6 ცნობილი ადამიანი, რომელიც არაბინარული გენდერული იდენტობისაა
ბოლო წლებში სულ უფრო მეტი ადამიანი საუბრობს ღიად საკუთარ იდენტობაზე. მათ შორის არიან არაბინარული გენდერული იდენტობის მქონე ადამიანებიც. არაბინარული გენდერული იდენტობა არ განეკუთვნება გენდერის ბინარულ გაგებას, რომლის მიხედვითაც ნებისმიერი ინდივიდი შეიძლება იყოს ან კაცი, ან ქალი.
ამ სტატიაში 6 ცნობილ ადამიანზე გესაუბრებით, რომლებიც არაბინარული გენდერული იდენტობის მქონედ იდენტიფიცირდებიან.
1. ბელა რემზი (ნაცვალსახელები — They/Them)
ფოტო: HBO
GOT-ისა და The Last Of Us-ის ვარსკვლავი ბელა რემზი 2023 წლის დასაწყისში გენდერფლუიდად დაქამინგაუთდა და თქვა, რომ საბუთების სქესის გრაფაში "არაბინარულს" უთითებს ხოლმე. გენდერფლუიდი ადამიანები ისინი არიან, ვისი გენდერის გამოხატვის ფორმები ან/და იდენტობა დროთა განმავლობაში იცვლება. ბელამ ვოგთან ინტერვიუში იმაზეც ისაუბრა, როგორი იყო მისი გამოცდილება ქამინგაუთის შემდეგ.
"როცა The Last Of Us გამოვიდა, ვღელავდი იმაზე, როგორ მომმართავდნენ მაყურებლები და ვამბობდი, უბრალოდ მდედრობითი სქესის ნაცვალსახელი She გამოიყენეთ, რადგან გოგოდ აღმიქვამთ-მეთქი. ახლა უფრო მეტად შემიძლია ამ თემაზე ღიად საუბარი. ნეიტრალურ ნაცვალსახელ They-სთან ყველაზე მეტად ვაიგივებ საკუთარ თავს, ესაა, ვინც ყველაზე მეტად ვარ", — ამბობს რემზი.
2. ელიოტ პეიჯი (ნაცვალსახელები — He/They)
ფოტო: Catherine Opie
The Umbrella Academy-ის ვარსკვლავმა ელიოტ პეიჯმა 2020 წელს ინსტაგრამზე ემოციური პოსტი გაავრცელა, სადაც ამბობს, რომ არაბინარული გენდერული იდენტობის მქონე ტრანსგენდერია. მისი თქმით, საკუთარი თავის მიღებასა და შეყვარებაში ტრანსგენდერთა თემიდან უამრავი ადამიანი დაეხმარა მათ მხარდაჭერას თავადაც აგრძელებს.
"გამარჯობა მეგობრებო, მინდა გითხრათ, რომ ტრანსგენდერი ვარ, ჩემზე საუბრისას გამოიყენეთ ნაცვალსახელები he/they და მე მქვია ელიოტი. ძალიან იღბლიანი ვარ, რომ ამის თქმა შემიძლია, რომ აქ ვარ, რომ ჩემს ცხოვრებაში აქამდე მოვაღწიე", — წერს მსახიობი.
3. დემი ლოვატო (ნაცვალსახელები — She/They)
ფოტო: Getty Images
მომღერალი დემი ლოვატო ლგბტქ თემს წლების განმავლობაში აქტიურად უჭერდა მხარს. ის 2021 წელს დაქამინგაუთდა და განაცხადა, რომ არაბინარული გენდერული იდენტობის მქონეა. მომღერალმა თავის სექსუალურ ორიენტაციაზეც ისაუბრა და დაამატა, რომ პანსექსუალია, რაც აღნიშნავს პიროვნებას, რომელსაც ნებისმიერი გენდერული იდენტობის მქონე ადამიანი იზიდავს.
"არაბინარული გენდერული იდენტობის მქონედ ყოფნა ნიშნავს, რომ მე ბევრად მეტი ვარ, ვიდრე კაცისა და ქალის ბინარული სისტემა და ჩვენ ვართ ბევრად მეტი, თუკი საკუთარ თავს გულში ჩახედვის შესაძლებლობას მივცემთ და კითხვის ნიშნის ქვეშ დავაყენებთ ბინარულ სისტემას, რომელშიც გავიზარდეთ", — აღნიშნა ლოვატომ.
4. სემ სმიტი (ნაცვალსახელები — They/Them)
ფოტო: Rolling Stone
გრემის ოთხგზის მფლობელმა სემ სმიტმა 2019 წლის მარტში განაცხადა, რომ მთელი ცხოვრების განმავლობაში საკუთარ იდენტობასთან ბრძოლის შემდეგ გადაწყვიტა, რომ საკუთარ თავს ისეთს იღებს, როგორიც არის. მომღერალი თავს არაბინარული გენდერული იდენტობის მქონე პიროვნებად აიდენტიფიცირებს და ამბობს, რომ ურჩევნია, მასთან მიმართებაში ნეიტრალური ნაცვალსახელები they/them გამოიყენონ. 2022 წელს სმიტი პირველი ღიად არაბინარული გენდერული იდენტობის მქონე მომღერალი გახდა, რომელიც ბილბორდის ლიდერი იყო.
"მესმის, რომ ბევრ შეცდომასა და არასწორი ნაცვალსახელით მოხსენიებას უნდა ველოდო, თუმცა მხოლოდ იმას გთხოვთ, რომ ეცადოთ. იმედი მაქვს, ისეთად აღმიქვამთ, როგორადაც საკუთარს თავს ვხედავ. მადლობა", — ამბობს პოპვარსკვლავი.
5. ემა დარსი (ნაცვალსახელები — They/Them)
ფოტო: Rachell Smith
დრაკონის სახლის მსახიობი ემა დარსი არაბინარული გენდერული იდენტობის მქონე ადამიანად იდენტიფიცირდება და ამბობს, რომ საკუთარ რეალურ მეზე დიდხანს ინდუსტრიაში წარმატების მიღწევის გამო ამბობდა. მისი თქმით, ყველაზე მნიშვნელოვანი ის არის, რომ ტრანსგენდერი და არაბინარული ადამიანებისთვის თანდათან უფრო მეტი სივრცე იქმნება.
"როდესაც კარიერას ვიწყებდი, დარწმუნებული ვიყავი, რომ წარმატების მისაღწევად აუცილებელი იყო, ინდუსტრიაში თავი ქალად დამემკვიდრებინა. შემდეგ კი, როცა ტყუილში ცხოვრება შევწყვიტე, ოქროს გლობუსზე საუკეთესო მსახიობის კატეგორიაში ზუსტად ამ დროს წარმადგინეს, რაც ირონიულად მშვენიერია", — აცხადებს დარსი.
6. ემა კორინი (ნაცვალსახელები — They/Them)
ფოტო: Netflix
ინგლისელი მსახიობი ემა კორინი, რომელიც ნეტფლიქსის გახმაურებულ სერიალში The Crown პრინცესა დაიანას განასახიერებს, ამბობს, რომ გენდერის ბინარულ სისტემაში არ ჯდება. მსახიობის გენდერალურად ნეიტრალური ნომინაციების მნიშვნელობაზეც საუბრობს და ამბობს, რომ ეს იმისთვისაა საჭირო, რომ "ყველამ იგრძნოს თავი მიღებულად და წარმოდგენილად".
"ჩემი აზრით ყველაფრის გასაღები ხილვადობაა. ძალიან დიდი ხანი დამჭირდა იმის გასააზრებლად, რომ ბინარულ სისტემაში არ ვჯდები და სადღაც შუაში ვარ, თუმცა სად, ჯერ არ ვიცი", — აღნიშნავს მსახიობი.
ამავე თემაზე:
-
ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს
გადახედვა
-
სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა
გადახედვა
-
როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები
გადახედვა
-
ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა
გადახედვა
-
6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს 6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს
გადახედვა
-
ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს
გადახედვა
-
საქართველოში მიწისძვრა მოხდა საქართველოში მიწისძვრა მოხდა
გადახედვა
-
თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო
გადახედვა
-
ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან
გადახედვა
-
რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო? რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო?
გადახედვა
-
მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი
გადახედვა
-
შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ
გადახედვა
-
ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა
გადახედვა
-
მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი
-
რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ? რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ?
-
ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას? ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას?
-
საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს
-
Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის
-
ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის
გადახედვა
კომენტარები