თეგეტა მოტორსი უზბეკეთში ExxonMobil-ის ოფიციალური დილერი გახდა
ფოტო: თეგეტა
თეგეტა მოტორსი მსოფლიოს წამყვან ნავთობკორპორაციას ExxonMobil-ს საქართველოსა და სომხეთის შემდეგ ამიერიდან უკვე უზბეკეთშიც ოფიციალურად წარმოადგენს. თეგეტა მოტორსმა Mobil-ის სატესტო გაყიდვები უზბეკეთის ბაზარზე მიმდინარე წელს დაიწყო. შედეგი იმდენად შთამბეჭდავი აღმოჩნდა, რომ ოფიციალური სადილერო ხელშეკრულების გაფორმება რამდენიმე თვეში გადაწყდა. მომავალი წლის გეგმა და პროგნოზი კი რამდენიმე ათასჯერ აღემატება 2023 წლის შედეგს და 1,5 მილიონი ლიტრი საცხებ-საპოხი პროდუქტის რეალიზებას გულისხმობს.
დიმიტრი ზედელაშვილი, Caucasus premium lubricants-ის დირექტორი: „თეგეტასა და Mobil-ს საქართველოში უკვე წლებია წარმატებული თანამშრომლობა აქვთ. შესაბამისად, ჩვენც გაგვიჩნდა ამ თანამშრომლობის გაფართოების სურვილი და ExxonMobil-მაც სიამოვნებით გვანდო ისეთი მასშტაბისა და შესაძლებლობების ბაზარი, როგორიც უზბეკეთია. თეგეტასთვის, ExxonMobil-ისგან დამოუკიდებლადაც საინტერესო იყო უზბეკეთის ბაზარი და იქ შესასვლელად უკვე ვემზადებით. ExxonMobil კი, თავის მხრივ, რამდენიმე წელი სწავლობდა ბაზარს და იკვლევდა იქ შესვლისთვის აუცილებელ პირობებს. ამ შემთხვევაშიც ჩვენი ხედვები და მიზნები ერთმანეთს დაემთხვა და ნოემბრიდან თეგეტა უკვე ოფიციალურად წარმოადგენს ExxonMobil-ს უზბეკეთში“.
ExxonMobil-ის პროდუქციის ფართო სპექტრი 1000-ამდე დასახელების პროდუქტს მოიცავს და სრულად აკმაყოფილებს უზბეკეთის ბაზრის მოთხოვნებს, მათ შორის, მსუბუქი ავტომობილების, კომერციული ტრანსპორტის, სპეცტექნიკისა და ყველაზე მასშტაბურ ინდუსტრიულ მიმართულებებს. უზბეკეთის ბაზარზე უკვე შეტანილია ExxonMobil-ის 70 დასახელების პროდუქტი, მომდევნო წლისთვის კი ასორტიმენტის გაორმაგებაა დაგეგმილი.
მათე ხაბურძანია, თეგეტა მოტორსის უზბეკეთის წარმომადგენლობის დირექტორი: "ასეთი დიდი კომპანიების მხრიდან უზბეკეთის ბაზრის მიმართ დაინტერესებას მისი სწრაფად მზარდი პერსპექტივა განაპირობებს. ამ ბაზარზე მსოფლიო ბრენდით შემოსვლა და ლიდერობის მოპოვება დიდი გამოწვევაა როგორც Mobil-ისთვის, ისე თეგეტასთვის. 3-4 წლის პერსპექტივაში ჩვენი გეგმა ExxonMobil-ის 7-8 მილიონი ლიტრი პროდუქტის რეალიზება და უზბეკეთის ბაზრის სრულად დაფარვაა".
თეგეტა მოტორსსა და ExxonMobil-ს შორის თანამშრომლობის პირველი ხელშეკრულება 2019 წელს გაფორმდა და კომპანია ბრენდის ოფიციალური იმპორტიორი გახდა ქვეყანაში. სულ რამდენიმე წელიწადში კი Mobil-ის გაყიდვებმა 1 მილიონ ლიტრს გადააჭარბა. მას შემდეგ რეგიონის ავტოინდუსტრიის ლიდერსა და მსოფლიოს დიდ სამეულში შემავალი ბრენდის წარმატებული თანამშრომლობა საერთო ღირებულებებზე, მსოფლმხედველობასა და პასუხისმგებლობიანი ბიზნესის კეთების ხედვაზე დგას.
--
თეგეტა მოტორსის შესახებ: თეგეტა ჰოლდინგში შემავალი კომპანია თეგეტა მოტორსი 1995 წლიდან ოპერირებს ბაზარზე მსუბუქი, სატვირთო და სპეციალური დანიშნულების სერვისის მიმართულებით. ავტოინდუსტრიის ლიდერი კომპანია მომხმარებელს ავტომომსახურების სრულ სპექტრს სთავაზობს, როგორც მსუბუქი და სატვირთო ავტომობილების, ისე ავტობუსებისა და მიკროავტობუსების, ასევე სპეციალური დანიშნულების ტექნიკის მიმართულებით. კომპანიას მთელი ქვეყნის მასშტაბით 28 ფილიალი აქვს, რომლებიც 500 000-მდე საცალო და 35 000-მდე კორპორაციულ მომხმარებელს ემსახურება. თეგეტა მოტორსი 300-მდე მსოფლიო ბრენდის წარმომადგენელია საქართველოში, მათ შორის არის Bridgestone, Michelin, Varta, Shell, ZF, BOSCH, Mobil, Petronas და სხვა.
-
პროკურორი: "რომეო მიქაუტაძის მეშვეობით, კონკრეტულ ორ შემთხვევაში, გრიგოლ ლილუაშვილმა ქრთამი აიღო" პროკურორი: "რომეო მიქაუტაძის მეშვეობით, კონკრეტულ ორ შემთხვევაში, გრიგოლ ლილუაშვილმა ქრთამი აიღო"
გადახედვა
-
sCool Card-ით სასკოლო ფორმის შეძენისას მოსწავლეები 30%-მდე ქეშბექს მიიღებენ sCool Card-ით სასკოლო ფორმის შეძენისას მოსწავლეები 30%-მდე ქეშბექს მიიღებენ
-
3 ოქტომბერს ვანის, წალკის, დმანისისა და ახმეტის საკრებულოების შუალედური არჩევნები გაიმართება 3 ოქტომბერს ვანის, წალკის, დმანისისა და ახმეტის საკრებულოების შუალედური არჩევნები გაიმართება
გადახედვა
-
სერგეი ლავროვი:ახლა რომ მოულოდნელად ფრონტის ხაზზე გავჩერდეთ, ფაქტობრივად, ჩვენ ჩვენი ბაბუებისა და დიდი ბაბუების გმირობას, რომლებმაც ნაციზმი დაამარცხეს, გადავხაზავთ სერგეი ლავროვი:ახლა რომ მოულოდნელად ფრონტის ხაზზე გავჩერდეთ, ფაქტობრივად, ჩვენ ჩვენი ბაბუებისა და დიდი ბაბუების გმირობას, რომლებმაც ნაციზმი დაამარცხეს, გადავხაზავთ
გადახედვა
-
ჩინეთში მაგლევის ტიპის მატარებელმა 5.3 წამში 800 კმ/სთ სიჩქარეს მიაღწია — ახალი რეკორდი ჩინეთში მაგლევის ტიპის მატარებელმა 5.3 წამში 800 კმ/სთ სიჩქარეს მიაღწია — ახალი რეკორდი
გადახედვა
-
ბენეფიტების ახალი პროგრამა თეგეტას ყოფილი თანამშრომლებისთვის ბენეფიტების ახალი პროგრამა თეგეტას ყოფილი თანამშრომლებისთვის
-
MD: ირაკლი კობახიძის "რუსოფობიასთან" ბრძოლასთან დაკავშირებით გავრცელებული განცხადებების მომწონებელი 230 AI-ით გენერირებული ტროლი გამოვლინდა MD: ირაკლი კობახიძის "რუსოფობიასთან" ბრძოლასთან დაკავშირებით გავრცელებული განცხადებების მომწონებელი 230 AI-ით გენერირებული ტროლი გამოვლინდა
გადახედვა
-
DW: ჩრდილოეთ კორეა რუსეთში 50 000-მდე ჯარისკაცის გაგზავნას გეგმავს DW: ჩრდილოეთ კორეა რუსეთში 50 000-მდე ჯარისკაცის გაგზავნას გეგმავს
გადახედვა
-
მედუზების "თავდასხმამ" საფრანგეთში ატომური ელექტროსადგურის მუშაობა შეაფერხა მედუზების "თავდასხმამ" საფრანგეთში ატომური ელექტროსადგურის მუშაობა შეაფერხა
გადახედვა
-
ათწლეულებია, დაბალცხიმიან რძეს გვირჩევენ — ახალი კვლევა სხვა რამეს ამბობს ათწლეულებია, დაბალცხიმიან რძეს გვირჩევენ — ახალი კვლევა სხვა რამეს ამბობს
გადახედვა
-
ქვიზი: გამოიცანი საქართველოს კუთხე ერთი მინიშნებით ქვიზი: გამოიცანი საქართველოს კუთხე ერთი მინიშნებით
-
ნიკოლას ჰოლტი ჰარი პოტერის სერიალის ქასთს შეუერთდა — ვის ითამაშებს მსახიობი ნიკოლას ჰოლტი ჰარი პოტერის სერიალის ქასთს შეუერთდა — ვის ითამაშებს მსახიობი
გადახედვა
-
გარღვევამ, შესაძლოა, მეტასტაზური პროსტატის კიბოს მკურნალობა შეცვალოს გარღვევამ, შესაძლოა, მეტასტაზური პროსტატის კიბოს მკურნალობა შეცვალოს
გადახედვა
-
რა პირობით განაახლებს რუსეთი სომხური პროდუქციის იმპორტს? — მოსკოვის ახალი მოთხოვნები რა პირობით განაახლებს რუსეთი სომხური პროდუქციის იმპორტს? — მოსკოვის ახალი მოთხოვნები
გადახედვა
-
როგორ მოქმედებს ჩვენზე შვებულება? — თიბისისა და ნიკო ნერგაძის ვიდეო პოდკასტის ახალ ეპიზოდში როგორ მოქმედებს ჩვენზე შვებულება? — თიბისისა და ნიკო ნერგაძის ვიდეო პოდკასტის ახალ ეპიზოდში
-
ქვიზი: მოგვიყევი შენზე და გეტყვით, რა სახის მზისგან დამცავი გჭირდება ქვიზი: მოგვიყევი შენზე და გეტყვით, რა სახის მზისგან დამცავი გჭირდება
-
პოლიციამ "გლოვოს" კურიერის ჯანმრთელობის ჯგუფურად დაზიანების ბრალდებით კიდევ ორი პირი დააკავა პოლიციამ "გლოვოს" კურიერის ჯანმრთელობის ჯგუფურად დაზიანების ბრალდებით კიდევ ორი პირი დააკავა
გადახედვა
-
სელენა გომესსა და მომღერლის მიერ დაფუძნებულ მენტალური ჯანმრთელობის სტარტაპს თაღლითობაში ადანაშაულებენ სელენა გომესსა და მომღერლის მიერ დაფუძნებულ მენტალური ჯანმრთელობის სტარტაპს თაღლითობაში ადანაშაულებენ
გადახედვა
-
დააკავეს ჯგუფი, რომელიც ლომბარდში ნამდვილის ნაცვლად ყალბ ოქროს ინახავდა დააკავეს ჯგუფი, რომელიც ლომბარდში ნამდვილის ნაცვლად ყალბ ოქროს ინახავდა
გადახედვა
-
sCoolApp-ის სპეციალური შეთავაზება მშობლებისთვის sCoolApp-ის სპეციალური შეთავაზება მშობლებისთვის
-
იაპონიაში AI ნელა ინერგება — რატომ? იაპონიაში AI ნელა ინერგება — რატომ?
გადახედვა
კომენტარები