რა გავიგეთ სააკაშვილისგან — ძირითადი პოლიტიკური გზავნილები ვივამედიდან
ფოტო: სააკაშვილი ერთვება სასამართლოს, ინტერნეტის საშუალებით
მოკლედ: დღეს, 27 ოქტომბერს, საქართველოს მესამე პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა სასამართლოს კლინიკა ვივამედიდან პირდაპირი ჩართვის საშუალებით, ჩვენება მისცა. საქმე 7 ნოემბრის მოვლენების გამოძიებას ეხება.
რას ედავებიან: პროკურატურის მიხედვით,
- მომიტინგეთა მასობრივად დარბევას,
- იმედში შეჭრასა და ბადრი პატარკაციშვილის კუთვნილი ქონების დანაშაულებრივად ხელში ჩაგდებას.
- ამ საქმეზე წარდგენილი ბრალი 5-დან 8 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
რას ამბობს ამ საქმეზე სააკაშვილი:
- "დღევანდელ სასამართლოსთან პირდაპირ კავშირშია ის, რომ ვლადიმერ პუტინმა, დსთ-ს ნარჩენების სხდომაზე, დამადანაშაულა, რომ დსთ მე დავუშალე. მე ვამაყობ იმით, რომ ამაში მართლაც მიმიძღვის წვლილი და ეს პირდაპირ უკავშირდებოდა იმ მოვლენებს, იმ პერიოდს, რომელსაც თქვენ არჩევთ ამ სისხლის სამართლის ე.წ საქმის განხილვისას.
- იცით, რომ ვლადიმერ პუტინი არის საქართველოს დაუძინებელი მტერი, საქართველოს ტერიტორიის დამპყრობელი და მისი მხრიდან ჩემი ასეთი პირდაპირი დადანაშაულება, კონკრეტულად მიუთითებს თუ ვისი მითითებით არის ეს საქმე აღძრული.
- მაშინდელი მთავარი პროკურორი, ახლა არის სანქცირებული [ოთარ ფარცხალაძე], როგორც ფსბ-ს აგენტი და ყველაფერი გასაგებია, თუკი ვინმეს რაიმეს გაგება უნდა", — უთხრა სასამართლოს სააკაშვილმა.
პოლიტიკური გზავნილები:
- საქართველოში ჩამოსვლის შემდეგ, რასაც მისი პატიმრობა მოჰყვა, სხვადასხვა დროს, ის იცვლიდა პოზიციებს ქართულ პოლიტიკაში მონაწილეობასთან დაკავშირებით.
- დღეს, სააკაშვილმა თქვა, რომ არსად წავა, "თუნდაც 500 გისოსი მიამაგრონ და იბრძოლებს ქართული სახელმწიფოსთვის."
- "როგორც არ უნდა შეეცადონ ჩემს გაჩუმებას, იქნება ეს კლინიკაში, თუ ციხეში, თუ მთავარია, საქართველოში ვარ და აქტიურად ვაპირებ ვიყო ჩართული საქართველოს გადარჩენის პროცესში", — კლინიკა ვივამედიდან სააკაშვილის ამ მიმართვას სასამართლოს დარბაზში მხარდამჭერებისგან ტაში მოჰყვა.
რა უთხრა ოპოზიციას: მესამე პრეზიდენტმა, ოპოზიციურ ძალებს კოორდინაციისკენ მოუწოდა და თქვა, რომ დროა, ერთმანეთზე შეტევებს დაანებონ თავი.
- "ამ სისტემის შეცვლას უნდა მივაღწიოთ ყველამ ერთად. ჩვენ არ გვჭირდება ერთ პარტიაში ყოფნა, არ გვჭირდება დავაქორწინოთ ერთმანეთთან სხვადასხვა პარტიები, პოლიტიკური ჯგუფები, თუ პიროვნებები, უბრალოდ, გვჭირდება მივაღწიოთ ამ სისტემის შეცვლას ერთობლივი ქმედებებით", — თქვა მან და აღნიშნა, რომ მნიშვნელოვანი იქნება, 2024 წლის საარჩევნო ხმების დათვლაში ევროკავშირის პირდაპირი ჩართვა და მონაწილეობა.
- რა თქვა ელექტრონულ არჩევნებზე: რომ "დღეს, ელექტრონული სისტემა, თავიდან ბოლომდე გათვლილია გაყალბებაზე. დარეკავს ის კაცი შუშის სასახლიდან, უბრძანებს თამარ ჟვანიას და დაწერენ იმ ციფრს, რომელიც მათ უნდათ. ჩვენ უნდა შევაცვლევინოთ ეს სისტემა, ყველამ ერთად უნდა ვიბრძოლოთ."
ბოლო ხაზი: გუშინ, 26 ოქტომბერს, სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ, ომბუდსმენის კონსილიუმმა გამოაქვეყნა დასკვნა და დაწერა, რომ სააკაშვილის მდგომარეობის გათვალისწინებით, მას სამედიცინო მეთვალყურეობა ესაჭიროება.
-
ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს
გადახედვა
-
ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო
გადახედვა
-
როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები
გადახედვა
-
ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა
გადახედვა
-
ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს
გადახედვა
-
არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს
გადახედვა
-
თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო
გადახედვა
-
ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან
გადახედვა
-
რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო? რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო?
გადახედვა
-
მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი
გადახედვა
-
ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა
გადახედვა
-
მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი
-
რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ? რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ?
-
ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას? ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას?
-
საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს
-
Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის
-
ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის
გადახედვა
-
სეზონური ბოსტნეულის ხიბლი სეზონური ბოსტნეულის ხიბლი
-
რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით
გადახედვა
-
Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში
კომენტარები