ინდოეთმა მთვარეზე მავალი წარმატებით დასვა
Chandrayaan-3-ის მისიის მავალი (Virkam) მთვარის სამხრეთ პოლუსზე წარმატებით დაეშვა. ამით ინდოეთი პირველი ქვეყანა გახდა, რომელმაც ხომალდი მთვარის კლდოვან რეგიონში დაუშვა.
ეს ასევე ნიშნავს, რომ ინდოეთი მეოთხე სახელმწიფოა, რომელიც მთვარის ზედაპირზე დაეშვა. აქამდე ეს მხოლოდ საბჭოთა კავშირმა, აშშ-მა და ჩინეთმა შეძლეს.
ინდოეთის კოსმოსური კვლევის ორგანიზაციამ (ISRO) Chandrayaan-3 მთვარის ზედაპირზე ყინულის უზარმაზარი საბადოების მოსაძიებლად შეიმუშავა. ეს მთვარეზე ადამიანის ჰაბიტატების შესაქმნელად უმნიშვნელოვანესია.
ნახეთ: ინდოეთის მავალმა მთვარის ორბიტამდე მიაღწია და საოცარი კადრები გადაიღო
ინდოეთის Chandrayaan-3 მისია ისტორიას წერს
წამყვანმა კოსმოსურმა სააგენტოებმა, მათ შორის NASA-მ, როსკოსმოსმა და ჩინეთის კოსმოსურმა ადმინისტრაციამ, აქცენტი მთვარის სამხრეთ პოლუსზე გააკეთეს. მეცნიერები თვლიან, რომ სწორედ აქ, მთვარის ნიადაგის ქვეშაა დიდი რაოდენობით ყინული.
და აი ახლა, ინდოეთი მთვარის რბოლას პირველი წარმატებული დაშვებით შეუერთდა. მთვარის ამ რეგიონზე მავალის დაშვება უხეში რელიეფის გამო რთულია.
Chandrayaan-3-მდე იაპონია, ისრაელი და არაბთა გაერთიანებული საამიროები ცდილობდნენ, მაგრამ ვერ დაეშვნენ მთვარის სამხრეთ პოლუსზე.
აღსანიშნავია, რომ Virkam-ის რბილ დაშვებამდე რამდენიმე დღით ადრე, რუსული მავალი Lunda-25 დაეცა მთვარეზე და განადგურდა. რუსებს თავიანთი მავალის დაშვება ასევე სამხრეთ პოლუსზე სურდათ.
კრახით დასრულდა Luna-25 — მთვარის პირველი მისია, რომელიც რუსეთმა ბოლო 47 წელში გაუშვა
Chandrayaan-3-ის წარმატება "მთელი კაცობრიობისთვის"
ინდოეთის პრემიერ-მინისტრმა შრი ნარენდრა მოდიმ განაცხადა, რომ "მთვარეზე ინდოეთის წარმატებული მისია არ არის მხოლოდ ინდოეთის. ეს მთელს კაცობრიობას ეკუთვნის."
მისი თქმით, ეს სხვა ქვეყნებს მთვარის შემდგომ მისიებში დაეხმარება.
კომენტარები