მოზარდის გზამკვლევი უსაფრთხო ინტერნეტ სამყაროში
დღევანდელ სამყაროში, ინტერნეტი მოზარდების ცხოვრების განუყოფელი ნაწილი გახდა. ის ცნობისმოყვარე თინეიჯერებს სწავლის, სოციალიზაციისა და გართობის გაუთავებელ შესაძლებლობებს სთავაზობს. თუმცა, ინტერნეტ სამყაროში მოგზაურობას, ასევე თან ახლავს პოტენციური რისკები და საფრთხეები, რომლებიც ყველა ახალგაზრდა მომხმარებელმა უნდა იცოდეს. კიბერ საფრთხეებიდან დაწყებული, კონფიდენციალურობის პოლიტიკით დასრულებული, ონლაინ სამყაროში უსაფრთხოდ ნავიგაცია გადამწყვეტია. თქვენს წინაშეა ყოვლისმომცველი სახელმძღავნელო, რომელიც დაგეხმარებათ ეფექტურად დაიცვათ თავი TikTok-ისა და Instagram-ის სამყაროში.
საერთო კიბერ საფრთხეების გაგება
დაიმახსოვრეთ, ინტერნეტში კიბერ საფრთხე ყველგან იმალება: ფიშინგი, ყალბი საიტები და ვირუსული პროგრამები თუ აპლიკაციები, მათი ყველაზე გავრცელებული ფორმაა.
ინტერნეტ თაღლითები, როგორც წესი, მეილის ან შეტყობინების სახით ცდილობენ მოატყუონ მომხმარებლები და მათ სენსიტიური მონაცემები, მაგალითად, საბანკო ბარათის ინფორმაცია მიიღონ. ეს არის ჩვეულებრივი ხრიკი, რომელსაც იყენებენ კიბერკრიმინალები. ვირუსულ პროგრამებს შეუძლიათ დააინფიცირონ მოწყობილობები და მოიპოვონ მომხმარებლის პირადი ინფორმაცია. ყალბი ვებსაიტი კი, შეიძლება ავთენტურად გამოიყურებოდეს, მაგრამ ის შექმნილია ფინანსური მონაცემების მოსაპარად. უფრო მეტიც, ზოგიერთი კიბერკრიმინალი იყენებს მანიპულაციურ ტაქტიკას, რათა გამოიყენოს ახალგაზრდა მომხმარებლების გამოუცდელობა და მათგან სასურველი ინფორმაცია თუ ქმედება მიიღონ.
პერსონალური ინფორმაციის დაცვა და პირადი ინფორმაციის მოპარვის პრევენცია
ინტერნეტის უსაფრთხოების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ასპექტი პირადი ინფორმაციის დაცვაა. დაიმახსოვრეთ, სოციალური მედიის პლატფორმებზე კონფიდენციალურობის პარამეტრების გაძლიერება აუცილებელია, რადგან ის ზღუდავს პერსონალური დეტალების ნახვის შესაძლებლობას. გარდა ამისა, სიფრთხილე უნდა გამოიჩინოთ ისეთი სენსიტიური მონაცემების გაზიარებისას, როგორიცაა სახლის მისამართები ან ფინანსური ინფორმაცია, რადგან მათი გამოყენება შესაძლებელია მავნე აქტორების მიერ. დამატებით, თავიდან აიცილეთ საჯარო Wi-Fi ქსელები ისეთი მნიშვნელოვანი ოპერაციებისას, როგორიცაა ონლაინ ბანკინგით თანხის გადარიცხვა. ამ პრაქტიკის გათვალისწინებით, შეგიძლიათ შექმნათ ძლიერი ფარი თქვენი პირადი ინფორმაციის გარშემო.
ძლიერი და უსაფრთხო პაროლების შექმნა
ძლიერი პაროლების შექმნა ფუნდამენტური ნაბიჯია ონლაინ ანგარიშების დასაცავად. სიმბოლოების, ასოების, ციფრებისა და დიდი/პატარა ასოების კომბინაციით თქვენ შექმნით პაროლს, რომლის გამოცნობა, ფაქტობრივად შეუძლებელი იქნება. თავიდან აიცილეთ ისეთი პაროლები, რომლებიც მოიცავს დაბადების თარიღს ან შინაური ცხოველის სახელს — ეს მსოფლიოში ყველაზე გავრცელებული პაროლის სახეებია.
სოციალური მედიის პროფილებისა და მესენჯერების დაცვა
თინეიჯერები ხშირად აზიარებენ თავიანთი ცხოვრების მნიშვნელოვან ნაწილს სოციალურ მედიაში. ზოგადი რეკომენდაციაა, რომ შეინარჩუნოთ ონლაინ კონფიდენციალურობა და სოციალური მედიის პროფილებში მხოლოდ სანდო მეგობრები და ნაცნობები დაიმატოთ. დაიმახსოვრეთ, სარისკოა უცნობი ადამიანისგან დამატების თხოვნა, რადგან შესაძლოა პერსონალური ინფორმაცია პოტენციურ საფრთხე გამოაშკარავდეს. ასევე, თავიდან აიცილეთ პერსონალური დეტალების გადაჭარბებული გაზიარება საჯარო პოსტებში, რადგან ეს ინფორმაცია შეიძლება გამოიყენონ კიბერკრიმინალებმა სხვადასხვა მიზნებისთვის. ონლაინ კავშირების შერჩევითა და გაზიარებული ინფორმაციის კონტროლით, თქვენ შეგიძლიათ შექმნათ უსაფრთხო ვირტუალური სივრცე, სადაც თავს ნამდვილად დაცულად იგრძნობთ.
აღნიშნულ თემასთან დაკავშირებით, Rakuten Viber გლობალური ლიდერი პირადი, უსაფრთხო შეტყობინებების და ხმოვანი კომუნიკაციის სფეროში, საკუთარ მოსაზრებებსა და გამოცდილებას გვიზიარებს:
ციფრული პერსონალური ინფორმაციის გადაჭარბებულმა გაზიარებამ, ამაში მოიაზრება სრული სახელების დამატება დეტალებით, მისამართების, ტელეფონის ნომრებისა ან თუნდაც ყოველდღიური რუტინის დეტალების გასაჯაროებამ, შეიძლება მომხმარებლები დააყენოს ისეთი რისკების წინაშე, როგორიცაა პირადი ინფორმაციის მოპარვა, კიბერბულინგი, თვალთვალი ან პერსონალური მონაცემების ექსპლუატაცია.
Rakuten Viber, გლობალური კომპანია, განსაკუთრებულ ყურადღებას აქცევს მონაცემთა კონფიდენციალურობის თემას და მომხმარებლების უსაფრთხო კომუნიკაციას. სწორედ ამიტომ, ის გთავაზობთ ბოლოდან-ბოლომდე დაშიფვრას, რომელიც მოიცავს როგორც პერსონალურ, ასევე ჯგუფურ ჩატებს; პერსონალურ აუდიო და ვიდეო ზარებს, მედია გაზიარებას და უზრუნველყოფს მომხმარებლის მოწყობილობების უსაფრთხოებას. ასევე, უსაფრთხო კომუნიკაციისთვის, Rakuten Viber ისეთ დამატებით ფუნქციებს გთავაზობთ, როგორიცაა პირადი და ჯგუფური ჩატებში შეტყობინებების გაქრობა, შეტყობინებების მოთხოვნები, "ონლაინ სტატუსი" და "აჩვენე შენი ფოტო" ხილვადობის პარამეტრები, 2-ეტაპიანი ვერიფიკაცია და სხვა.
Viber-ში ბევრი ოჯახური და სასკოლო ჩატია, სადაც მონაწილეები ყოველდღიურად აქტიურად ურთიერთობენ. ჯანსაღი ციფრული ანაბეჭდის შესანარჩუნებლად, მოზარდებმა და ყველა მომხმარებელმა უნდა დაიცვას მარტივი წესები:
- დააყენეთ შესაბამისი კონფიდენციალურობის პარამეტრები ყველა იმ ციფრული პლატფორმებისთვის, რომლებსაც ისინი იყენებთ მეგობრებთან და ოჯახთან კომუნიკაციისთვის;
- ფრთხილად იყავით პირადი ინფორმაციის გაზიარებასთან. მოერიდეთ სოციალურ ქსელებში და სხვა ინტერნეტ რესურსებში ისეთი კონფიდენციალური ინფორმაციის გამოქვეყნებას, როგორიცაა მისამართი, ტელეფონის ნომერი ან ინფორმაცია სკოლაზე;
- დეტალურად შეისწავლეთ უსაფრთხო ციფრული ქცევის ძირითადი პრინციპები და რეგულარულად გადახედეთ და მოაწესრიგეთ თქვენი ონლაინ რეალობა.
ინტერნეტი შესაძლებლობების უზარმაზარ სფეროს გვთავაზობს, მაგრამ მოზარდებმა ფრთხილად უნდა იმოქმედონ პირადი უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად. პოტენციური საფრთხეების გაცნობიერებითა და პასუხისმგებლობიანი ონლაინ პრაქტიკის დანერგვით, მათ შეუძლიათ მაქსიმალურად გამოიყენონ ინტერნეტ გამოცდილების სიკეთეები და პარალელურად, დაიცვან თავი ზიანისგან.
კომენტარები