ლეგო უსინათლო ბავშვებისთვის კითხვის სასწავლებლად ბრაილის შრიფტიან ფიგურებს გამოუშვებს
ლეგო ახალ ბრაილის შრიფტიან კუბებს გაყიდის, რომლებიც მხედველობადაქვეითებულ და უსინათლო ბავშვებს ბრაილით კითხვის სწავლაში დაეხმარება. ლეგოს კუბები, რომლებზეც ბრაილის შრიფტით ანბანი და რიცხვები იქნება დატანილი, სექტემბრიდან გაიყიდება.
დანიელი სათამაშოების მწარმოებელი კომპანია უსინათლოთა ორგანიზაციებთან თანამშრომლობით სკოლებსა და სხვადასხვა საგანმანათლებლო დაწესებულებებს მსგავს კუბებს 2020 წლიდან უსასყიდლოდ აწვდის, ახლა კი მათ კუბების გაყიდვა გადაწყვიტეს, რათა ნებისმიერ ბავშვს სახლშიც შეეძლოს მათი გამოყენება.
კუბებზე დაბეჭდილი განმარტებებიც იქნება დატანილი, რაც ბავშვის ოჯახის წევრებს ბრაილის შრიფტის სწავლაში დაეხმარება. ლეგოს წარმომადგენლების თქმით, უნდათ, რომ ბრაილის სწავლა ბავშვებისა და მათი ოჯახის წევრებისთვის უფრო სახალისო და საინტერესო გახდეს, სწორედ ამისთვის კომპლექტს საგანმანათლებლო თამაშების იდეებიც მოყვება.
მიუხედავად იმისა, რომ თანამედროვე ტექნოლოგიების ფონზე საზოგადოების ნაწილის ბრაილის შრიფტს ძველმოდურად მიიჩნევს, უსინათლოებისა და მხედველობადაქვეითებული ადამიანების თქმით, მისი გამოყენება მათ ერთგვარ თავისუფლებას ანიჭებთ.
ევროპის უსინათლოთა კავშირი (EBU) ამბობს, რომ ბრაილის ცოდნა მართლწერის, კითხვისა და წერის უნარებს აუმჯობესებს, რაც მხედველობადაქვეითებული ადამიანების განათლების მაღალ დონესა და უკეთესი დასაქმების შესაძლებლობებს უწყობს ხელს.
დეივ უილიამსის, უსინათლოთა სამეფო ეროვნული ინსტიტუტის ინკლუზიური დიზაინის ელჩის თქმით, ლეგო ბრაილის შესწავლის პროცესს ნაკლებად მოსაწყენს და უფრო სწრაფს ხდის.
"ვის ენდომება, რომ პირადი მისალოცი ბარათები ხმამაღლა წაუკითხონ? ასევე არსებობს სამაგიდო თამაშები, ეტიკეტები და თქვენი შვილებისთვის ძილის წინ ზღაპრების წაკითხვის შესაძლებლობა — ეს ყველაფერი რთულია გააკეთო კომპიუტერით, რომელიც ყურში გელაპარაკება", — თქვა დეივმა.
7 წლის ოლივიას დედა, ტეილორი, მსგავსი ლეგოს მნიშვნელობაზე საუბრობს.
"ოლივიამ ლეგოს ბრაილის კუბები სკოლაში აღმოაჩინა და მათ დიდი გავლენა მოახდინეს ბრაილის შრიფტის მიმართ მის ცნობისმოყვარეობაზე. მანამდე სიმბოლოების გაგება უჭირდა, მაგრამ ახლა სულ უფრო მეტს სწავლობს", — ამბობს ის.
ტეილორმა ისიც დაამატა, რომ ლეგოს საშუალებით ბრაილის შრიფტს მთელი ოჯახი — თვითონ, მისი ქმარი, ოლივიას ბებია და მისი ოთხი წლის ქალიშვილი, იმოგენიც, სწავლობენ. ოჯახის თქმით, ლეგოს მეშვეობით ოლივიას საშინაო დავალების მომზადებაშიც უფრო მარტივად ეხმარებიან.
პირველ ეტაპზე, ბრაილის ლეგოს შეძენა ექვს ინგლისურენოვან და ხუთ ფრანგულენოვან ქვეყანაში იქნება შესაძლებელი. იტალიური, გერმანული და ესპანური ვერსიები კი, მომავალ წელს გამოვა. ლეგოს თქმით, ამ ნაბიჯით უნდათ, მათი თამაშები უფრო მეტად ინკლუზიური გახდეს.
-
"სითი მოლი საბურთალოს" მიმდებარე ტერიტორიაზე გადაადგილების ახალი სქემა ამოქმედდა "სითი მოლი საბურთალოს" მიმდებარე ტერიტორიაზე გადაადგილების ახალი სქემა ამოქმედდა
გადახედვა
-
გიორგი გახარია აცხადებს, რომ მათი პარტიის აკრძალვის შესახებ სარჩელი მათთვის ხელმისაწვდომი არაა გიორგი გახარია აცხადებს, რომ მათი პარტიის აკრძალვის შესახებ სარჩელი მათთვის ხელმისაწვდომი არაა
გადახედვა
-
შავი ლომის მონაწილეობით თბილისში საერთაშორისო სარაგბო ტურნირი იწყება შავი ლომის მონაწილეობით თბილისში საერთაშორისო სარაგბო ტურნირი იწყება
-
ყვარელში ცივი იარაღით 85 წლის ქალი მოკლეს ყვარელში ცივი იარაღით 85 წლის ქალი მოკლეს
გადახედვა
-
გამოავლინეს ეგზოპლანეტა, რომელიც თავისი ვარსკვლავის საპირისპირო მიმართულებით მოძრაობს გამოავლინეს ეგზოპლანეტა, რომელიც თავისი ვარსკვლავის საპირისპირო მიმართულებით მოძრაობს
გადახედვა
-
სოციალური სამართლიანობის ცენტრმა აფგან სადიგოვის საქმეზე სტრასბურგის სასამართლოს მიმართა სოციალური სამართლიანობის ცენტრმა აფგან სადიგოვის საქმეზე სტრასბურგის სასამართლოს მიმართა
გადახედვა
-
POG: ძმებ ფეიქრიშვილებს ჯგუფურ ხულიგნობასა და გამოძალვაზე ბრალი წარედგინათ POG: ძმებ ფეიქრიშვილებს ჯგუფურ ხულიგნობასა და გამოძალვაზე ბრალი წარედგინათ
გადახედვა
-
ტესტი: რომელი უფრო ადრე გაჩნდა? ტესტი: რომელი უფრო ადრე გაჩნდა?
-
აღმოაჩინეს ამება, რომელიც 63°C ტემპერატურას უძლებს — ახალი რეკორდი აღმოაჩინეს ამება, რომელიც 63°C ტემპერატურას უძლებს — ახალი რეკორდი
გადახედვა
-
უზენაესმა სასამართლომ "რძის სკანდალის" საქმეზე კომპანია "ჩირინას" ლაშა პაპაშვილისთვის ₾1.6 მლნ-ის გადახდა დააკისრა უზენაესმა სასამართლომ "რძის სკანდალის" საქმეზე კომპანია "ჩირინას" ლაშა პაპაშვილისთვის ₾1.6 მლნ-ის გადახდა დააკისრა
გადახედვა
-
ქართულმა მხარემ უკრაინას ძებნილი უკრაინის მოქალაქე გადასცა ქართულმა მხარემ უკრაინას ძებნილი უკრაინის მოქალაქე გადასცა
გადახედვა
-
რომში კოლიზეუმი მუშის გარდაცვალების გამო დაიკეტა რომში კოლიზეუმი მუშის გარდაცვალების გამო დაიკეტა
გადახედვა
-
ვის ეხება საპენსიო შენატანების ამნისტია? ვის ეხება საპენსიო შენატანების ამნისტია?
გადახედვა
-
სეს: სურსათის უვნებლობის მაჩვენებლებზე 81 ნიმუშში დარღვევა არ დადასტურდა სეს: სურსათის უვნებლობის მაჩვენებლებზე 81 ნიმუშში დარღვევა არ დადასტურდა
გადახედვა
-
მასწავლებელთა სახელფასო ანაზღაურების წესი იცვლება მასწავლებელთა სახელფასო ანაზღაურების წესი იცვლება
გადახედვა
-
თბილისის 3 რაიონს, მცხეთას, ნატახტარს, წიწამურსა და წეროვანის დევნილთა დასახლებას წყლის მიწოდება 36 საათით შეუწყდება — მიზეზი თბილისის 3 რაიონს, მცხეთას, ნატახტარს, წიწამურსა და წეროვანის დევნილთა დასახლებას წყლის მიწოდება 36 საათით შეუწყდება — მიზეზი
გადახედვა
-
გადახდა ბეჭდით — ქართული პროდუქტი CNICK უკვე საქართველოს ბაზარზეც ხელმისაწვდომია გადახდა ბეჭდით — ქართული პროდუქტი CNICK უკვე საქართველოს ბაზარზეც ხელმისაწვდომია
გადახედვა
-
ჰეიდენ პანეტიერი ფენტანილისა და სხვადასხვა პრეპარატის ზედოზირებით გარდაიცვალა ჰეიდენ პანეტიერი ფენტანილისა და სხვადასხვა პრეპარატის ზედოზირებით გარდაიცვალა
გადახედვა
-
30 სექტემბერს კონსერვატორიაში საქველმოქმედო კონცერტ-მარათონი "ერთად ლიასთვის" გაიმართება 30 სექტემბერს კონსერვატორიაში საქველმოქმედო კონცერტ-მარათონი "ერთად ლიასთვის" გაიმართება
გადახედვა
-
საქართველოს შემდეგ, ირანული ავიაკომპანიების რეისები აზერბაიჯანმაც შეაჩერა საქართველოს შემდეგ, ირანული ავიაკომპანიების რეისები აზერბაიჯანმაც შეაჩერა
გადახედვა
-
აზერბაიჯანმა საფრანგეთის მოქალაქე მას შემდეგ შეიწყალა, რაც EU-მა უსმანოვი სასანქციო სიიდან ამოიღო აზერბაიჯანმა საფრანგეთის მოქალაქე მას შემდეგ შეიწყალა, რაც EU-მა უსმანოვი სასანქციო სიიდან ამოიღო
გადახედვა
კომენტარები