რამდენ ხანში გარდაიქმნება ბეთელგეიზე ზეახალ ვარსკვლავად — ახალი კვლევა
ახალი კვლევის მიხედვით, ბეთელგეიზე, შესაძლოა, ზეახალ ვარსკვლავად რამდენიმე ათწლეულში იქცეს.
ბეთელგეიზეზე მოვლენები საინტერესოდ ვითარდება!
ასტრონომები ვარაუდობენ, რომ ბეთელგეიზე მალე აფეთქდება და ის ზეახლ ვარსკვლავად იქცევა.
ბოლო წლებში წითელი სუპერგიგანტი — უკვე ერთ-ერთი ყველაზე კაშკაშა ვარსკვლავი ღამის ცაზე — კიდევ უფრო ანათებს.
გაზაფხულიდან მოყოლებული, ბეთელგეიზეს სიკაშკაშე 150%-ით გაიზარდა. ოდესღაც მეათე, ბეთელგეიზე ახლა ღამის ცაზე სიკაშკაშით მეშვიდე ვარსკვლავია.
ექსპერტები ამბობენ, რომ ვარსკვლავს აფეთქებამდე შეიძლება ჯერ კიდევ ბევრი წელი დასჭირდეს. მიიჩნევა, რომ ის ჩვენი სიცოცხლის განმავლობაში არც აფეთქდება.
თუმცა, კვლევა, რომელიც ჯერ კიდევ ახალია და მეტ შესწავლას საჭიროებს, პროგნოზირებს, რომ ეს შეიძლება მომდევნო რამდენიმე ათწლეულში მოხდეს.
რას ნიშნავს ეს? შეიძლება ბეთელგეიზეს აფეთქებას ჩვენც მოვესწროთ. ეს ჩვენს ცას მნიშვნელოვნად შეცვლის და მისი დანახვა დღისითაც შეგვეძლება.
ასევე: ბეთელგეიზე — ვარსკვლავი, რომელიც აფეთქების შემდეგ დღისითაც გამოჩნდება
დავუბრუნდეთ კვლევას. ტოჰოკუს უნივერსიტეტის ასტრონომები ამტკიცებენ, რომ ვარსკვლავის ბირთვი ნახშირბადის ამოწურვის შემდეგ რამდენიმე ათეულ წელიწადში დაიშლება. ეს ნიშნავს, რომ ვარსკვლავი თავის "საწვავს" სულ მალე გახარჯავს. შედეგად მივიღებთ ზეახალ ვარსკვლავს, რომელიც 642 სინათლის წლის მანძილის დაშორების მიუხედავად ჩვენს ცასაც გაანათებს.
უახლეს კვლევაში, რომელიც Arxiv-ზეა ატვირთული, მკვლევრების გუნდმა განაცხადა, რომ ბეთელგეიზე ნახშირბადის ბოლო ეტაპზეა და ზეახალს უახლოეს მომავალში უნდა ველოდოთ.
SETI: შესაძლოა, უცხოპლანეტელები ზეახალ ვარსკვლავს ჩვენი ყურადღების მისაქცევად იყენებენ
მილიარდობით წლის არსებობის მანძილზე წითელმა გიგანტმა წყალბადის უმეტესი ნაწილი ჰელიუმად გარდაქმნა. კვლევა მიუთითებს იმაზე, რომ ბეთელგეიზე გასცდა სტადიას, სადაც ვარსკვლავი "საწვავს" ვეღარ მოიხმარს.
თუმცა, ნახშირბადის წვის ციკლი რამდენიმე ეტაპადაა დაყოფილი. იმის ზუსტად პროგნოზირება, თუ როდის გარდაიქმნება ბეთელგეიზე ზეახალ ვარსკვლავად, რთულია. სამწუხაროდ, ჩვენ ზუსტად არ ვიცით თუ რა ფაზაზეა ვარსკვლავი.
ახალი კვლევა მომდინარეობს დაკვირვებებიდან, ისევე როგორც გამოთვლითი მოდელებიდან, რომლებიც დაფუძნებულია ვარსკვლავის ციკლებზე (სიკაშკაშისა და სიბნელეების ფაზებზე).
კომენტარები