ასტრონომებმა აღმოაჩინეს ცივი ვარსკვლავი, რომელიც რადიოტალღებს ასხივებს
სიდნეის უნივერსიტეტის ასტრონომებმა პატარა შორეული ვარსკვლავი შეისწავლეს და დაადგინეს, რომ ის რადიოტალღებს ასხივებს. ამის შესახებ პრესრელიზშია ნათქვამი.
ცივი ყავისფერი ჯუჯა, სახელწოდებით T8 Dwarf WISE J062309.94−045624.6, "იწვის" დაახლოებით 425 გრადუს ცელსიუსზე.
ხსენებული ტემპერატურა ვარსკვლავისთვის ძალიან ცოტაა. ეს უფრო ცოტაა, ვიდრე კოცონის ტემპერატურა. შედარებისთვის, ჩვენს მზეზე არის ადგილები, სადაც ტემპერატურა 15 მილიონ გრადუს ცელსიუსსაც აღწევს.
მკვლევრების თქმით, სამყაროში არსებობს კიდევ უფრო ცივი ვარსკვლავები, თუმცა, ახლად აღმოჩენილი ყველაზე ცივია მათ შორის, რომელიც რადიოტალღბს ასხივებს.
ასევე: 10 ყველაზე უცნაური რამ, რასაც კოსმოსში მოგზაურობისას შეხვდებოდით
მკვლევრებმა დასკვნები The Astrophysical Journal-ში გამოაქვეყნეს. ისინი თვლიან, რომ ახალი აღმოჩენა დაგვეხმარება უკეთ გავიგოთ ვარსკვლავების ევოლუცია.
"ძალიან იშვიათია ისეთი ულტრა ცივი ყავისფერი ჯუჯა ვარსკვლავების აღმოჩენა, რომელიც რადიოტალღებს ასხივებს. ეს იმიტომ, რომ მათი დინამიკა ჩვეულებრივ არ წარმოქმნის მაგნიტურ ველებს. ეს დაგვეხმარება გავიგოთ ვარსკვლავების ევოლუცია, მათ შორის, როგორ წარმოქმნიან ისინი მაგნიტურ ველებს", — განმარტა კოვი როუზმა, კვლევის წამყვანმა ავტორმა.
ვარსკვლავი დედამიწიდან დაახლოებით 37 სინათლის წლის მანძილითაა დაშორებული.
ასტრონომებს ბოლომდე არ ესმით, როგორ წარმოიქმნება ყავისფერი ჯუჯა ვარსკვლავები. ისინი პლანეტებსა და ვარსკვლავებს შორის ზღვარზე გადიან. მსგავსი ობიექტი გარკვეულ ეტაპზე შეიძლება ჩამოყალიბდეს პლანეტად, ან გაზის შეკუმშვით ვარსკვლავად იქცეს.
უფრო მეტიც, დაკვირვებადი ყავისფერი ჯუჯა ვარსკვლავების 10 პროცენტზე ნაკლები აწარმოებს რადიო გამოსხივებას. ასტრონომები ბოლომდე არ იციან, რატომ.
კონკრეტული ვარსკვლავის შემთხვევაში, მკვლევრები თვლიან, რომ რადიოტალღები წარმოიქმნება ელექტრონების მიერ, რომლებიც მიედინება ვარსკვლავის მაგნიტურ რეგიონში.
ყავისფერი ჯუჯა ვარსკვლავებს ბირთვული სინთეზის საწარმოებლად მასა არ ჰყოფნით — ჩვენი მზისგან განსხვავებით. ცნობისთვის, ყავისფერი ჯუჯას კლას სუბვარსკვლავური ობიექტები მიეკუთვნებიან, რომლებიც იმდენად მასიურები არ არიან ჩვენი მზისთვის დამახასიათებელი სინთეზური რეაქციები რომ წარმოქმნან. მათი მასის დიაპაზონი გაზურ გიგანტებსა და მსუბუქ ვარსკვლავებს შორისაა. ეს ზედა ზღვარი დაახლოებით 80 იუპიტერის მასამდეა.
კომენტარები