რა კავშირია ნარცისიზმსა და სმარტფონებს შორის — კვლევა
რა მოხდება თუ ნარცისს სმარტფოს ჩამოართმევთ?
სწორედ ეს აინტერესებდათ მკვლევრებს რუმინეთში. ახალი კვლევა დააკვირდა იმას თუ რა რეაქცია ექნებოდათ სმარტფონის გარეშე გატარებულ დროზე იმ ახალგაზრდებს, რომლებსაც ნარცისიზმის ნიშნები აღენიშნებოდათ. ნარცისიზმის ნიშნებში იგულისხმებოდა, როგორც თვითგანდიდების, ასევე დაუცველობის შეგრძნება.
კვლევამ აჩვენა, რომ სმარტფონის გარეშე ასეთი ახალგაზრდები ბევრად უფრო დიდ სტრესს განიცდიდნენ, ვიდრე მათი სხვა თანატოლები.
ფსიქოლოგებმა ალექსანდრა მაფტეიმ და აკნანა-მარია პატრაუშანუმ რუმინეთის ალექსანდრუ იოან კუზას უნივერსიტეტიდან დაადგინეს, რომ რაც უფრო მიდრეკილნი იყვნენ ახალგაზრდები ნარცისიზმისკენ, მით უფრო დამოკიდებულები იყვნენ სმარტფონებზე.
მკვლევრებმა 18-დან 45 წლამდე 559 მონაწილე შეისწავლეს და მათ სპეციალური ანკეტა შეავსებინეს. კვლევის მონაწილეებს უნდა აღენიშნათ თუ რამდენად დამოკიდებულები იყვნენ ისინი სოციალურ ქსელებზე. მკვლევრებმა მათ ასევე დაუსვეს შეკითხვები, რის მიხედვითაც უნდა დაედგინათ თუ რამდენად იყვნენ კვლევის მონაწილეები ნარცისიზმისკენ მიდრეკილნი.
ასევე საინტერესოა ის ფაქტი, რომ რაც უფრო ახალგზარდები იყვნენ კვლევის მონაწილეები, შესაბამისად მათი სმარტფონებსა და სოციალურ ქსელებზე დამოკიდებულება მეტი იყო.
მკვლევრების თქმით, სოციალურ მედიაში ძალიან დიდი დროის გატარება საკმაოდ სტრესული შეიძლება იყოს. შესაბამისად, უნდა არსებობდეს საინტერესო კავშირი ნარცისიზმსა და ინტერნერში გატარებულ დიდ დროს შორის.
შედეგად ეს ნარცისული მიდრეკილებების მქონე პირებს შეიძლება დამატებით სტრესულ გარემოში აქცევდეს. მკვლევრებს ახლა უშუალოდ ამის მიზეზებისა და ურთიერთკავშირების გამორკვევა სურთ.
კომენტარები