
გიორგი გახარია აცხადებს, რომ მათი პარტიის აკრძალვის შესახებ სარჩელი მათთვის ხელმისაწვდომი არაა გიორგი გახარია აცხადებს, რომ მათი პარტიის აკრძალვის შესახებ სარჩელი მათთვის ხელმისაწვდომი არაა
გადახედვა
-
ხელოვნური ინტელექტი კაცობრიობას მართლა გაანადგურებს? — მიმდინარე დისკუსიების ანალიზი ხელოვნური ინტელექტი კაცობრიობას მართლა გაანადგურებს? — მიმდინარე დისკუსიების ანალიზი
გადახედვა
-
ყვარელში ცივი იარაღით 85 წლის ქალი მოკლეს ყვარელში ცივი იარაღით 85 წლის ქალი მოკლეს
გადახედვა
-
გამოავლინეს ეგზოპლანეტა, რომელიც თავისი ვარსკვლავის საპირისპირო მიმართულებით მოძრაობს გამოავლინეს ეგზოპლანეტა, რომელიც თავისი ვარსკვლავის საპირისპირო მიმართულებით მოძრაობს
გადახედვა
-
ქვიზი: როგორ იცნობ ქართულ კინომუსიკას? ქვიზი: როგორ იცნობ ქართულ კინომუსიკას?
-
სოციალური სამართლიანობის ცენტრმა აფგან სადიგოვის საქმეზე სტრასბურგის სასამართლოს მიმართა სოციალური სამართლიანობის ცენტრმა აფგან სადიგოვის საქმეზე სტრასბურგის სასამართლოს მიმართა
გადახედვა
-
POG: ძმებ ფეიქრიშვილებს ჯგუფურ ხულიგნობასა და გამოძალვაზე ბრალი წარედგინათ POG: ძმებ ფეიქრიშვილებს ჯგუფურ ხულიგნობასა და გამოძალვაზე ბრალი წარედგინათ
გადახედვა
-
ტესტი: რომელი უფრო ადრე გაჩნდა? ტესტი: რომელი უფრო ადრე გაჩნდა?
-
მოგზაურობისთვის ემზადები? —გაიგე, როგორ შეგიძლია დააკონვერტირო თანხა უცხოურ ვალუტაში მობილბანკით მოგზაურობისთვის ემზადები? —გაიგე, როგორ შეგიძლია დააკონვერტირო თანხა უცხოურ ვალუტაში მობილბანკით
-
აღმოაჩინეს ამება, რომელიც 63°C ტემპერატურას უძლებს — ახალი რეკორდი აღმოაჩინეს ამება, რომელიც 63°C ტემპერატურას უძლებს — ახალი რეკორდი
გადახედვა
-
უზენაესმა სასამართლომ "რძის სკანდალის" საქმეზე კომპანია "ჩირინას" ლაშა პაპაშვილისთვის ₾1.6 მლნ-ის გადახდა დააკისრა უზენაესმა სასამართლომ "რძის სკანდალის" საქმეზე კომპანია "ჩირინას" ლაშა პაპაშვილისთვის ₾1.6 მლნ-ის გადახდა დააკისრა
გადახედვა
-
ქართულმა მხარემ უკრაინას ძებნილი უკრაინის მოქალაქე გადასცა ქართულმა მხარემ უკრაინას ძებნილი უკრაინის მოქალაქე გადასცა
გადახედვა
-
ჯივიპის განცხადება წყალმომარაგების დროებით შეზღუდვასთან დაკავშირებით ჯივიპის განცხადება წყალმომარაგების დროებით შეზღუდვასთან დაკავშირებით
-
ვის ეხება საპენსიო შენატანების ამნისტია? ვის ეხება საპენსიო შენატანების ამნისტია?
გადახედვა
-
სეს: სურსათის უვნებლობის მაჩვენებლებზე 81 ნიმუშში დარღვევა არ დადასტურდა სეს: სურსათის უვნებლობის მაჩვენებლებზე 81 ნიმუშში დარღვევა არ დადასტურდა
გადახედვა
-
მასწავლებელთა სახელფასო ანაზღაურების წესი იცვლება მასწავლებელთა სახელფასო ანაზღაურების წესი იცვლება
გადახედვა
-
გადახდა ბეჭდით — ქართული პროდუქტი CNICK უკვე საქართველოს ბაზარზეც ხელმისაწვდომია გადახდა ბეჭდით — ქართული პროდუქტი CNICK უკვე საქართველოს ბაზარზეც ხელმისაწვდომია
გადახედვა
-
30 სექტემბერს კონსერვატორიაში საქველმოქმედო კონცერტ-მარათონი "ერთად ლიასთვის" გაიმართება 30 სექტემბერს კონსერვატორიაში საქველმოქმედო კონცერტ-მარათონი "ერთად ლიასთვის" გაიმართება
გადახედვა
-
საქართველოს შემდეგ, ირანული ავიაკომპანიების რეისები აზერბაიჯანმაც შეაჩერა საქართველოს შემდეგ, ირანული ავიაკომპანიების რეისები აზერბაიჯანმაც შეაჩერა
გადახედვა
-
აზერბაიჯანმა საფრანგეთის მოქალაქე მას შემდეგ შეიწყალა, რაც EU-მა უსმანოვი სასანქციო სიიდან ამოიღო აზერბაიჯანმა საფრანგეთის მოქალაქე მას შემდეგ შეიწყალა, რაც EU-მა უსმანოვი სასანქციო სიიდან ამოიღო
გადახედვა
კომენტარები