ესკი — სოციალური კონცეფციის მაღაზია, რომელიც გარემოსა და ადამიანების გაძლიერებაზე ზრუნავს
ფოტო: ესკი
ერთი ნივთის შეძენითაც კი შეგვიძლია, გარემოსა და ადამიანებზე ვიზრუნოთ. თუ შოპინგისას, სადღესასწაულო ბაზრობებზე ხეტიალისას, ონლაინ მაღაზიის თვალიერებისას რაიმე აქსესუარი, ტანსაცმელი ან სხვა ნივთი თვალს მოგვჭრის და იმაზეც დავფიქრდებით, ვინ არიან ადამიანები, რომლებმაც მის დამზადებაზე წარმოსახვა, დრო და ენერგია არ დაზოგეს, შესაძლოა, სოციალურად პასუხისმგებლიან გადაწყვეტილებამდე მივიდეთ.
ონლაინ თუ ფიზიკურ სივრცეში ახალ-ახალი აღმოჩენების გაკეთება ვის არ გვიყვარს, თუ ამავე დროს სხვადასხვა სოციალური ჯგუფის გაძლიერებაში მცირე წვლილი მაინც შეგვაქვს, ეს პროცესი კიდევ უფრო ღირებულია.
2022 წლის სექტემბერში, ევროკავშირის ფინანსური მხარდაჭერით, პროექტ სოციალური მეწარმეობის განვითარება მდგრადი და ინკლუზიური საზოგადოებისთვის ფარგლებში, სოციალური კონცეფციის მაღაზია — ესკი გაიხსნა. ეს არის ადგილი ყველა იმ ადამიანისთვის, რომელიც უნიკალურ, გამორჩეულ ნივთებს ეძებს და სოციალური პასუხისმგებლობაც გააზრებული აქვს.
ფოტო: ესკი
ესკიმ თავი მოუყარა საქართველოში მოქმედი სხვადასხვა სოციალური საწარმოს პროდუქციას და გადაწყვიტა, რომ ამ გზით მათი პროდუქციის პოპულარიზებასა და გაძლიერებაზე ეზრუნა.
"ესკი გახსნის დღიდან არაერთ მომხმარებელს მასპინძლობს, ავრცელებს ინფორმაციას კონცეფციის შესახებ და ეკონომიკურად აძლიერებს ადგილობრივ სოციალურ მეწარმეებს. ამ ეტაპზე, ესკიში წარმოდგენილია 25 სოციალური საწარმოს 350-ზე მეტი დასახელების ხელნაკეთი ნივთი და ეს რიცხვი მზარდია", — გვიყვებიან ესკიში.
ფოტო: ესკი
ესკი ჩვეულებრივი ნივთების მაღაზია არ არის, ეს არის სივრცე, რომელიც პირველ რიგში ცდილობს სოციალურად პასუხისმგებლიანი შესყიდვების წახალისებას და ამ მიმართულებით საზოგადოებაში ცნობიერების ამაღლებაზეც ზრუნავს.
ესკიში თითოეული ნივთის უკან დიდი ისტორია დგას, რომელიც აძლიერებს სხვადასხვა ჯგუფის წარმომადგენელს.
ფოტო: ესკი
ფოტო: ესკი
ფოტო: ესკი
ესკიში ქართული სოციალური საწარმოების მიერ დამზადებული სამკაული, ეკოლოგიურად სუფთა სათამაშოები, ჭურჭელი, საკანცელარიო ნივთები, აქსესუარები და სხვა მრავალი ნივთი დაგხვდებათ, რომელიც თქვენს ყურადღებას აუცილებლად მიიქცევს.
ესკის "შოურუმში" წარმოდგენილი პროდუქციის ნახვა მათ Facebook და Instagram გვერდზე, ასევე მაღაზიაში, ნატო ვაჩნაძის 7 ნომერში შეგიძლიათ. შეიძინე ესკიში და მხარი დაუჭირე ქართულს.
სტატია შექმნილია On.ge-ის კამპანიის — შექმნილია დამოუკიდებელ საქართველოში — ფარგლებში. On.ge დამოუკიდებელ საქართველოში შეიქმნა და გვჯერა, რომ მცირე ბიზნესების მხარდაჭერა ჩვენი მისია და პასუხისმგებლობაა, ამიტომაც 26 მაისთან 26 ივნისამდე ჩვენი ციფრული და კრეატიული შესაძლებლობებით, მხარს დავუჭერთ დამოუკიდებელ საქართველოში შექმნილ მცირე ბიზნესებსა და სტარტაპებს. გაიგე მეტი: შექმნილია დამოუკიდებელ საქართველოში — On.ge-ის შეთავაზება მცირე ბიზნესებსა და სტარტაპებს
-
"სითი მოლი საბურთალოს" მიმდებარე ტერიტორიაზე გადაადგილების ახალი სქემა ამოქმედდა "სითი მოლი საბურთალოს" მიმდებარე ტერიტორიაზე გადაადგილების ახალი სქემა ამოქმედდა
გადახედვა
-
ხელოვნური ინტელექტი კაცობრიობას მართლა გაანადგურებს? — მიმდინარე დისკუსიების ანალიზი ხელოვნური ინტელექტი კაცობრიობას მართლა გაანადგურებს? — მიმდინარე დისკუსიების ანალიზი
გადახედვა
-
შავი ლომის მონაწილეობით თბილისში საერთაშორისო სარაგბო ტურნირი იწყება შავი ლომის მონაწილეობით თბილისში საერთაშორისო სარაგბო ტურნირი იწყება
-
ყვარელში ცივი იარაღით 85 წლის ქალი მოკლეს ყვარელში ცივი იარაღით 85 წლის ქალი მოკლეს
გადახედვა
-
გამოავლინეს ეგზოპლანეტა, რომელიც თავისი ვარსკვლავის საპირისპირო მიმართულებით მოძრაობს გამოავლინეს ეგზოპლანეტა, რომელიც თავისი ვარსკვლავის საპირისპირო მიმართულებით მოძრაობს
გადახედვა
-
ქვიზი: როგორ იცნობ ქართულ კინომუსიკას? ქვიზი: როგორ იცნობ ქართულ კინომუსიკას?
-
სოციალური სამართლიანობის ცენტრმა აფგან სადიგოვის საქმეზე სტრასბურგის სასამართლოს მიმართა სოციალური სამართლიანობის ცენტრმა აფგან სადიგოვის საქმეზე სტრასბურგის სასამართლოს მიმართა
გადახედვა
-
POG: ძმებ ფეიქრიშვილებს ჯგუფურ ხულიგნობასა და გამოძალვაზე ბრალი წარედგინათ POG: ძმებ ფეიქრიშვილებს ჯგუფურ ხულიგნობასა და გამოძალვაზე ბრალი წარედგინათ
გადახედვა
-
მოგზაურობისთვის ემზადები? —გაიგე, როგორ შეგიძლია დააკონვერტირო თანხა უცხოურ ვალუტაში მობილბანკით მოგზაურობისთვის ემზადები? —გაიგე, როგორ შეგიძლია დააკონვერტირო თანხა უცხოურ ვალუტაში მობილბანკით
-
აღმოაჩინეს ამება, რომელიც 63°C ტემპერატურას უძლებს — ახალი რეკორდი აღმოაჩინეს ამება, რომელიც 63°C ტემპერატურას უძლებს — ახალი რეკორდი
გადახედვა
-
უზენაესმა სასამართლომ "რძის სკანდალის" საქმეზე კომპანია "ჩირინას" ლაშა პაპაშვილისთვის ₾1.6 მლნ-ის გადახდა დააკისრა უზენაესმა სასამართლომ "რძის სკანდალის" საქმეზე კომპანია "ჩირინას" ლაშა პაპაშვილისთვის ₾1.6 მლნ-ის გადახდა დააკისრა
გადახედვა
-
ქართულმა მხარემ უკრაინას ძებნილი უკრაინის მოქალაქე გადასცა ქართულმა მხარემ უკრაინას ძებნილი უკრაინის მოქალაქე გადასცა
გადახედვა
-
რომში კოლიზეუმი მუშის გარდაცვალების გამო დაიკეტა რომში კოლიზეუმი მუშის გარდაცვალების გამო დაიკეტა
გადახედვა
-
ჯივიპის განცხადება წყალმომარაგების დროებით შეზღუდვასთან დაკავშირებით ჯივიპის განცხადება წყალმომარაგების დროებით შეზღუდვასთან დაკავშირებით
-
ვის ეხება საპენსიო შენატანების ამნისტია? ვის ეხება საპენსიო შენატანების ამნისტია?
გადახედვა
-
სეს: სურსათის უვნებლობის მაჩვენებლებზე 81 ნიმუშში დარღვევა არ დადასტურდა სეს: სურსათის უვნებლობის მაჩვენებლებზე 81 ნიმუშში დარღვევა არ დადასტურდა
გადახედვა
-
მასწავლებელთა სახელფასო ანაზღაურების წესი იცვლება მასწავლებელთა სახელფასო ანაზღაურების წესი იცვლება
გადახედვა
-
თბილისის 3 რაიონს, მცხეთას, ნატახტარს, წიწამურსა და წეროვანის დევნილთა დასახლებას წყლის მიწოდება 36 საათით შეუწყდება — მიზეზი თბილისის 3 რაიონს, მცხეთას, ნატახტარს, წიწამურსა და წეროვანის დევნილთა დასახლებას წყლის მიწოდება 36 საათით შეუწყდება — მიზეზი
გადახედვა
-
გადახდა ბეჭდით — ქართული პროდუქტი CNICK უკვე საქართველოს ბაზარზეც ხელმისაწვდომია გადახდა ბეჭდით — ქართული პროდუქტი CNICK უკვე საქართველოს ბაზარზეც ხელმისაწვდომია
გადახედვა
-
ჰეიდენ პანეტიერი ფენტანილისა და სხვადასხვა პრეპარატის ზედოზირებით გარდაიცვალა ჰეიდენ პანეტიერი ფენტანილისა და სხვადასხვა პრეპარატის ზედოზირებით გარდაიცვალა
გადახედვა
-
30 სექტემბერს კონსერვატორიაში საქველმოქმედო კონცერტ-მარათონი "ერთად ლიასთვის" გაიმართება 30 სექტემბერს კონსერვატორიაში საქველმოქმედო კონცერტ-მარათონი "ერთად ლიასთვის" გაიმართება
გადახედვა
კომენტარები