შექმნეს რობოტის მკლავი, რომელიც რვაფეხას საცეცებს იმიტირებს
რბილი სხეულის მქონე არსებები, როგორებიცაა ცხოველები და ადამიანები, რობოტებზე მომუშავე მკვლევრებისთვის ხშირად შთაგონების წყარო ხდებიან. რობოტებს არ შეუძლიათ იყვნენ ისეთივე მოქნილები და არ გააჩნიათ ის ნავიგაცია, რაც ჩვენ.
შესაბამისად, რბილი რობოტიკა სწრაფად განვითარებადი და მოთხოვნადი სფეროა.
ბეიჰანგის უნივერსიტეტის მეცნიერთა ჯგუფმა წარმოადგინა რობოტული მკლავი, რომლის შექმნაც რვაფეხას საცეცებთან არის დაკავშირებული. მკვლევრებმა შთაგონება სწორედ რვაფეხასგან აიღეს. მათი თქმით, რობოტული მკლავი შეუდარებლად მოქნილი და ელასტიურია. ტექნოლოგიას ასევე განვითარებული აქვს ობიექტების აღქმა.
რობოტის მკლავს E-SOAM ეწოდება და ის დაახლოებით ისე მოძრაობს, როგორც რვაფეხას საცეცი. E-SOAM იყენებს გაჭიმვად, თხევად ლითონზე დაფუძნებულ ელექტრონულ სქემას, რომელიც კიდურს დავალებების დამოუკიდებლად შესრულების საშუალებას აძლევს.
მკვლევრებმა კიდურში სპეციალური ტექნოლოგიის ინტეგრირება შეძლეს, რის შედეგადაც რობოტს შეხებაზე უკუკავშირი გაუჩნდა.
ინდივიდს შეეძლება გამოიყენოს ეს ტექნოლოგია დისტანციურად, რაც მომავალში სრულიად უსადენო მოწყობილობების შემუშავებისთვის მნიშვნელოვანია.
რობოტული კიდური არა მხოლოდ რეაგირებს ოპერატორის თითის მოძრაობებზე, არამედ უზრუნველყოფს ჰაპტიკურ უკუკავშირს და ქმნის ორმხრივ ურთიერთქმედებას.
თხევად ლითონზე დაფუძნებული ინტეგრირებული ელექტრონული წრე E-SOAM-ს საშუალებას აძლევს იმუშაოს ავტონომიურად მკვეთრად დეფორმირებად მდგომარეობებში — ეს დაახლოებით ისე, როგორც რვაფეხების საცეცების შემთხვევაში.
კვლევის შედეგები ჟურნალ Science Robotics-ში გამოქვეყნდა.
კომენტარები