ქალაქში თუ ქალაქგარეთ გასვლისას, ალბათ, ყოველდღიურად უამრავ ფრინველს აწყდები. მათი არსებობა ბიომრავალფეროვნებისათვის ისევე მნიშვნელოვანია, როგორც ყველა სხვა ორგანიზმისა, რომლებიც მხოლოდ თანაარსებობისას ქმნიან ჯანსაღ ეკოსისტემას.

საველე სარკვევი "ქალაქის ფრინველები" ორგანიზაცია "ბუნების კონსერვაცია საქართველოს" მიერ შეიქმნა, რათა ქალაქებში გავრცელებული ფრინველები უკეთ შევიცნოთ და ხალხში ფრინველებზე დაკვირვების კულტურა დაინერგოს. ორგანიზაცია საქართველოს ბიომრავალფეროვნების შესწავლის, კვლევისა და მის შესახებ ცნობიერების ამაღლებაზე მუშაობს. სარკვევის შესახებ ინფორმაციის მისაღებად ეწვიეთ ბმულს.

ამ ტესტით შეგიძლია, თავი გამოცადო და შეამოწმო, რამდენად იცნობ საქართველოს ქალაქებში მობინადრე ფრინველებს. ვინ იცის, იქნებ პროცესში მათზე საკმაოდ საინტერესო ინფორმაციაც მიიღო.

მაშ, ასე:

ტესტი: როგორ იცნობ ქალაქის ფრინველებს

ტესტის დაწყება

1 / 10 მარტივით დავიწყოთ. ქალაქებში ადამიანებთან ერთ-ერთი ყველაზე გაშინაურებული ფრინველია:

2 / 10 ქალაქებში ამ ფრინველს ძალიან ხშირად შეხვდები, მაგრამ მოსვენებულ მდგომარეობაში, დამჯდარს, იშვიათად თუ ნახავ:

3 / 10 ეს ფრინველი შეიძლება აქამდეც გინახავს და მტრედი გეგონა, სინამდვილეში კი ის არის:

4 / 10 შესაძლოა, სკვერში სეირნობისას მისი ხმა ძაღლის ყეფას ან პოლიციის სირენის ხმას მიამსგავსო:

5 / 10 მისი გალობა ბულბულის სტვენას ნამდვილად არ ჩამოუვარდება. მისი მოსმენა ქალაქის ნებისმიერ წერტილში შეგიძლია, განსაკუთრებით საღამოს და გამთენიისას:

6 / 10 ეს ფრინველი თუ ნახე, კუდის გაუჩერებელი მოძრაობით აუცილებლად დაგამახსოვრდებოდა:

7 / 10 სახლთან ახლოს, კორპუსებთან სიახლოვეს, შენც შენიშნავდი ამ მტაცებელ ფრინველს. ხომ არ იცი, რა ჰქვია?

8 / 10 ეს გვრიტი ადამიანების გარემოცვაში განსაკუთრებული სითამამით გამოირჩევა და საკმაოდ ხშირად შეიძლება შეგხვდეს, განსაკუთრებით ქალაქის ძველ და მშვიდ უბნებში:

9 / 10 ეს ფრინველი ჩვენს ქვეყანაში ზაფხულში ბრუნდება. შესაძლოა, საღამოობით მისი სახასიათო ხმაც გაიგონო ხოლმე. ერთ მინიშნებას მოგცემ: იგი ბუს ოჯახიდანაა.

10 / 10 დაბოლოს, რომელი კოდალა შეიძლება შეგვხვდეს მიწაზე, ბალახებში მოძრომიალე?

იტვირთება...
ერთი წუთით...