EU: 2027 წლისთვის სმარტფონებს ადვილად გამოცვლადი ელემენტები უნდა ჰქონდეს
ევროკავშირი სმარტფონების ბატარეების მხრივ პოლიტიკას ცვლის. საუბარია ახალ ბატარეებზე, რომლებსაც მომხმარებლები მარტივად შეცვლიან.
ცოტა ხნის წინ ევროპარლამენტმა დაამტკიცა ახალი წესები, რომელიც ევროკავშირში მრავალჯერადი ბატარეების წარმოებას, გადამუშავებასა და გაყიდვას ეხება.
სიახლის მიხედვით, ბატარეების, რომლებიც სმარტფონებში, ტაბლეტებსა და კამერებში გამოიყენება, ამოღება და შეცვლა თავისუფლად უნდა იყოს შესაძლებელი. ეს გარკვეულ ცვლილებებს საჭიროებს, რადგან სმარტფონების უმრავლესობის შემთხვევაში ბატარეები დალუქულია.
ახალი წესები გამოყენებული ბატარეების შეგროვებასა და გადამუშავებასაც მოიცავს. 2031 წლისთვის ახალი ბატარეების 95% ძველი ტექნოლოგიის გადამუშავების შედეგად იქნება დამზადებული.
ევროპარლამენტარების უმრავლესობამ კანონს მხარი დაუჭირა — 587 მომხრე, 9 მოწინააღმდეგე, 20-მა თავი შეიკავა. კანონი ძალაში 2027 წლისთვის შევა.
კომენტარები