თეგეტა შოპის მეშვეობით საბურავების შეკვეთა უკვე ევროპიდან არის შესაძლებელი
ფოტო: თეგეტა
თეგეტა მოტორსი მომხმარებლებს საბურავების შეძენის ახალ გამოცდილებას სთავაზობს. კომპანიის ონლაინმაღაზიას, shop.tegetamotors.ge-ს, ახალი ფუნქცია დაემატა, რომლის მეშვეობითაც მომხმარებელს შეუძლია, საბურავები პირდაპირ ევროპიდან თეგეტა შოპის ვებგვერდის საშუალებით გამოიწეროს. უცხოურ მარკეტებზე საბურავების შეკვეთა თეგეტას ფილიალებში აქამდეც შესაძლებელი იყო, თუმცა ახლა მომხმარებელს შეკვეთის გაფორმება სახლიდან გაუსვლელადაც შეეძლება.
ნიკა მამუკაშვილი, თეგეტა მოტორსის საბურავების მიმართულების ხელმძღვანელი: "სანამ თეგეტა შოპს ახალი ფუნქცია დაემატებოდა, საბურავების შესაკვეთად მომხმარებელს ფილიალში მოსვლა უწევდა. შეკვეთის სრული პროცესის გავლა, დაწყებული შერჩევიდან დასრულებული მოთხოვნის გაგზავნამდე, გარკვეულ ვადებს მოითხოვდა და მომხმარებელს დადასტურებულად დაახლოებით ორ დღეში ვატყობინებდით პასუხს ხელმისაწვდომობაზე, ფასსა და ჩამოტანის ვადებზე. ახლა ეს პროცედურა გამარტივებულია და მომხმარებელი ონლაინ, მოკლე დროში აფორმებს შეკვეთას. შესაბამისად, ზოგავს დროს და აქვს წვდომა უფრო ფართო ასორტიმენტზე.
აქვე ვიტყვი, რომ მომხმარებელს შეუძლია, შეუკვეთოს როგორც თეგეტა მოტორსის პორტფელში არსებული, ისე ისეთი ბრენდის საბურავები, რომლებიც ჩვენს პორტფელში არ გვაქვს ან ამჟამად არ არის ადგილზე. ახალ კონცეფციაში ყველაზე მნიშვნელოვანია ის, რომ პირდაპირი წვდომა გვაქვს ევროპის ერთ-ერთი ყველაზე დიდი საწყობის მარაგზე, რომელიც გადმოტანილია თეგეტა შოპზე.
საბურავების შეკვეთის პროცესი თეგეტას ონლაინმაღაზიაში რამდენიმე ეტაპისგან შედგება. პირველ ეტაპზე მომხმარებელი თეგეტა შოპზე არჩევს სასურველ საბურავს, რაოდენობას და განათავსებს შეკვეთას. ამის შემდგომ შეკვეთა მიდის საბურავების გუნდის შესყიდვების ოპერატორთან, რომელიც ამოწმებს პროდუქციის ხელმისაწვდომობას, ადასტურებს შეკვეთას და მომხმარებელს უგზავნის შეტყობინებას, რომ საბურავები შეკვეთილია.
ნიკა მამუკაშვილი, თეგეტა მოტორსის საბურავების მიმართულების ხელმძღვანელი: „ვფიქრობ, ახალი სერვისი მაქსიმალურად კომფორტულია ჩვენი მომხმარებლებისთვის. თუ მათ ისეთი საბურავების შეკვეთა უნდათ, რომელიც ჩვენს მარაგში არ არის, შესაკვეთად ფილიალებში მოსვლა აღარ დასჭირდებათ და სახლიდან გაუსვლელად შეძლებენ შეძენას. პროდუქციის ჩამოტანას სტანდარტულად 20-25 დღე სჭირდება. მნიშვნელოვანია, აღინიშნოს, რომ შესასყიდი ფასის ნახვაც იქვე, ონლაინ არის შესაძლებელი“.
თეგეტა მოტორსის პორტფელში საბურავების ფართო ასორტიმენტია წარმოდგენილი. კომპანია მსოფლიოში წამყვანი ისეთი ცნობილი ბრენდების ოფიციალური იმპორტიორია ქვეყანაში, როგორებიცაა: ბრიჯსტოუნი, მიშლენი, კონტინენტალი და იოკოჰამა. მათ შორის ფლაგმანი ბრიჯსტოუნია, რომელთანაც თეგეტა უკვე 25 წელია პარტნიორობს და მისი ოფიციალური იმპორტიორია ქვეყანაში.
--
თეგეტა მოტორსის შესახებ: თეგეტა ჰოლდინგში შემავალი კომპანია თეგეტა მოტორსი 1995 წლიდან ოპერირებს ბაზარზე მსუბუქი, სატვირთო და სპეციალური დანიშნულების სერვისის მიმართულებით. ავტოინდუსტრიის ლიდერი კომპანია მომხმარებელს ავტომომსახურების სრულ სპექტრს სთავაზობს, როგორც მსუბუქი და სატვირთო ავტომობილების, ისე ავტობუსებისა და მიკროავტობუსების, ასევე სპეციალური დანიშნულების ტექნიკის მიმართულებით. კომპანიას მთელი ქვეყნის მასშტაბით 28 ფილიალი აქვს, რომლებიც 500 000-მდე საცალო და 35 000-მდე კორპორაციულ მომხმარებელს ემსახურება. თეგეტა მოტორსი 300-მდე მსოფლიო ბრენდის წარმომადგენელია საქართველოში, მათ შორის არის Bridgestone, Michelin, Varta, Shell, Motul, Hengst და სხვა.
-
პროკურორი: "რომეო მიქაუტაძის მეშვეობით, კონკრეტულ ორ შემთხვევაში, გრიგოლ ლილუაშვილმა ქრთამი აიღო" პროკურორი: "რომეო მიქაუტაძის მეშვეობით, კონკრეტულ ორ შემთხვევაში, გრიგოლ ლილუაშვილმა ქრთამი აიღო"
გადახედვა
-
sCool Card-ით სასკოლო ფორმის შეძენისას მოსწავლეები 30%-მდე ქეშბექს მიიღებენ sCool Card-ით სასკოლო ფორმის შეძენისას მოსწავლეები 30%-მდე ქეშბექს მიიღებენ
-
3 ოქტომბერს ვანის, წალკის, დმანისისა და ახმეტის საკრებულოების შუალედური არჩევნები გაიმართება 3 ოქტომბერს ვანის, წალკის, დმანისისა და ახმეტის საკრებულოების შუალედური არჩევნები გაიმართება
გადახედვა
-
BM.GE: ოკუპირებულ აფხაზეთში "სოლიდუსის" მიერ გატანილი საწვავის მოცულობა 400 ტონამდე გაიზარდა BM.GE: ოკუპირებულ აფხაზეთში "სოლიდუსის" მიერ გატანილი საწვავის მოცულობა 400 ტონამდე გაიზარდა
გადახედვა
-
BTS-ის წევრ V-ს სამხედრო სამსახურის დროს სმენის პრობლემები გაურთულდა BTS-ის წევრ V-ს სამხედრო სამსახურის დროს სმენის პრობლემები გაურთულდა
გადახედვა
-
სერგეი ლავროვი:ახლა რომ მოულოდნელად ფრონტის ხაზზე გავჩერდეთ, ფაქტობრივად, ჩვენ ჩვენი ბაბუებისა და დიდი ბაბუების გმირობას, რომლებმაც ნაციზმი დაამარცხეს, გადავხაზავთ სერგეი ლავროვი:ახლა რომ მოულოდნელად ფრონტის ხაზზე გავჩერდეთ, ფაქტობრივად, ჩვენ ჩვენი ბაბუებისა და დიდი ბაბუების გმირობას, რომლებმაც ნაციზმი დაამარცხეს, გადავხაზავთ
გადახედვა
-
ჩინეთში მაგლევის ტიპის მატარებელმა 5.3 წამში 800 კმ/სთ სიჩქარეს მიაღწია — ახალი რეკორდი ჩინეთში მაგლევის ტიპის მატარებელმა 5.3 წამში 800 კმ/სთ სიჩქარეს მიაღწია — ახალი რეკორდი
გადახედვა
-
DW: ჩრდილოეთ კორეა რუსეთში 50 000-მდე ჯარისკაცის გაგზავნას გეგმავს DW: ჩრდილოეთ კორეა რუსეთში 50 000-მდე ჯარისკაცის გაგზავნას გეგმავს
გადახედვა
-
ათწლეულებია, დაბალცხიმიან რძეს გვირჩევენ — ახალი კვლევა სხვა რამეს ამბობს ათწლეულებია, დაბალცხიმიან რძეს გვირჩევენ — ახალი კვლევა სხვა რამეს ამბობს
გადახედვა
-
ქვიზი: გამოიცანი საქართველოს კუთხე ერთი მინიშნებით ქვიზი: გამოიცანი საქართველოს კუთხე ერთი მინიშნებით
-
ნიკოლას ჰოლტი ჰარი პოტერის სერიალის ქასთს შეუერთდა — ვის ითამაშებს მსახიობი ნიკოლას ჰოლტი ჰარი პოტერის სერიალის ქასთს შეუერთდა — ვის ითამაშებს მსახიობი
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე ყირგიზეთის რესპუბლიკის შინაგან საქმეთა მინისტრს შეხვდა ირაკლი კობახიძე ყირგიზეთის რესპუბლიკის შინაგან საქმეთა მინისტრს შეხვდა
გადახედვა
-
გარღვევამ, შესაძლოა, მეტასტაზური პროსტატის კიბოს მკურნალობა შეცვალოს გარღვევამ, შესაძლოა, მეტასტაზური პროსტატის კიბოს მკურნალობა შეცვალოს
გადახედვა
-
რა პირობით განაახლებს რუსეთი სომხური პროდუქციის იმპორტს? — მოსკოვის ახალი მოთხოვნები რა პირობით განაახლებს რუსეთი სომხური პროდუქციის იმპორტს? — მოსკოვის ახალი მოთხოვნები
გადახედვა
-
როგორ მოქმედებს ჩვენზე შვებულება? — თიბისისა და ნიკო ნერგაძის ვიდეო პოდკასტის ახალ ეპიზოდში როგორ მოქმედებს ჩვენზე შვებულება? — თიბისისა და ნიკო ნერგაძის ვიდეო პოდკასტის ახალ ეპიზოდში
-
ქვიზი: მოგვიყევი შენზე და გეტყვით, რა სახის მზისგან დამცავი გჭირდება ქვიზი: მოგვიყევი შენზე და გეტყვით, რა სახის მზისგან დამცავი გჭირდება
-
პოლიციამ "გლოვოს" კურიერის ჯანმრთელობის ჯგუფურად დაზიანების ბრალდებით კიდევ ორი პირი დააკავა პოლიციამ "გლოვოს" კურიერის ჯანმრთელობის ჯგუფურად დაზიანების ბრალდებით კიდევ ორი პირი დააკავა
გადახედვა
-
სელენა გომესსა და მომღერლის მიერ დაფუძნებულ მენტალური ჯანმრთელობის სტარტაპს თაღლითობაში ადანაშაულებენ სელენა გომესსა და მომღერლის მიერ დაფუძნებულ მენტალური ჯანმრთელობის სტარტაპს თაღლითობაში ადანაშაულებენ
გადახედვა
-
დააკავეს ჯგუფი, რომელიც ლომბარდში ნამდვილის ნაცვლად ყალბ ოქროს ინახავდა დააკავეს ჯგუფი, რომელიც ლომბარდში ნამდვილის ნაცვლად ყალბ ოქროს ინახავდა
გადახედვა
-
sCoolApp-ის სპეციალური შეთავაზება მშობლებისთვის sCoolApp-ის სპეციალური შეთავაზება მშობლებისთვის
-
იაპონიაში AI ნელა ინერგება — რატომ? იაპონიაში AI ნელა ინერგება — რატომ?
გადახედვა
კომენტარები