"ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მოლოდინში" — თიბისი კაპიტალმა პუბლიკაცია წარადგინა
ფოტო: თიბისი
თიბისი კაპიტალმა, თიბისის ბიზნესპარტნიორებისთვის, პუბლიკაცია — ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მოლოდინში წარადგინა.
ღონისძიებაზე გამომსვლელებმა და პანელ-დისკუსიის მონაწილეებმა, საქართველოს ბიზნესზე ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის პოტენციურ გავლენაზე ისაუბრეს.
8 ნოემბერს ევროკომისიამ საქართველოსთვის, გარკვეული პირობებით, კანდიდატის სტატუსის მინიჭების რეკომენდაცია გასცა გარკვეული პირობებით. ევროკავშირში გაწევრიანებისთვის, საქართველომ შემდეგი ეტაპები წარმატებით უნდა გაიაროს: კანდიდატის სტატუსის მინიჭება, გაწევრიანების მოლაპარაკები და შეთანხმებაზე ხელის მოწერა.
ევროკავშირში გაწევრიანებისთვის, წევრობის კანდიდატის სტატუსის მიღებიდან, საშუალოდ 6 წელი დასჭირდათ ჩეხეთს, ესტონეთს, უნგრეთს, ლატვიას, ლიეტუვას, პოლონეთს, სლოვაკეთს, სლოვენიას, მალტას, კვიპროსს, ბულგარეთს, რუმინეთს, ხორვატიას.
ისტორიულად, მოლაპარაკების პროცესი ყველაზე ხანგრძლივია და ის სახელმწიფოს ისეთ სფეროებსა და ასპექტებს ეხება, როგორებიცაა: ქვეყნის ფუნდამენტური საკითხები, ადგილობრივი ბაზარი, კონკურენცია და ინკლუზიური ზრდა, მწვანე პოლიტიკის დღის წესრიგი და მდგრადი განვითარება, სოფლის მეურნეობა და საგარეო ურთიერთობები.
წევრობის კანდიდატობის პერიოდში, ევროკავშირის წევრი ქვეყნებისა და კანდიდატი ქვეყნის ეკონომიკებს შორის განსხვავება მცირდება. გაწევრიანების შემდეგ კი, ეფექტი კიდევ უფრო თვალშისაცემია.
თიბისი კაპიტალის პუბლიკაციაში განხილულია ბულგარეთის მაგალითი: ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მიღების შემდეგ, ბულგარეთის ექსპორტი ევროკავშირში მნიშვნელოვნად გაიზარდა და 2000-2006 წლებში, წლიურმა ზრდამ 23% შეადგინა. 2022 წელს, ბულგარეთის ექსპორტმა ევროკავშირში — 60% შეადგინა.
წევრობის კანდიდატის სტატუსის მიღების შემდეგ, 2000-2006 წლებში, პირდაპირი უცხოური ინვესტიციების შემოდინება ბულგარეთში თითქმის 8-ჯერ გაიზარდა, ასევე გაუმჯობესდა ქვეყნის საკრედიტო რეიტინგიც.
ევროკავშირი, გაწევრიანების პროცესში, გაწევრიანებამდელი მხარდაჭერის ინსტრუმენტს სთავაზობს დასავლეთ ბალკანეთის ქვეყნებს, რაც 14 მილიარდი ევროთი ისეთი სტრატეგიული მიმართულებების დაფინანსებას გულისხმობს, როგორებიცაა: კანონის უზენაესობა, კარგი მმართველობა, მწვანე დღის წესრიგი, კონკურენცია და ინკლუზიური ზრდა, ტერიტორიული და ტრანსსასაზღვრო თანამშრომლობა. ასევე, არსებობს ეკონომიკური და საინვესტიციო გეგმა, რომლითაც 9 მილიარდი ევროა გამოყოფილი ტრანსპორტის და ენერგეტიკის სექტორების, ასევე მწვანე და ციფრული განვითარებისთვის. კიდევ ერთი შესაძლებლობა მნიშვნელოვანი პროგრამაა დასავლეთ ბალკანეთის ქვეყნების საგარანტიო პლატფორმა, რამაც რეგიონში 20 მილიარდამდე ევროს ინვესტიციები უნდა მოიზიდოს.
რაც შეეხება კანდიდატობის პერიოდში სხვადასხვა ქვეყნისთვის გაწეული მხარდაჭერისა და დახმარების შედეგებს: ბოსნია ჰერცოგოვინაში ინვესტიციები სოფლის მეურნეობის პროდუქტებისა და ხის გადამამუშავებელ მრეწველობაში, ასევე მეტალურგიაში ჩაიდო.
ჩრდილოეთ მაკედონიაში ევროკავშირმა ინვესტიცია 6 რეგიონული სამედიცინო ცენტრის აღჭურვისთვის განახორციელა. ასევე, სერბეთთან სასაზღვრო ინფრასტრუქტურის მოდერნიზების შედეგად, გამტარუნარიანობა 30%-ით გაიზარდა.
დასავლეთ ბალკანეთსა და თურქეთში ათასობით ფერმა და აგრო-სასურსათო გადამამუშავებელი საწარმო გადაიარაღდა.
ალბანეთში შეიქმნა სტრატეგიული სატრანსპორტო ინფრასტრუქტურა, ასევე - მცირე და საშუალო მასშტაბის საგზაო ინფრასტრუქტურა. შედეგად, სოფლები ცენტრალურ მაგისტრალებს დაუკავშირდა, რამაც ტურიზმის განვითარებას შეუწყო ხელი, ასევე, სოფლის მეურნეობას საექსპორტო ბაზრებისკენ გაუხსნა გზა.
საქართველოსთვის ევროკავშირი მნიშვნელოვანი ეკონომიკური პარტნიორია. სხვადასხვა ქვეყნის გამოცდილება ადასტურებს, რომ კანდიდატობის სტატუსი ევროკავშირთან ეკონომიკური ურთიერთობების გაღრმავებას უწყობს ხელს.
2023 წლის პირველი 9 თვის მონაცემებით, საქართველოს ტურიზმში ევროკავშირის წილი 11%-ია, ექსპორტში — 12%, იმპორტში — 24%, პირდაპირ უცხოურ ინვესტიციებში კი — 43%.
შედარებისთვის, საქართველოში 2016-2019 წლებში, პირდაპირი უცხოური ინვესტიციების ზრდამ 10% შეადგინა, მაშინ როდესაც ბულგარეთში, წევრობის კანდიდატის სტატუსის მინიჭების შემდეგ, 2000-2006 წლებში, იგივე მიმართულებით, ზრდა 41% იყო. იმავე პერიოდებში, ექსპორტის მიმართულებით, საქართველოში 14%-იანი ზრდა დაფიქსირდა, ბულგარეთში კი - 23%-იანი.
ევროკავშირთან ინტეგრაცია საექსპორტო პროდუქტების დივერსიფიკაციას უწყობს ხელს. 2022 წელს, საქართველოდან ევროკავშირში ექსპორტზე გასული პროდუქტებიდან ყველაზე მაღალი წილი სპილენძის მადანს, შემდეგ კი ეთილის სპირტს სპირტს ეკავათ.
გაეცანით პუბლიკაციას ბმულზე.
-
ივა კუზანოვი, გია მურღულია, ნუგზარ რუხაძე — ვის მიენიჭა "საპატიო თბილისელის" წოდება? ივა კუზანოვი, გია მურღულია, ნუგზარ რუხაძე — ვის მიენიჭა "საპატიო თბილისელის" წოდება?
გადახედვა
-
მოსკოვში ბიზნესმენ მამუკა წერეთლის ყოფილი მეუღლის დანაწევრებული ცხედარი იპოვეს, 19 წლის შვილის გვამი კი — ეჭვმიტანილის ავტოფარეხში მოსკოვში ბიზნესმენ მამუკა წერეთლის ყოფილი მეუღლის დანაწევრებული ცხედარი იპოვეს, 19 წლის შვილის გვამი კი — ეჭვმიტანილის ავტოფარეხში
გადახედვა
-
ხელოვნური ინტელექტის დახმარებით ნაპოლეონის საიდუმლო წერილი გაშიფრეს — აი, რა წერია შიგნით ხელოვნური ინტელექტის დახმარებით ნაპოლეონის საიდუმლო წერილი გაშიფრეს — აი, რა წერია შიგნით
გადახედვა
-
"თანამესაკნემ დილით საპირფარეშოში ჩამომხრჩვალი იპოვა, სასჯელს 20-კაციან საკანში იხდიდა" — პენიტენციური გარდაცვლილ პატიმარზე "თანამესაკნემ დილით საპირფარეშოში ჩამომხრჩვალი იპოვა, სასჯელს 20-კაციან საკანში იხდიდა" — პენიტენციური გარდაცვლილ პატიმარზე
გადახედვა
-
"მე კოლეჯიდან არ წავსულვარ! გამაგდეს!" — თსუ-ის მედიისა და ტელეხელოვნების კოლეჯის დამფუძნებელი გათავისუფლების დეტალებზე საუბრობს "მე კოლეჯიდან არ წავსულვარ! გამაგდეს!" — თსუ-ის მედიისა და ტელეხელოვნების კოლეჯის დამფუძნებელი გათავისუფლების დეტალებზე საუბრობს
გადახედვა
-
4 მუნიციპალიტეტში საკრებულოს შუალედური არჩევნები გაიმართა — 4-ვეში "ქართულმა ოცნებამ" გაიმარჯვა 4 მუნიციპალიტეტში საკრებულოს შუალედური არჩევნები გაიმართა — 4-ვეში "ქართულმა ოცნებამ" გაიმარჯვა
გადახედვა
-
"ჟამიანობა" რუსეთში: შავი ჭირის გამომწვევმა ინფექციამ ერთი ადამიანი იმსხვერპლა — რა ვიცით "ჟამიანობა" რუსეთში: შავი ჭირის გამომწვევმა ინფექციამ ერთი ადამიანი იმსხვერპლა — რა ვიცით
გადახედვა
-
ALDE-ს და "ევროპის ლიბერალური ფორუმის" ლიდერებმა კაია კალასსა და მარტა კოსს წერილით მიმართეს ALDE-ს და "ევროპის ლიბერალური ფორუმის" ლიდერებმა კაია კალასსა და მარტა კოსს წერილით მიმართეს
გადახედვა
-
მსჯავრდებული გიორგი დავითაძის ოჯახის წევრები და ახლობლები რუსთავის მე-6 ციხესთან შეიკრიბნენ მსჯავრდებული გიორგი დავითაძის ოჯახის წევრები და ახლობლები რუსთავის მე-6 ციხესთან შეიკრიბნენ
გადახედვა
-
კიმ იენ ჩენი: ჩრდილოეთ კორეამ შუალედური რადიუსის სტრატეგიული რაკეტა გამოსცადა კიმ იენ ჩენი: ჩრდილოეთ კორეამ შუალედური რადიუსის სტრატეგიული რაკეტა გამოსცადა
გადახედვა
-
გერმანიის ელჩი: ვინარჩუნებთ თანამშრომლობას საქართველოს თავდაცვის ძალებთან გერმანიის ელჩი: ვინარჩუნებთ თანამშრომლობას საქართველოს თავდაცვის ძალებთან
გადახედვა
-
მიხეილ სააკაშვილი მსჯავრდებულ გიორგი დავითაძის გაუპატიურების სავარაუდო ფაქტს ეხმაურება მიხეილ სააკაშვილი მსჯავრდებულ გიორგი დავითაძის გაუპატიურების სავარაუდო ფაქტს ეხმაურება
გადახედვა
-
თამაზ ელიზბარაშვილი: იძულებულს მხდიან 6 ოქტომბერს ჩემი სისხლით შევაჩერო ამ მშიშარა კაცუნების ბოროტება თამაზ ელიზბარაშვილი: იძულებულს მხდიან 6 ოქტომბერს ჩემი სისხლით შევაჩერო ამ მშიშარა კაცუნების ბოროტება
გადახედვა
-
გივი მიქანაძემ "გურიის მოამბის", ვლადიმერ მენაბდისა და კახა ასკურავას წინააღმდეგ სასამართლოში სარჩელი შეიტანა გივი მიქანაძემ "გურიის მოამბის", ვლადიმერ მენაბდისა და კახა ასკურავას წინააღმდეგ სასამართლოში სარჩელი შეიტანა
გადახედვა
-
პროკურატურამ "ქურდულ სამყაროსთან" კავშირში მყოფ 94 პირს ბრალი წარუდგინა პროკურატურამ "ქურდულ სამყაროსთან" კავშირში მყოფ 94 პირს ბრალი წარუდგინა
გადახედვა
-
ერთ წელიწადში საქალაქთაშორისო მგზავრობა 17%-ით გაძვირდა ერთ წელიწადში საქალაქთაშორისო მგზავრობა 17%-ით გაძვირდა
გადახედვა
-
ელენე ხოშტარია: აბსოლუტურად დარწმუნებული ვარ, რომ დავითაძის მიმართ ნამდვილად განხორციელდა ეს კოშმარი ელენე ხოშტარია: აბსოლუტურად დარწმუნებული ვარ, რომ დავითაძის მიმართ ნამდვილად განხორციელდა ეს კოშმარი
გადახედვა
-
არაბთა გაერთიანებული საამიროები: Flydubai-ს რეისზე მომხდარი თავდასხმა "ტერორისტული აქტია" — კაპიტანი ავარიული ნაჯახით დაჭრეს არაბთა გაერთიანებული საამიროები: Flydubai-ს რეისზე მომხდარი თავდასხმა "ტერორისტული აქტია" — კაპიტანი ავარიული ნაჯახით დაჭრეს
გადახედვა
-
მოლდოვის ტეროტორიაზე დრონები აფეთქდა — მედია მოლდოვის ტეროტორიაზე დრონები აფეთქდა — მედია
გადახედვა
-
ადვოკატი მარიკა არევაძე მსჯავრდებულ გიორგი დავითაძის კლინიკაში გადაყვანას ითხოვს ადვოკატი მარიკა არევაძე მსჯავრდებულ გიორგი დავითაძის კლინიკაში გადაყვანას ითხოვს
გადახედვა
-
დონალდ ტრამპი: ირანთან ომის დასრულების შემდეგ დიზელის საწვავზე ფასები დაიკლებს დონალდ ტრამპი: ირანთან ომის დასრულების შემდეგ დიზელის საწვავზე ფასები დაიკლებს
გადახედვა
კომენტარები