ვიტამინებით გამდიდრებული ლოკო მოკოს რძე თქვენი პატარებისთვის
ფოტო: ლოკო-მოკ
ძუძუთი კვების შემდეგ რძე ბავშვთა ზრდა-განვითარებისთვის ერთ-ერთ აუცილებელ კომპონენტად მიიჩნევა. საქართველოში ამას დიდი ხნის ისტორია აქვს, თუმცა დროთა განმავლობაში, კვლევების საფუძველზე ბევრი რამ ამ სფეროშიც შეიცვალა. ამის მიუხედავად რძე დღემდე უცვლელ და აუცილებელ პროდუქტად რჩება ჩვენი პატარას ჯანმრთელობის სადარაჯოზე.
ქართულ ბაზარზე თანდათანობით ფორტიფიცირებული, მინერალებითა და ვიტამინებით გამდიდრებული საკვებიც გამოჩნდა. ლოკო მოკოს რძე ამ კუთხით პიონერია — ამჯერად კალციუმით და დ ვიტამინით კიდევ უფრო გამდიდრებული რძე — ღონიერი და გონიერი ბავშვებისთვის. რა დოზით უნდა მიიღოს ჩვენმა პატარამ რძე და რა კავშირშია ეს მიკროელემენტები ჩვენი ბავშვის გონივრულ თუ ფიზიკურ ჯანმრთელობასთან, ამაზე ბავშვთა ენდოკრინოლოგი, პედიატრი ნინო ხელაძე გვპასუხობს.
ქალბატონო ნინო, რა ასაკიდან არის რეკომენდებული ბავშვისთვის ცხოველური რძე და რა სიკეთე მოჰყვება მის ყოველდღიურ მიღებას?
ამერიკის პედიატრთა ასოციაციის რეკომენდაციით ცხოველური რძის მიწოდება მიზანშეწონილია 12 თვიდან. მსოფლიოს წამყვანი სამეცნიერო კვლევითი ცენტრები ერთხმად თანხმდებიან რომ, რძე აუცილებელი საკვები პროდუქტია , ბავშვის ადეკვატური ზრდა-განვითარებისთვის. რძე და რძის პროდუქტები კალციუმის ერთადერთი ბუნებრივი წყაროა, კალციუმი კი მნიშვნელოვანი კომპონენტია ძვალ კუნთოვანი სისტემის სათანადო განვითარებისთვის. გარდა ამისა რძე მდიდარია ცილებით, ცხიმებით, რაც აუცილებელია თავის ტვინის ზრდის და ნევროლოგიური განვითარებისთვის. ამასთანავე არსებობს კვლევები, როლებიც ადასტურებენ რძის დადებით გავლენას ბავშვის სიმაღლეში ზრდასა და განვითარებაზე. ოფიციალური გაიდლაინით, რძის მიღების დღიური დოზა ასაკზე არის დამოკიდებული. რეკომენდებული დოზები კი ასე გამოიყურება:
- 12-24 თვე — 12/3 - 2 ჭიქა დღეში
- 2-5 წელი — 2-21/2 ჭიქა დღეში
- 5-8 წელი — 21/2 ჭიქა დღეში
- 9-18 წელი — 3 ჭიქა დღეში
ქართულ ბაზარზე უკვე გამოჩნდა კალციუმით და დ ვიტამინით კიდევ უფრო გამდიდრებული, ფორტიფიცირებული რძე. რა უპირატესობა შეიძლება ჰქონდეს ამ შემთხვევაში ფორტიფიცირებულ კვებას?
სხვადასხვა ნივთიერების დეფიციტის აღმოსაფხვრელად, საკვების გამდიდრება კონკრეტული აუცილებელი მიკრო თუ მაკრო ნუტრიენტებით საზოგადოებრივი ჯანდაცვის ერთ-ერთი მთავარი სტრატეგიაა მთელ მსოფლიოში. ფორტიფიკაციის დროს გათვლილია კონკრეტული პოპულაციის საჭიროებებიც. მოკლედ რომ ვთქვათ თუ ბავშვი დალევს ფორტიფიცირებულ რძეს, ჩვენ შეგვიძლია დარწმუნებული ვიყოთ რომ, მისი კონკრეტული რაოდენობა გამდიდრებულია საჭირო დ ვიტამინით და შეიცავს მისი ასაკისათვის აუცილებელ კალციუმის რაოდენობას.
ფოტო: ლოკო-მოკო
ლოკო მოკოს რძეს დამატებული აქვს კალციუმი და დ ვიტამინი — რა როლი აკისრიათ მათ ბავშვთა ზრდა განვითარებაში?
D ვიტამინი ჰორმონია, რომელსაც უდიდესი როლი ეკისრება ადამიანის ჯანმრთელობის შენარჩუნებაში. მრავალი სამეცნიერო კვლევა და პუბლიკაცია ადასტურებს D ვიტამინის მნიშვნელობას, არა მარტო კალციუმისა და ფოსფორის ცვლის რეგულაციისთვის, არამედ ორგანოთა სხვადასხვა სისტემის ნორმალური მუშაობისთვისაც. მისი რეცეპტორები თითქმის ყველა ქსოვილში აღმოჩნდა, თავის ტვინშიც კი. თუ ადრე მიიჩნეოდა, რომ D ვიტამინი მხოლოდ ძვალ-სახსართა სისტემის გამართული ფუნქციონირებისთვის იყო საჭირო, ამჟამად არსებობს საკმაო მეცნიერული მტკიცებულება, რომ ეს ნივთიერება საჭიროა ფაქტობრივად ყველა ფიზიოლოგიური პროცესის სწორად წარმართვისთვის. მაგალითად, D ვიტამინს დიდი როლი ეკისრება ინფექციებთან ბრძოლაში, არეგულირებს იმუნური სისტემის მუშაობას, ხელს უწყობს ასთმის, ალერგიული დაავადებებისა და დიაბეტი ტიპი 1-ის, გულ-სისხლძარღვთა დაავადებების, სიმსუქნით განპირობებული გართულებების პრევენციას. მეტიც, არაერთი კვლევა მოწმობს, რომ D ვიტამინს აქვს სიმსივნის საწინააღმდეგო მოქმედება.
რაც შეეხება კალციუმს, ის მონაწილეობს ძვლებისა და კბილების ფორმირებაში, ზრდისა და რეგენერაციის პროცესში. ძვლები კალციუმის ერთგვარი რეზერვუარია და უწყვეტ რემოდელირებას, განახლებას განიცდის. ეს იმას ნიშნავს, რომ ორგანიზმი განუწყვეტლივ იღებს ძვლებიდან კალციუმს სხვა ფუნქციების შესასრულებლად და მას ახლით ცვლის. ამიტომაც კალციუმის შემცველი პროდუქტების მიღება ყოველდღიურად აუცილებელია. მტკიცე ძვლების ჩამოყალიბების გარდა ეს მაკროელემენტი მნიშვნელოვანია ნერვული და კუნთოვანი ქსოვილის ფუნქციონირებისთვის, სისხლის შედედებისა და სხვადასხვა ფერმენტული პროცესების წარმართვისთვის.
იმისთვის რომ კალციუმმა სათანადოდ შეასრულოს დაკისრებული მოვალეობა, ჭირდება დ ვიტამინი. აღნიშნული მაკროელემენტებიდან ნებისმიერის დეფიციტი ბავშვთა ასაკში, იწვევს რაქიტს, დაავადებას რომელიც ხასიათდება ძვლების დარბილებით, კიდურების დეფორმაციით, ზრდაში შეფერხებით და ზოგიერთ შემთხვევაში კუნთების სისუსტით ან ტკივილით.
რას იწვევს რძისა და მისი პროდუქტების ნაკლებობა ბავშვთა და მოზარდთა ასაკში და როგორ გავუმკლავდეთ ამ პრობლემას?
მშობლებმა უნდა მიაქციონ ყურადღება ისეთი სახის ჩივილებს როგორებიცაა ჭარბი ოფლიანობა, კუნთების და ძვლების ტკივილი, ადვილად დაღლა, კანის სიმშრალე, ძვლოვანი დეფორმაციები, თმის ცვენა, მტვრევადი ფრჩხილები, კარიესული კბილები და ა.შ.
მშობელმა უნდა გამოიყენოს ყველა კრეატიული ხერხი რომ რძე ჩართოს ყველა ასაკის ჯანმრთელი ბავშვის რაციონში. სასურველი მცირე ასაკიდან გამოვუმუშაოთ ჩვევა რომ 1 ჭიქა რძე მაინც ყოველდღე მიიღოს თქვენმა პატარამ. შეგვიძლია მათ მაგალითი თავადაც მივცეთ ან რაიმე სახის სახალისო რიტუალად ვაქციოთ ეს პროცესი. აუცილებელია გვახსოვდეს, რომ ეს ყველაფერი ბავშვის ჯანმრთელობის საწინდარია...
-
"სითი მოლი საბურთალოს" მიმდებარე ტერიტორიაზე გადაადგილების ახალი სქემა ამოქმედდა "სითი მოლი საბურთალოს" მიმდებარე ტერიტორიაზე გადაადგილების ახალი სქემა ამოქმედდა
გადახედვა
-
ხელოვნური ინტელექტი კაცობრიობას მართლა გაანადგურებს? — მიმდინარე დისკუსიების ანალიზი ხელოვნური ინტელექტი კაცობრიობას მართლა გაანადგურებს? — მიმდინარე დისკუსიების ანალიზი
გადახედვა
-
შავი ლომის მონაწილეობით თბილისში საერთაშორისო სარაგბო ტურნირი იწყება შავი ლომის მონაწილეობით თბილისში საერთაშორისო სარაგბო ტურნირი იწყება
-
ყვარელში ცივი იარაღით 85 წლის ქალი მოკლეს ყვარელში ცივი იარაღით 85 წლის ქალი მოკლეს
გადახედვა
-
გამოავლინეს ეგზოპლანეტა, რომელიც თავისი ვარსკვლავის საპირისპირო მიმართულებით მოძრაობს გამოავლინეს ეგზოპლანეტა, რომელიც თავისი ვარსკვლავის საპირისპირო მიმართულებით მოძრაობს
გადახედვა
-
სოციალური სამართლიანობის ცენტრმა აფგან სადიგოვის საქმეზე სტრასბურგის სასამართლოს მიმართა სოციალური სამართლიანობის ცენტრმა აფგან სადიგოვის საქმეზე სტრასბურგის სასამართლოს მიმართა
გადახედვა
-
POG: ძმებ ფეიქრიშვილებს ჯგუფურ ხულიგნობასა და გამოძალვაზე ბრალი წარედგინათ POG: ძმებ ფეიქრიშვილებს ჯგუფურ ხულიგნობასა და გამოძალვაზე ბრალი წარედგინათ
გადახედვა
-
ტესტი: რომელი უფრო ადრე გაჩნდა? ტესტი: რომელი უფრო ადრე გაჩნდა?
-
აღმოაჩინეს ამება, რომელიც 63°C ტემპერატურას უძლებს — ახალი რეკორდი აღმოაჩინეს ამება, რომელიც 63°C ტემპერატურას უძლებს — ახალი რეკორდი
გადახედვა
-
უზენაესმა სასამართლომ "რძის სკანდალის" საქმეზე კომპანია "ჩირინას" ლაშა პაპაშვილისთვის ₾1.6 მლნ-ის გადახდა დააკისრა უზენაესმა სასამართლომ "რძის სკანდალის" საქმეზე კომპანია "ჩირინას" ლაშა პაპაშვილისთვის ₾1.6 მლნ-ის გადახდა დააკისრა
გადახედვა
-
ქართულმა მხარემ უკრაინას ძებნილი უკრაინის მოქალაქე გადასცა ქართულმა მხარემ უკრაინას ძებნილი უკრაინის მოქალაქე გადასცა
გადახედვა
-
რომში კოლიზეუმი მუშის გარდაცვალების გამო დაიკეტა რომში კოლიზეუმი მუშის გარდაცვალების გამო დაიკეტა
გადახედვა
-
ჯივიპის განცხადება წყალმომარაგების დროებით შეზღუდვასთან დაკავშირებით ჯივიპის განცხადება წყალმომარაგების დროებით შეზღუდვასთან დაკავშირებით
-
ვის ეხება საპენსიო შენატანების ამნისტია? ვის ეხება საპენსიო შენატანების ამნისტია?
გადახედვა
-
სეს: სურსათის უვნებლობის მაჩვენებლებზე 81 ნიმუშში დარღვევა არ დადასტურდა სეს: სურსათის უვნებლობის მაჩვენებლებზე 81 ნიმუშში დარღვევა არ დადასტურდა
გადახედვა
-
მასწავლებელთა სახელფასო ანაზღაურების წესი იცვლება მასწავლებელთა სახელფასო ანაზღაურების წესი იცვლება
გადახედვა
-
თბილისის 3 რაიონს, მცხეთას, ნატახტარს, წიწამურსა და წეროვანის დევნილთა დასახლებას წყლის მიწოდება 36 საათით შეუწყდება — მიზეზი თბილისის 3 რაიონს, მცხეთას, ნატახტარს, წიწამურსა და წეროვანის დევნილთა დასახლებას წყლის მიწოდება 36 საათით შეუწყდება — მიზეზი
გადახედვა
-
გადახდა ბეჭდით — ქართული პროდუქტი CNICK უკვე საქართველოს ბაზარზეც ხელმისაწვდომია გადახდა ბეჭდით — ქართული პროდუქტი CNICK უკვე საქართველოს ბაზარზეც ხელმისაწვდომია
გადახედვა
-
30 სექტემბერს კონსერვატორიაში საქველმოქმედო კონცერტ-მარათონი "ერთად ლიასთვის" გაიმართება 30 სექტემბერს კონსერვატორიაში საქველმოქმედო კონცერტ-მარათონი "ერთად ლიასთვის" გაიმართება
გადახედვა
-
საქართველოს შემდეგ, ირანული ავიაკომპანიების რეისები აზერბაიჯანმაც შეაჩერა საქართველოს შემდეგ, ირანული ავიაკომპანიების რეისები აზერბაიჯანმაც შეაჩერა
გადახედვა
-
აზერბაიჯანმა საფრანგეთის მოქალაქე მას შემდეგ შეიწყალა, რაც EU-მა უსმანოვი სასანქციო სიიდან ამოიღო აზერბაიჯანმა საფრანგეთის მოქალაქე მას შემდეგ შეიწყალა, რაც EU-მა უსმანოვი სასანქციო სიიდან ამოიღო
გადახედვა
კომენტარები