მთვარე 40 მილიონი წლით უფრო ძველია, ვიდრე გვეგონა
ითვლება, რომ დედამიწის თანამგზავრი ჩვენი პლანეტის შემდეგ, დაახლოებით 4,4 მილიარდი წლის წინ ჩამოყალიბდა. ეს მაშინ, როდესაც მზის სისტემა ჯერ კიდევ ახალგაზრდა იყო.
თეორიის თანახმად, მარსის ზომის ობიექტი დაეჯახა დედამიწას, რამაც პლანეტური ნამსხვრევები წარმოქმნა. სწორედ ამ ნამსხვრევებისგან საბოლოოდ დედამიწის თანამგზავრი მივიღეთ.
თუმცა, მთვარის ახალგაზრდული "გარეგნობა" აშკარად მატყუარაა. მთვარის ნიმუშებშის ახალი კვლევა ვარაუდობს, რომ ის კიდევ უფრო ძველია, ვიდრე გვეგონა.
მკვლევრების თქმით, მთვარე 40 მილიონი წლით უფრო ძველია. ეს ნიშნავს, რომ დედამიწის თანამგზავრი სულ მცირე 4,46 მილიარდი წლისაა.
"ეს კრისტალები არის უძველესი ცნობილი მყარი ნივთიერებები, რომლებიც წარმოიქმნა გიგანტური ზემოქმედების შემდეგ. სწორედ კრისტალების ანალიზით შეგვიძლია მთვარის ასაკის გამოვლენა", — თქვა ქიმიკოსმა ფილიპ ჰეკიმ.
უცნობია ზუსტად როგორ და როდის ჩამოყალიბდა მთვარე, მაგრამ გვაქვს მინიშნებები, რაც ვარაუდების გამოთქმის საშუალებას გვაძლევს. ამ მომენტისთვის "გიგანტური ზემოქმედების ჰიპოთეზაა" ფავორიტი. ეს ის პერიოდი იყო, როდესაც მზის სისტემაში გიგანტური ობიექტები ერთმანეთს ეჯახებოდა.
მკვლევრები ამბობენ, რომ მათ მიერ შესწავლილი კრისტალები მთვარის ზედაპირის გამაგრების შედეგად უნდა ჩამოყალიბებულიყო.
"როდესაც ზედაპირი ლავით არის დაფარული ამ დროს კრისტალები ვარ წარმოიქმნება. შესაბამისად, მთვარის ზედაპირზე ნებისმიერი კრისტალი მაგმის გაიცვების შემდეგ გაჩნდებოდა", — თქვა ჰეკიმ.
კვლევამ აჩვენა, რომ კონკრეტული კრისტალების ასაკი დაახლოებით 4,46 მილიარდი წელია. რაც იმას ნიშნავს, რომ მთვარეც შესაბამისად ასეთი ძველი უნდა იყოს. ეს ინფორმაცია შეიძლება დაეხმაროს მეცნიერებს მთვარის ისტორიის სხვა ასპექტების დადგენაში, მაგალითად, რამდენი ხანი დასჭირდა მის ჩამოყალიბებასა და ზედაპირის გამაგრებას.
კვლევას გეოლოგი ჯენიკა გრირი ხელმძღვანელობდა და ის Geochemical Perspectives Letters-ში გამოქვეყნდება.
კომენტარები