ეროვნულმა ნაკრებმა რაგბის მსოფლიო თასზე იასპარეზა | რას წერს მსოფლიო პრესა ბორჯღალოსნებზე
ფოტო: ლევან ვერძეული
თანამედროვე რაგბი მემკვიდრეობაა, რომელიც მომავალ თაობებს ღირსეულად უნდა გადავცეთ. თიბისის კი ამ ეროვნულ საქმეში მნიშვნელოვანი წვლილი შეაქვს და უკვე წლებია, რაც ის საქართველოს რაგბის კავშირის და ეროვნული ნაკრების მხარდამჭერია. პარტნიორობის მიზანია რაგბის განვითარება, პოპულარიზაცია და სხვადასხვა ასაკობრივ ნაკრებთა ხელშეწყობა.
ახლა კი, ერთად გამოვარკვიოთ, როგორ დასრულდა საქართველოს ეროვნული ნაკრების მოგზაურობა მსოფლიო ჩემპიონატზე და რას წერს საერთაშორისო მედია ბორჯღალოსნებზე.
რაგბის მსოფლიო ჩემპიონატი 2023 რიგით მე-10 ამაღელვებელი გამოცემაა, რომელსაც საფრანგეთმა უმასპინძლა. მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს მოგზაურობა გამარჯვებით არ დასრულებულა, ბორჯღალოსნებმა მსოფლიო თასზე დიდი მონდომება, ძალისხმევა, სპორტული სანახაობა და დიდი განვითარება აჩვენეს.
ფოტო: ლევან ვერძეული
ჩემპიონატის დაწყებამდე 1 თვით ადრე ავსტრალიის ყველაზე დიდმა სპორტულმა გამოცემამ, The Roar-მა მსოფლიო ჩემპიონატის C ჯგუფს სიკვდილის ჯგუფი უწოდა, რომელშიც ავსტრალიის ნაკრები საქართველოსთან, უელსთან, ფიჯისთან, და პორტუგალიასთან ერთად ასპარეზობდა.
ჩემპიონატის შემდეგ საქართველოს გამოსვლა შეუმჩნეველი არ დარჩენილა რაგბის საერთაშორისო საზოგადოებისთვის. უელსის ეროვნული ნაკრების მწვრთნელი უორნერ გატლანდი მიიჩნევს, რომ საქართველომ მკვეთრად გააუმჯობესა ისტორიულად მხოლოდ ბოჭვის ირგვლივ ორიენტირებული თამაში და ბორჯღალოსნებს ჰქონდათ დივერსიფიცირებული სტრატეგიები, რამაც ნაკრები შესანიშნავ მეტოქედ აქცია. მათთვის ფიჯისთან შერკინება გადამწყვეტი აღმოჩნდა და დაძაბული თამაში მოულოდნელი შედეგით დასრულდა. მიუხედავად იმისა, რომ ფიჯის ნაკრებთან ბორჯღალოსნები 17-12-ით დამარცხდნენ, საქართველოს გუნდმა ტურნირზე წარუშლელი კვალი დატოვა.
ფოტო: ლევან ვერძეული
The Roar
საერთაშორისო მედიამ და რაგბის ექსპერტებმა მსოფლიო თასის განვლილი წრე გაანალიზეს და მათგან, ვინც ჩემპიონატს გამოეთიშა, საუკეთესო გუნდები დაასახელეს. The Roar-ის აზრით, ტურნირის განმავლობაში ავსტრალია, სამოა და საქართველო ყველაზე ძლიერი ასპარეზით გამოირჩეოდნენ.
Balls Media
ირლანდიის ერთ-ერთი უდიდესი სპორტული ჟურნალის თქმით, საქართველო-პორტუგალიის მატჩის შემდეგ საერთაშორისო რაგბის გულშემატკივარი ორივე გუნდის 6 ერის კონკურსში რაიმე ფორმით ჩართვას დაჟინებით მოითხოვს. იმის გათვალისწინებით, რომ იტალია ვერ ახერხებს თამაშის გაუმჯობესებას, მის ჩასანაცვლებლად ყველაზე ხშირად საქართველოზე საუბრობენ. ამან ხაზი გაუსვა ჩვენი ქვეყნის, როგორც საერთაშორისო რაგბის მზარდი ძალის აღიარებას.
The Daily Mail
ბრიტანული ყოველდღიური გაზეთი The Daily Mail-ი ტონგას, სამოას, პორტუგალიას და საქართველოს ასპარეზობას გამოარჩევს, ხოლო მსოფლიო რაგბის პრეზიდენტი, ბილ ბომონტი ამ კვარტეტს ურუგვაის და ჩილეს ამატებს. ის ყველას არწმუნებს, იმის მიუხედავად, რომ პორტუგალია, სამოა, ტონგა, ურუგვაი, ჩილე და საქართველო შემდეგ ეტაპზე ვერ გადავიდნენ, მათ გამოსვლას არავინ დაივიწყებს და ამ ქვეყნების გუნდებს რეგულარულად ჩართავენ მაღალი დონის ტურნირებში.
ფოტო: ლევან ვერძეული
სტატისტიკა:
2023 წლის რაგბის მსოფლიო თასზე საქართველოს შთამბეჭდავი გამოსვლა სტატისტიკით კიდევ უფრო გამოიკვეთა:
- ტოპ 5 დომინანტი გუნდი ბოჭვებში — ბოჭვებში დომინანტი გუნდების კატეგორიაში საქართველო მეორე ადგილზე დაპოზიციონირდა და მხოლოდ სამხრეთ აფრიკას ჩამორჩა.
- ტოპ 10 დარტყმა და ტოპ 10 გარბენილი მეტრი — გამორჩეული შესრულებით გამოირჩეოდა დავით ნინიაშვილი, რომელმაც ტოპ 10 დარტყმაში დაიკავა მესამე ადგილი 888 მეტრით, ხოლო გარბენილი მეტრის ტოპ 10-ეულში 402 მეტრით — მეორე ადგილი.
- ტოპ 5 მბოჭავი — ხუთეულში მოხვდა თორნიკე ჯალაღონია, რომელმაც 62 ბოჭვით მეოთხე ადგილი დაიკავა.
- ტოპ 10 წარმატებული ბოჭვა — საქართველომ 600 წარმატებული ბოჭვით მესამე ადგილი დაიკავა.
საერთაშორისო მედიის მიერ გაშუქებული ნებისმიერი საექსპერტო ანალიზით, რამდენიმე ქვეყანას შორის საქართველო ერთ-ერთია, რომელიც ფლეი-ოფში ვერ მოხვდა, თუმცა მაღალი დონის თამაში აჩვენა.
-
აბა ვინმემ ამიხსნას "მტკივნეული რეგიონები" რას ნიშნავს!!!! — სალომე ზურაბიშვილი საპატრიარქოს განცხადებაზე აბა ვინმემ ამიხსნას "მტკივნეული რეგიონები" რას ნიშნავს!!!! — სალომე ზურაბიშვილი საპატრიარქოს განცხადებაზე
გადახედვა
-
საქართველოს პატრიარქმა მოსკოვის საპატრიარქოს დელეგაციას უმასპინძლა — რაზე ისაუბრეს მხარეებმა? საქართველოს პატრიარქმა მოსკოვის საპატრიარქოს დელეგაციას უმასპინძლა — რაზე ისაუბრეს მხარეებმა?
გადახედვა
-
POLITICO: ევროკავშირი კანდიდატ ქვეყნებს ერთიან ბაზართან წვდომას შესთავაზებს POLITICO: ევროკავშირი კანდიდატ ქვეყნებს ერთიან ბაზართან წვდომას შესთავაზებს
გადახედვა
-
მზია ამაღლობელს ლეხ ვალენსას სოლიდარობის ჯილდო გადასცეს მზია ამაღლობელს ლეხ ვალენსას სოლიდარობის ჯილდო გადასცეს
გადახედვა
-
ვან გოგისა და სეზანის ათწლეულების განმავლობაში უხილავი ტილოები აუქციონზე შესაძლოა, ჯამში $300 მილიონზე მეტად გაიყიდოს ვან გოგისა და სეზანის ათწლეულების განმავლობაში უხილავი ტილოები აუქციონზე შესაძლოა, ჯამში $300 მილიონზე მეტად გაიყიდოს
გადახედვა
-
ათ წელზე მეტი ხნის შემდეგ აშშ-ის ჯარები ერაყს ტოვებენ ათ წელზე მეტი ხნის შემდეგ აშშ-ის ჯარები ერაყს ტოვებენ
გადახედვა
-
როგორი იყო ხელისგულის ზომის მანქანა, რომელმაც ნაწილაკების ფიზიკა სამუდამოდ შეცვალა როგორი იყო ხელისგულის ზომის მანქანა, რომელმაც ნაწილაკების ფიზიკა სამუდამოდ შეცვალა
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის და კომაროვის STEM სკოლაში მიღება 1 ოქტომბერს სრულდება — დარეგისტრირდი და აღმოაჩინე განათლების ახალი შესაძლებლობები საქართველოს ბანკის და კომაროვის STEM სკოლაში მიღება 1 ოქტომბერს სრულდება — დარეგისტრირდი და აღმოაჩინე განათლების ახალი შესაძლებლობები
-
რა ქონებას ფლობს "ოცნების" დეპუტატი ლევან მაჭავარიანი რა ქონებას ფლობს "ოცნების" დეპუტატი ლევან მაჭავარიანი
გადახედვა
-
მარატ კამბოლოვმა ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის ე.წ პრეზიდენტის პოსტი დაიკავა მარატ კამბოლოვმა ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის ე.წ პრეზიდენტის პოსტი დაიკავა
გადახედვა
-
დუბაი-თელ-ავივის რეისის პილოტი, რომელმაც, სავარაუდოდ, თვითმფრინავის ჩამოგდება სცადა, დააკავეს დუბაი-თელ-ავივის რეისის პილოტი, რომელმაც, სავარაუდოდ, თვითმფრინავის ჩამოგდება სცადა, დააკავეს
გადახედვა
-
Bridgestone-ის საბურავების შეძენისას საწვავი საჩუქრად — თეგეტა მოტორსისა და გალფის შეთავაზება ბიზნესს Bridgestone-ის საბურავების შეძენისას საწვავი საჩუქრად — თეგეტა მოტორსისა და გალფის შეთავაზება ბიზნესს
-
ჯანდაცვის დაფინანსება ₾830 მლნ-ით, განათლების კი ₾400 მლნ-ით იზრდება — რას მოიცავს 2027 წლის ბიუჯეტის პროექტი? ჯანდაცვის დაფინანსება ₾830 მლნ-ით, განათლების კი ₾400 მლნ-ით იზრდება — რას მოიცავს 2027 წლის ბიუჯეტის პროექტი?
გადახედვა
-
5 ნიშანი, რომ კოალა ხარ და არ იცოდი 5 ნიშანი, რომ კოალა ხარ და არ იცოდი
გადახედვა
-
ელისაშვილი: ნორმალური ხელისუფლება ირანის ელჩს გააძევებდა, ბოდიშს მოახდევინებდა ელისაშვილი: ნორმალური ხელისუფლება ირანის ელჩს გააძევებდა, ბოდიშს მოახდევინებდა
გადახედვა
-
ბაზისბანკის მხარდაჭერით საერთაშორისო თეატრალური ფესტივალი — თბილისური ბროწეულები გაიმართა ბაზისბანკის მხარდაჭერით საერთაშორისო თეატრალური ფესტივალი — თბილისური ბროწეულები გაიმართა
-
2027 წლიდან ხელფასები საჯარო სექტორში 8.4%-ით მოიმატებს 2027 წლიდან ხელფასები საჯარო სექტორში 8.4%-ით მოიმატებს
გადახედვა
-
ევროკავშირიდან გაძევებული მოქალაქეების რაოდენობით საქართველო მესამე ადგილზეა ევროკავშირიდან გაძევებული მოქალაქეების რაოდენობით საქართველო მესამე ადგილზეა
გადახედვა
-
ირანის ელჩი საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში დაიბარეს ირანის ელჩი საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში დაიბარეს
გადახედვა
-
დიმიტრი პესკოვი: კატეგორიულად უარვყოფთ რუსეთში პოლიტიკური პატიმრების არსებობას დიმიტრი პესკოვი: კატეგორიულად უარვყოფთ რუსეთში პოლიტიკური პატიმრების არსებობას
გადახედვა
-
2027 წლიდან 70 წელს ზემოთ პირებს პენსია 60 ლარით გაეზრდებათ, 70 წელს ქვემოთ მყოფებს — 20 ლარით 2027 წლიდან 70 წელს ზემოთ პირებს პენსია 60 ლარით გაეზრდებათ, 70 წელს ქვემოთ მყოფებს — 20 ლარით
გადახედვა
კომენტარები