2023 წლის მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს საუკეთესო ათეული ცნობილია
ფოტო: ლიბერთი
განათლების კოალიციის ინიციატივით მიმდინარე "მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს" კონკურსის ფარგლებში საუკეთესო ათეული გამოვლინდა, რომელთაგან ერთ-ერთი 5 ოქტომბერს, მასწავლებლის საერთაშორისო დღეს, მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს მფლობელი გახდება. გამარჯვებულს, კამპანიის გენერალური სპონსორისგან – გუდავაძე-პატარკაციშვილის ფონდისგან 15 000 ლარი გადაეცემა. საუკეთესო ათეულის დანარჩენ წევრებს ოქროს სპონსორი, ლიბერთი ბანკი დააჯილდოვებს.
ლიბერთი, მეშვიდე წელია, რაც ყოველწლიურად აჯილდოვებს მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს გამარჯვებული საუკეთესო მასწავლებლების ათეულს. განათლების კოალიციასა და ლიბერთის შორის ხუთი წლის ვადით გაფორმებული, ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმის ფარგლებში, ლიბერთიმ, 2021 წელს, მასწავლებელთა საუკეთესო ათეულისთვის დაწესებული სპეციალური საპრიზო ფონდი გააორმაგა. რაც კიდევ ერთხელ ადასტურებს, ლიბერთის სოციალური კორპორაციული პასუხისმგებლობის სტრატეგიის პრიორიტეტს — ხელი შეუწყოს განათლებას, ზოგადად მასწავლებლის პროფესიის პოპულარიზაციას და მომავალი თაობების აღზრდის მნიშვნელოვან და საპასუხისმგებლო საქმეს.
2023 წლის საუკეთესო ათეულის წევრები არიან:
- ქამრან აფანდიევი — მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ მოლაოღლის და ცოფის საჯარო სკოლების ქართული, როგორც მეორე ენის მასწავლებელი;
- ნანა გოგატიშვილი — თბილისის გოგიტა კიკნაძის სახელობის N182 საჯარო სკოლის მე და საზოგადოების, მოქალაქეობის და სამოქალაქო განათლების მასწავლებელი;
- ინა იმედაშვილი — თბილისის UG სკოლის დაწყებითი საფეხურის და ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი;
- მარინე კვარაცხელია — წალენჯიხის მუნიციპალიტეტის აკადემიკოს ეგნატე ფიფიას სახელობის ჩქვალერის თემის საჯარო სკოლის ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი;
- მანუშაკ მკრტჩიანი — ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სოფელ როდიონოვკის საჯარო სკოლის ქართული, როგორც მეორე ენის მასწავლებელი;
- ნინო ნიპარიშვილი — კასპის მუნიციპალიტეტის შპს "ბესიკ ნიპარიშვილი" მრავალპროფილიანი სკოლა-გიმნაზიის მე და საზოგადოების, მოქალაქეობის და სამოქალაქო განათლების მასწავლებელი;
- ნინო ფსუტური — გორის N8 საჯარო სკოლის ბიოლოგიის მასწავლებელი;
- თამარ ცანავა — თბილისის ქაქუცა ჩოლოყაშვილის სახელობის N178 საჯარო სკოლის ინგლისური ენის მასწავლებელი;
- ლელა წურწუმია — გორის N12 საჯარო სკოლის სამოქალაქო განათლების, მოქალაქეობის და ისტორიის მასწავლებელი;
- ნესტან ხორხომელიძე — დუშეთის მუნიციპალიტეტის სოფელ შუაფხოს საჯარო სკოლის გეოგრაფიის მასწავლებელი.
მასწავლებლის ეროვნული ჯილდო განათლების კოალიციის, განათლების და მეცნიერების სამინისტროს და მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნულ ცენტრს შორის გაფორმებული მემორანდუმის საფუძველზე, 2017 წლის 13 მაისს დაწესდა. აღნიშნული ინიციატივა საქართველოში უკვე მეშვიდედ ხორციელდება და ის მასწავლებელთა პოპულარიზაციისკენ მიმართული გლობალური კამპანიის – The Global Teacher Prize ნაწილია.
კონკურსის გენერალური სპონსორია გუდავაძე-პატარკაციშვილის ფონდი, ოქროს სპონსორები არიან ლიბერთი ბანკი და ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი. სპონსორები არიან: EPAM Georgia, კონსულტაციისა და ტრენინგის ცენტრი (ctc) და ალტე უნივერსიტეტი, ხოლო ჯილდოს მხარდამჭერები არიან: განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო, მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრი, პირველი არხი|ტელესკოლა და ციფრული-კრეატიული სააგენტო მავერიკი.
-
რუსებმა კიევის მეცნიერებათა აკადემიის შენობა დაბომბეს რუსებმა კიევის მეცნიერებათა აკადემიის შენობა დაბომბეს
გადახედვა
-
ძაღლები ადამიანის მეტყველებას ბავშვების მსგავსად შიფრავენ — კვლევა ძაღლები ადამიანის მეტყველებას ბავშვების მსგავსად შიფრავენ — კვლევა
გადახედვა
-
საია-მ გაეროს სპეციალურ მომხსენებელს ციხის პოპულაციის ზრდასთან დაკავშირებით ანგარიში წარუდგინა საია-მ გაეროს სპეციალურ მომხსენებელს ციხის პოპულაციის ზრდასთან დაკავშირებით ანგარიში წარუდგინა
გადახედვა
-
ალან ბერსე საქართველოს სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებს შეხვდა ალან ბერსე საქართველოს სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებს შეხვდა
გადახედვა
-
ფსსს: ყალბი ცნობებით 20 600 კგ ყურძნის ჩაბარების მცდელობის ფაქტზე ორ პირს ბრალი წარუდგინეს ფსსს: ყალბი ცნობებით 20 600 კგ ყურძნის ჩაბარების მცდელობის ფაქტზე ორ პირს ბრალი წარუდგინეს
გადახედვა
-
გელა ხასაია: დაკავებამდე რასაც ვაკეთებდი, იმას გავაკეთებ დღეიდან გელა ხასაია: დაკავებამდე რასაც ვაკეთებდი, იმას გავაკეთებ დღეიდან
გადახედვა
-
დააკავეს პირი, რომელმაც გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტის მე-3 კურსის სტუდენტი დაჭრა დააკავეს პირი, რომელმაც გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტის მე-3 კურსის სტუდენტი დაჭრა
გადახედვა
-
გელა ხასაიამ ერთწლიანი პატიმრობის შემდეგ ციხე დატოვა გელა ხასაიამ ერთწლიანი პატიმრობის შემდეგ ციხე დატოვა
გადახედვა
-
მაკა ბოჭორიშვილმა ტორონტოში უკრაინელი ბავშვებისა და ტყვეების დაბრუნებისადმი მიძღვნილ კონფერენციაში მიიღო მონაწილეობა მაკა ბოჭორიშვილმა ტორონტოში უკრაინელი ბავშვებისა და ტყვეების დაბრუნებისადმი მიძღვნილ კონფერენციაში მიიღო მონაწილეობა
გადახედვა
-
EU-მა უკრაინელი ბავშვების რუსეთში უკანონო დეპორტაციის გამო 10 პირსა და 17 ორგანიზაციას სანქციები დაუწესა EU-მა უკრაინელი ბავშვების რუსეთში უკანონო დეპორტაციის გამო 10 პირსა და 17 ორგანიზაციას სანქციები დაუწესა
გადახედვა
-
სიმთვრალეში ავტომობილის მართვის გამო დაკისრებული სასჯელის გასაჩივრება მის აღსრულებას ავტომატურად აღარ გადაავადებს სიმთვრალეში ავტომობილის მართვის გამო დაკისრებული სასჯელის გასაჩივრება მის აღსრულებას ავტომატურად აღარ გადაავადებს
გადახედვა
-
ისნის 81-ე სკოლაში კედლის ჩამოშლის გამო სასწავლო პროცესი შეჩერდა — მშობლებმა აქცია გამართეს ისნის 81-ე სკოლაში კედლის ჩამოშლის გამო სასწავლო პროცესი შეჩერდა — მშობლებმა აქცია გამართეს
გადახედვა
-
Starship დედამიწაზე დაგეგმილზე ადრე დაბრუნდა — მან პლანეტას ერთხელ შემოუარა Starship დედამიწაზე დაგეგმილზე ადრე დაბრუნდა — მან პლანეტას ერთხელ შემოუარა
გადახედვა
-
OpenAI-ის ავტონომიური აგენტები გაეროს მონაცემთა ბაზას დაესხნენ თავს OpenAI-ის ავტონომიური აგენტები გაეროს მონაცემთა ბაზას დაესხნენ თავს
გადახედვა
-
კახა კალაძე: "ჩინეთში თბილისისთვის მეტროს 111 ახალი ვაგონის წარმოება დაწყებულია" კახა კალაძე: "ჩინეთში თბილისისთვის მეტროს 111 ახალი ვაგონის წარმოება დაწყებულია"
გადახედვა
-
"ინციდენტი დაიწყო კვების ობიექტთან და უნივერსიტეტის მიმდებარე ქუჩაზე გადაინაცვლა" — გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტი სტუდენტის დაჭრაზე "ინციდენტი დაიწყო კვების ობიექტთან და უნივერსიტეტის მიმდებარე ქუჩაზე გადაინაცვლა" — გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტი სტუდენტის დაჭრაზე
გადახედვა
-
ჩინეთში აშშ-ის ელჩი: ტრამპმა სი ძინპინს აშშ-ისგან იარაღის ყიდვა შესთავაზა ჩინეთში აშშ-ის ელჩი: ტრამპმა სი ძინპინს აშშ-ისგან იარაღის ყიდვა შესთავაზა
გადახედვა
-
ქონების გადასახადი ₾100 000-ზე მეტი შემოსავლის მქონეებს დაეკისრებათ — საკანონმდებლო ინიციატივა ქონების გადასახადი ₾100 000-ზე მეტი შემოსავლის მქონეებს დაეკისრებათ — საკანონმდებლო ინიციატივა
გადახედვა
-
საგამოძიებო სამსახურში საკადრო ცვლილებებია — ვინ სად დაინიშნა? საგამოძიებო სამსახურში საკადრო ცვლილებებია — ვინ სად დაინიშნა?
გადახედვა
-
თბილისის 166-ე საჯარო სკოლასთან რეაბილიტაციის მოთხოვნით აქცია გაიმართა თბილისის 166-ე საჯარო სკოლასთან რეაბილიტაციის მოთხოვნით აქცია გაიმართა
გადახედვა
-
მეგარაკეტა Starship უკვე კოსმოსშია! — ის ორბიტაზე პირველად გაუშვეს მეგარაკეტა Starship უკვე კოსმოსშია! — ის ორბიტაზე პირველად გაუშვეს
გადახედვა
კომენტარები