ტექნოლოგია, რომელიც ელექტრომობილებს 6 წუთში დატენის — როგორი იქნება მომავალი
წარმოიდგინეთ ტექნოლოგია, რომელიც თქვენს ელექტრომობილს რამდენიმე წუთში სრულად დატენის. ეს ძალიან ბევრ პრობლემას გადაჭრიდა და აღარც ზედმეტი ლოდინი მოგიწევდათ.
ბრიტანულმა Nyobolt-მა მოწინავე ტექნოლოგია წარადგინა, რომელსაც ელექტრონული ავტომობილების სრულად დატენვა 6 წუთში შეუძლია.
Nyobolt-მა CALLUM-თან თანამშრომლობით Lotus-ის ახალი დიზაინი შეიმუშავა. ახალი ავტომობილი 100 მმ-ით უფრო განიერი და 150 მმ-ით გრძელია, ვიდრე კლასიკური მოდელი, მაგრამ ერთი მთავარი უპირატესობა აქვს — უსწრაფესად იტენება!
"ჩვენი პარტნიორობა CALLUM-თან გვიჩვენებს, თუ როგორი პოტენციალი აქვს ელექტროავტომობილებს. ამ ყველაფერს შეუძლია გარდაქმნას ელექტრომობილების მომავალი და ისინი ყველასთვის ხელმისაწვდომი გახადოს. მომავალში მათი დატენვა ყველას შეეძლება", თქვა საი შივარდმა, Nyobolt-ის აღმასრულებელმა დირექტორმა.
დატენვის შემდეგ ავტომობილს 250 კილომეტრის დაფარვა შეეძლება. ამ მომენტისთვის ელექტრომობილების ასე სწრაფად დატენვა არცერთ სხვა სისტემას არ შეუძლია.
კომპანიაში ამბობენ, რომ ახალი სისტემისა და ელექტრომობილების ერთმანეთზე მორგებით ინდუსტრიაში რევოლუციის მოხდენა შეიძლება.
კომენტარები