ნუცა ბუზალაძემ რუსეთში სიმღერისთვის ბოდიში მოიხადა
ფოტო: Nutsa Buzaladze / Facebook
24 ივნისს ინტერნეტსივრცეში გავრცელდა ვიდეო, სადაც ჩანს, რომ რამდენიმე ქართველი მომღერალი, მათ შორის, ნუცა ბუზალაძე, დათო ხუჯაძე, მიშო სულუხია და სხვები მოსკოვის ერთ-ერთ რესტორანში ერთობიან. მომღერლებმა ღონისძიებაზე სიმღერა სამშობლოც შეასრულეს.
ვიდეოებში ვხედავთ რუსეთში მოღვაწე მომღერალ სოსო პავლიაშვილს და მეგი გოგიტიძეს, რომელიც უკრაინის ომის ფონზეც აგრძელებდა რუსეთში სიმღერას. წვეულებას ესწრებოდა პუტინისტური ძალადობრივი ჯგუფის, ალტ-ინფოს დამფუძნებელი, კონსტანტინე მორგოშიაც. დაბადების დღიდან ვიდეოებს სოციალურ ქსელში ეკატერინა სტეფანოვა ავრცელებს.
მომღერალი ნუცა ბუზალაძე სულ რამდენიმე თვის წინ ამერიკულ პროექტ American Idol-ში 12 საუკეთესო მონაწილეს შორის მოხვდა, რა დროსაც მას ქართველების დიდი ნაწილი გულშემატკივრობდა. ამის გამო, მის რუსეთში ჩასვლას კიდევ უფრო მეტი კრიტიკა მოჰყვა. მომდევნო დღეს ნუცა ბუზალაძემ სოციალურ ქსელში პოსტი გაავრცელა, სადაც ბოდიშს იხდის და ამბობს, რომ რუსეთში მეგობრის დაბადების დღეზე იყო.
"მეგობრებო და ჩემო გულშემატკივრებო, დღეს, მე თქვენ ძალიან დაგწყვიტეთ გული და თავს ვალდებულად ვთვლი აგიხსნათ ყველაფერი, რადგან მე ეს ძალიან მაწუხებს. ძალიან განვიცდი. ახლა ვეცდები აზრებს თავი მოვუყარო და გითხრათ ჩემი სათქმელი.
რუსეთი არ წარმოადგენს იმ ბაზარს, სადაც აწმყოში თუ მომავალში ვისურვებდი ჩემი კარიერის გაგრძელებას. მრავალი შემოთავაზების მიუხედავად, ყველა პროექტზე თუ კორპორაციულ შემოთავაზებაზე უარი მაქვს ნათქვამი. ჩემი ეს გადაწყვეტილება აბსოლუტურად მტკიცე და გააზრებულია. ჩემი რუსეთში ან/და რუსებისთვის სიმღერა არც კი განიხილება… უფრო მეტიც, მიწვეული ვარ უკრაინაში საქველმოქმედო კონცერტზე. სწორედ ამ კონცერტზე, კიდევ ერთხელ დავაფიქსირებ ჩემს აზრს — რუსეთი ოკუპანტია! ამას ვაჟღერებ ყველგან და ყოველთვის.
თუმცა, რუსეთში მყავს ბევრი ქართველი მეგობარი… გუშინ, სწორედ ჩემი ძალიან ახლო მეგობრის დაბადების დღე იყო (ის ჩემთვის ოჯახის წევრივით არის). რუსეთში მცხოვრებმა ჩემმა მეგობრებმა იციან, რომ კომერციულ წინადადებებს არც კი განვიხილავ. დაბადების დღეზე ვიყავი მიწვეული სტუმრის რანგში. საღამოს დასასრულს მთხოვეს მემღერა, რაზეც რა თქმა უნდა, ჩემს საუკეთესო მეგობარს მისსავე დაბადების დღეზე უარი ვერ და არ ვუთხარი.
ვიაზრებ, რომ მთავარი შეცდომა ალბათ ამ სიტუაციაში ჩემი რუსეთში ჩასვლა იყო და არა ჩემი ერთ-ერთი საუკეთესო მეგობრის დაბადების დღეზე დასწრება… არც კი მიფიქრია ამ ყველაფერს თუ ეს შედეგი მოჰყვებოდა…
ვიაზრებ ჩემს პასუხისმგებლობას და გული მტკივა, რომ იმ ადამიანებს, რომლებიც ყოველთვის ყველაზე მეტად გვერდში მიდგანან გული დავწყვიტე და ამისთვის ბოდიში მინდა მოვუხადო ყველას…", — წერს ბუზალაძე.
-
CERN-ში ჰიგსის ბოზონისგან წარმოქმნილი ნაწილაკების კვანტური გადახლართულობა დააფიქსირეს CERN-ში ჰიგსის ბოზონისგან წარმოქმნილი ნაწილაკების კვანტური გადახლართულობა დააფიქსირეს
გადახედვა
-
"გვინდა, ფუნდამენტურ ცვლილებებს მივაღწიოთ კულტურის სფეროში" — კობახიძემ მაია ბითაძე თანამშრომლებს წარუდგინა "გვინდა, ფუნდამენტურ ცვლილებებს მივაღწიოთ კულტურის სფეროში" — კობახიძემ მაია ბითაძე თანამშრომლებს წარუდგინა
გადახედვა
-
რუსთავის სასამართლოს დარბაზიდან გაათავისუფლეს 16 წლის ბიჭი, რომელსაც განზრახ მკვლელობას ედავებოდნენ რუსთავის სასამართლოს დარბაზიდან გაათავისუფლეს 16 წლის ბიჭი, რომელსაც განზრახ მკვლელობას ედავებოდნენ
გადახედვა
-
რუსეთიდან ფულადი გზავნილები თითქმის 88%-ით შემცირდა — სტატისტიკა რუსეთიდან ფულადი გზავნილები თითქმის 88%-ით შემცირდა — სტატისტიკა
გადახედვა
-
საქართველოში ხელფასების რეალური ზრდა ფაქტობრივად გაჩერდა — ეკონომისტის განმარტება საქართველოში ხელფასების რეალური ზრდა ფაქტობრივად გაჩერდა — ეკონომისტის განმარტება
გადახედვა
-
მეცნიერებმა ზრდასრული ტირანოზავრის უწყვეტი ნაკვალევი პირველად აღმოაჩინეს მეცნიერებმა ზრდასრული ტირანოზავრის უწყვეტი ნაკვალევი პირველად აღმოაჩინეს
გადახედვა
-
ALDE: ჩვენ ელენე ხოშტარიას დაუყოვნებლივ გათავისუფლებას მოვითხოვთ ALDE: ჩვენ ელენე ხოშტარიას დაუყოვნებლივ გათავისუფლებას მოვითხოვთ
გადახედვა
-
ჩინეთში თვალის კლინიკის გაძღოლა ხელოვნურ ინტელექტს მიანდვეს — აი, რა შედეგი მიიღეს ჩინეთში თვალის კლინიკის გაძღოლა ხელოვნურ ინტელექტს მიანდვეს — აი, რა შედეგი მიიღეს
გადახედვა
-
პარლამენტმა უზენაესი სასამართლოს უვადო მოსამართლედ დავით მამისეიშვილი აირჩია პარლამენტმა უზენაესი სასამართლოს უვადო მოსამართლედ დავით მამისეიშვილი აირჩია
გადახედვა
-
დემოკრატიაში პოლიტიკური რეპრესიების ადგილი არ არის — ევჰენია კრავჩუკი ხოშტარიაზე დემოკრატიაში პოლიტიკური რეპრესიების ადგილი არ არის — ევჰენია კრავჩუკი ხოშტარიაზე
გადახედვა
-
საქართველომ GMAP ბაზრის განვითარების ფორუმს უმასპინძლა საქართველომ GMAP ბაზრის განვითარების ფორუმს უმასპინძლა
-
პალესტინის გათავისუფლების მოთხოვნის გამო Macklemore ედ შირანის ტურნედან მოხსნეს პალესტინის გათავისუფლების მოთხოვნის გამო Macklemore ედ შირანის ტურნედან მოხსნეს
გადახედვა
-
რატომ კრძალავს "ქართული ოცნება" ექსპრემიერ გიორგი გახარიას პარტიას? რატომ კრძალავს "ქართული ოცნება" ექსპრემიერ გიორგი გახარიას პარტიას?
გადახედვა
-
თბილისის არქიტექტურის ფორუმი 2026-ის ვორქშოფებზე რეგისტრაცია დაიწყო თბილისის არქიტექტურის ფორუმი 2026-ის ვორქშოფებზე რეგისტრაცია დაიწყო
გადახედვა
-
POG: რუსთავში განზრახ მკვლელობის ბრალდებით დაკავებულ არასრულწლოვანს ბრალდება შეუმსუბუქდა POG: რუსთავში განზრახ მკვლელობის ბრალდებით დაკავებულ არასრულწლოვანს ბრალდება შეუმსუბუქდა
გადახედვა
-
ბერნი სანდერსი ხელოვნური ზეინტელექტის აკრძალვასა და დეველოპერებისთვის 20-წლიან პატიმრობას ითხოვს ბერნი სანდერსი ხელოვნური ზეინტელექტის აკრძალვასა და დეველოპერებისთვის 20-წლიან პატიმრობას ითხოვს
გადახედვა
-
პეკინი არ იზიარებს დასავლელი მილიარდერების მოწოდებას AI-ს განვითარების შენელებაზე პეკინი არ იზიარებს დასავლელი მილიარდერების მოწოდებას AI-ს განვითარების შენელებაზე
გადახედვა
-
პარლამენტმა შეკრება-მანიფესტაციებთან დაკავშირებით გახარიას პარტიის საკანონმდებლო ინიციატივა ჩააგდო პარლამენტმა შეკრება-მანიფესტაციებთან დაკავშირებით გახარიას პარტიის საკანონმდებლო ინიციატივა ჩააგდო
გადახედვა
-
ტესტი: გამოიცანი, რომელი რეგიონი უფრო დიდია და გეტყვი, მოგატყუა თუ არა რუკამ ტესტი: გამოიცანი, რომელი რეგიონი უფრო დიდია და გეტყვი, მოგატყუა თუ არა რუკამ
-
ქოლცენტრების საქმეზე უკრაინის გენპროკურორი თანამდებობიდან მოხსნეს — მან ქვეყანა დატოვა ქოლცენტრების საქმეზე უკრაინის გენპროკურორი თანამდებობიდან მოხსნეს — მან ქვეყანა დატოვა
გადახედვა
-
თბილისში ნარკოდანაშაულის ბრალდებით 2 ქალი დააკავეს თბილისში ნარკოდანაშაულის ბრალდებით 2 ქალი დააკავეს
გადახედვა
კომენტარები