გაიგე, გამოვიდოდა თუ არა შენგან ტესტერი — ტესტი
ბოლო დროს საქართველოში არაერთი პროგრამული პროდუქტი იქმნება და იხვეწება, ამ პროცესში კი სხვადასხვა პროფილისა და კომპეტენციის პროფესიონალის ჩართულობაა აუცილებელი. ერთ-ერთი მათგანია პროგრამული უზრუნველყოფის ტესტერი, რომლის როლიც პროდუქტის ხარისხის უზრუნველყოფის მიზნით, სამუშაო პროცესში დეფექტების დროულად გამოვლენაა.
ეს ერთ-ერთი მოთხოვნადი პროფესიაა ტექ სფეროში და ტესტერების დღე ცალკეც აღინიშნება. საქართველოში ის 9-10 სექტემბერს, შერატონ გრანდ თბილისი მეტეხი პალასში ჩატარდება, GeoSTQB-ისა და თიბისი ტექნოლოგიების ორგანიზებით.
მანამდე კი შეგიძლია შეამოწმო, რამდენად კარგად ერკვევი ტესტერის საქმეში და გამოვიდოდა თუ არა შენგან ტესტერი:
გაიგე, გამოვიდოდა თუ არა შენგან ტესტერი — ტესტი
ტესტის დაწყება1 / 8 დაფიქრდი, როდის შეიძლება იწყებდეს ტესტერი საქმის შესრულებას?
Outline2Design / Dribble
- დიზაინის შემუშავების პროცესში
- დეველოპმენტის ციკლის განმავლობაში, როგორც კი შესაძლებელი იქნება
- როგორც კი კოდის წერა დასრულდება
- როცა ყველა პროგრამული საჭიროება ფორმალურად დოკუმენტირებული და შესრულებულია
2 / 8 მომხმარებლის მიერ ნაპოვნი პროგრამული შეცდომა მიანიშნებს:
Kit8 / Dribble
- ცუდ პროგრამასა და უხარისხო ტესტირებაზე
- ტესტირებისთვის გამოყოფილ არასაკმარის დროზე
- უიღბლობაზე
- ცუდი ხარისხის პროგრამაზე
3 / 8 რა არის მთავარი მიზეზი, რის გამოც პროგრამის გამოშვებამდე მისი ტესტირება ხდება საჭირო?
Dribble
- ის, რომ ჩაშვებამდე რაც შეიძლება მეტი ხარვეზი აღმოაჩინონ
- იმის დანახვა, რომ სისტემა ნამდვილად იმუშავებს ჩაშვების შემდეგ
- იმის გადაწყვეტა, როდისაა პროგრამა მზად ჩასაშვებად
- პროგრამის ჩაშვებასთან დაკავშირებით რისკზე დაფუძნებული გადაწყვეტილების მიწოდება
4 / 8 როდის უნდა შეწყვიტოს ტესტერმა ტესტირება?
Dribble
- როცა ყველა დაგეგმილი ტესტი ჩაივლის
- როცა ტესტირებისთვის გამოყოფილი დრო ამოიწურება
- როცა ტესტირების პროცესში ხარვეზები არ აღმოჩნდება
- როდესაც ტესტის დასრულებაზე მიმანიშნებელი კრიტერიუმები დაკმაყოფილებულია
5 / 8 დეველოპმენტის ციკლისას რაც უფრო გვიან აღმოაჩენს ტესტერი ხარვეზს, მით ძვირი ჯდება მისი გასწორება. რატომ?
Marina Rakhimova / Dribble
- არცერთი ზემოთ ჩამოთვლილი
- დეველოპმენტის ციკლისას ყველა მომდევნო ეტაპზე ხარჯები იზრდება
- დოკუმენტაცია ცუდია, ამიტომ უფრო მეტი დრო სჭირდება იმის გარკვევას, თუ რას აკეთებს პროგრამა
- რაც უფრო დიდი ხანი არსებობს ხარვეზი, მით მეტ დოკუმენტაციაში, კოდსა თუ ტესტებშია ის ჩაშენებული
6 / 8 ქვემოთ ჩამოთვლილთაგან, რომელი დებულებაა სწორი:
- კომპონენტების ტესტირება შეიძლება შავ ყუთს ჰგავდეს, სისტემის ტესტირება კი — თეთრ ყუთს
- თუ ტესტირების პროცესში უამრავ ხარვეზს იპოვი, ვეღარ იქნები დარწმუნებული პროგრამის ხარისხში
- რაც უფრო ნაკლებ ხარვეზს იპოვი, მით უკეთესი იყო შენ მიერ ჩატარებული ტესტირება
- რაც უფრო მეტ ტესტს ჩაატარებ, მით მეტ ხარვეზს იპოვი
7 / 8 რა არის მნიშვნელოვანი კრიტერიუმი იმის გადასაწყვეტად, თუ ტესტირების რომელი ტექნიკა უნდა გამოიყენო?
- გაქვს თუ არა ტექნიკისთვის საჭირო ინსტრუმენტი
- ტესტირების ობიექტი
- რამდენად შესაბამისია ტექნიკა კონკრეტული პროგრამის შესამოწმებლად
- რამდენად კარგად იცი კონკრეტული ტექნიკა
8 / 8 ტესტირებას რამდენიმე ცალკეულ ეტაპად ყოფენ, რადგან:
- სხვადასხვა ტესტის სხვადასხვა გარემოში ჩატარებაა შესაძლებელი
- ტესტირება უფრო მოსახერხებელი და მარტივია, როცა ეტაპებად იყოფა
- რაც უფრო მეტი ეტაპია, მით უკეთესია ტესტირების პროცესი
- თითოეულ ტესტირების ეტაპს ცალკეული მიზანი აქვს
თუ ტესტერი ხარ ან აპირებ გახდე, პროგრამული უზრუნველყოფის ტესტერთა საერთაშორისო დღე 2023 ჯერ კიდევ წინაა. აქ მოუსმენ ტექ პროფესიონალებს, დაესწრები პრაქტიკულ ვორქშოპებს, დაამყარებ კავშირებს ევროპელ პროფესიონალებთან და გააფართოვებ პროფესიულ ქსელს. ღონისძიება 9 და 10 სექტემბერს გაიმართება, რეგისტრაციას კი ამ ბმულზე შეძლებ.
კომენტარები