ილჰამ ალიევი

8 Oct. 2023, 15:39

ჩვენ ყველაფერი გავაკეთეთ და ვაკეთებთ იმისთვის, რომ გავაძლიეროთ ჩვენი მეგობრობა და პარტნიორობა ერებს შორის. როგორც ბატონმა პრემიერმა უკვე ბრძანა, ეს შეხვედრები ძალიან ხშირია და ტრადიციული. ემსახურება ჩვენი ქვეყნების დაახლოებასა და ჩვენი მეგობრობის გაძლიერებას. საუკუნეების განმავლობაში ჩვენი ერები ძალიან კეთილმეზობლურად არსებობენ, ძალიან მეგობრული არის გარემო და ეს მნიშვნელოვანია სამხრეთ კავკასიის რეგიონისთვისაც. ეს არის უპირველესი მნიშვნელობის. ვიყენებთ ამ შესაძლებლობას მე და ბატონი პრემიერი. მადლობას ვუხდი ქართველ ხალხს და საქართველოს მთავრობას. როგორც უკვე იქნა ნახსენები, წლების განმავლობაში ჩვენ აღვნიშნავთ ბატონი ჰეიდარის იუბილეს და საქართველოშიც აღინიშნება ეს ღონისძიება. ამ წლის განმავლობაში გამოფენები და სხვა ღონისძიებები გაიმართება. მე ვნახე ბატონი ჰეიდარისა და ბატონი ედუარდის ფოტო. ამ ორ დიდ ლიდერს ჰქონდა ძალიან ძლიერი მეგობრობა. საბჭოთა პერიოდში ურთიერთობა ჰქონდათ ძალიან თბილი. საბჭოთა აზერბაიჯანისა და საბჭოთა საქართველოს ლიდერებს ჰქონდათ დიდი ძალისხმევა ჩადებული, რომ ქვეყნები, ერები დაეახლოვებინათ. ეს ორი ლიდერი გამორჩეული იყო საბჭოთა პერიოდშიც. მათ ჰქონდათ გამბედაობა და შესაძლებლობა. ასევე, ჰქონდათ ძალიან ძლიერი ბმა მათ მიწასთან, მათ ერებთან. ეს არის ბედისწერა, რადგან ერთდროულად იყვნენ ლიდერები დამოუკიდებელი აზერბაიჯანის და დამოუკიდებელი საქართველოსი. ეს იყო გამოწვევებით აღსავსე პერიოდი. ეს იყო ბობოქარი პერიოდი და მათი ლიდერობა იყო გამორჩეული. ეს დაეხმარა აზერბაიჯანსა და საქართველოს გაეძლიერებინათ მათი დამოუკიდებლობა. მათი შრომისა და ძალისხმევის წყალობით დამოუკიდებელი საქართველო და დამოუკიდებელი აზერბაიჯანი განვითარების გზას ადგანან. ჩვენ მათი სამართალმემკვიდრეები ვაგრძელებთ მათ მიერ დაწყებულ საქმეს. კიდევ უფრო წინ გვყავს წაყვანილი ჩვენი ქვეყნები, ჩვენი ერები. 

განაცხადა აზერბაიჯანის პრეზიდენტმა, ილჰამ ალიევმა ირაკლი ღარიბაშილთან შეხვედრისას. ალიევი საქართველოში დღეს, 8 ოქტომბერს ოფიციალური ვიზიტით ჩამოვიდა. 


კომენტარები

კვირის ტოპ-5

  1. 35 წლის წინ, სვანეთში არასრულწლოვანზე ნათლიის ძმა და მისი 3 ნათესავი კაცი ძალადობდნენ — საქმეზე გამოძიება ერთი თვის დაიწყო
  2. ირაკლი ტატუნაშვილი აცხადებს, რომ ალან ყაყატაშვილი პოლიციაში ცემამ იმსხვერპლა
  3. ვინ არის სერდარ ბერდიმუჰამედოვი? — მემკვიდრეობით მიღებული პრეზიდენტობა და ცხენების სიყვარული
  4. დააკავეს კაცი, რომელმაც უცხო ქვეყნის მოქალაქე ქალს დაარტყა
  5. "ამას რომ ყვება ადამიანი, ან დასაწვენია ან გამოსაკვლევი" — ზურაბ ჯაფარიძე "ნეიტრალური საქართველოს" წევრების ჩვენებაზე

გირჩევთ

ახლა კითხულობენ

გადახედვა

უკრაინის უმაღლესმა რადამ მთავრობის ახალი კაბინეტი დაამტკიცა — საგარეო საქმეთა და თავდაცვის მინისტრების ვინაობა ჯერჯერობით უცნობია

უკრაინის უმაღლესმა რადამ მთავრობის ახალი კაბინეტი დაამტკიცა, რომელსაც სათავეში სერგი კორეცკი ჩაუდგა. საგარეო საქმეთა და…