დღეს Apple-ის ერთ-ერთი ყველაზე დიდი ღონისძიება WWDC, იგივე Wordlwide Developers Conference, გაიმართება. ღონისძიება ჩვენი დროით საღამოს 9 საათზე დაიწყება.

მოსალოდნელია, რომ Apple თავის ახალ ტარებად მოწყობილობას წარადგენს. ეს Apple Watch-ის გამოშვების შემდეგ პირველად მოხდება. გარდა ამისა, არის ახალი Mac-ები და მნიშვნელოვანი ფუნქციები iOS 17-ისთვისა და watchOS 10-ისთვის.

AR/VR ჩაფხუტები

Apple-ის AR და VR ჩაფხუტები უკვე წლებია აქტიურად მუშავდება. Apple-მა მათი გამოშვება უკვე რამდენჯერმე გადადო. და აი ახლა, ჩვენ ველოდებით, რომ WWDC-ზე ამ მოწყობილობებს წარადგენენ.

მოსალოდნელია, რომ ჩაფხუტებს ექნება თხელი და მსუბუქი დიზაინი, რაც მის გამოყენბას უფრო კომფორტულს გახდის. მსუბუქ წონას, პირველ რიგში, ხელს შეუწყობს გარე ბატარეის ნაკრები, რომელიც უკავშირდება ყურსასმენს USB-ის საშუალებით. Apple-ს სურს, ჩაფხუტი დაახლოებით 200 გრამს იწონიდეს, რაც კონკურენტებთან შედარებით ნამდვილად მსუბუქი იქნება.

ფოტო: Ian Zelbo

რაც ამ ეტაპზე ვიცით ისაა, რომ ბატარეის გამძლეობა დაახლოებით ორი საათი იქნება. თუმცა, რადგან ის იყენებს გარე ბატარეის პაკეტს, ბატარეები შეიძლება შეიცვალოს უფრო გამძლე ტექნოლოგიით. მოწყობილობის გამოყენება შესაძლებელი იქნება, როგორც ვირტუალური რეალობისთვის, ისე გაფართოებული რეალობისთვის.

გაჟონილი ინფორმაციით, ჩაფხუტი დამზადებულია ალუმინის, მინისა და ნახშირბადის ბოჭკოებისგან, რომელიც არც თუ ისე შორსაა სხვა VR მოწყობილობებთან, როგორიცაა PlayStation VR 2 ან Oculus Quest 2.

რაც საინტერესოა, AR/VR ჩაფხუტი იმუშავებს ახალ ოპერაციულ სისტემაზე, რომელსაც ერქმევა xrOS.

Apple ავითარებს სპეციალურ Fitness+ აპლიკაციას ჩაფხუტისთვის. ეს მათთვის, ვისაც სურს გამოიყენოს მოწყობილობა ვარჯიშის დროს.

Apple უკვე მუშაობს გეიმინგის ინდუსტრიებთან, რათა დაეხმაროს მათ განაახლონ არსებული კონტენტი შერეული რეალობისთვის.

15 დიუმიანი MacBook Air

როგორც იქნა, Apple საბოლოოდ გეგმავს შემოგვთავაზოს MacBook Air-ის ორი ვერსია. ესენია: 15.5 დიუმიანი მოდელი და არსებული 13.6 დიუმიან ვერსია.

სამწუხაროდ, შემდეგი თაობის 3 ნანომეტრიანი M3 ჩიპები არ არის მზად ჩასაშვებად, ამიტომ ახალი 15 დიუმიანი MacBook Air‌ გამოიყენებს იგივე M2 ჩიპებს, რომლებიც Apple-მა გასულ წელს წარადგინა.

შესაბამისად, ამ მხრივ, ეკრანის ზომის ცვლილების გარდა მნიშვნელოვან სიახლეებს ნაკლებად ველოდებით.

iOS 17

მოსალოდნელია, რომ iOS 17 მოთხოვნად ფუნქციებს შემოგვთავაზებს, რომლებიც მომხმარებლების სურვილების სიაში დიდიხანია არის. Bloomberg-ის მიხედვით, ეს ადამიანების ცხოვრების ხარისხსაც გააუმჯობესებს.

iOS 16-ით, Apple-მა შემოიტანა ახალი Lock Screen გამოცდილება. ახლა კომპანიამ შეიძლება კიდევ უფრო მეტი ფუნქცია დაამატოს ‌iOS 17‌-ში. გავრცელებული ინფორმაციით, ეს მოწყობილობას "ჭკვიანი სახლის დისპლეიდ" აქცევს.

მოწყობილობა მოიცავს ინფორმაციას, როგორიცაა კალენდარული შეხვედრები, ამინდის მონაცემები და შეტყობინებები. საბოლოოდ, ეს გვთავაზობს ისეთივე ინტერფეისს, როგორიც შეიძლება მიიღოთ Echo Show-ით ან Google Nest Hub-ით.

xrOS

xrOS‌ პროგრამული უზრუნველყოფაა, რომელიც იმუშავებს ჩაფხუტზე და Apple-ის ყველა პლატფორმის მსგავსად, მოწყობილობას ექნება საკუთარი App Store-ი აპლიკაციების ჩამოტვირთვისთვის.

მოსალოდნელია, რომ პროგრამულ უზრუნველყოფას ექნება iOS-ის მსგავსი ინტერფეისი ეკრანის ელემენტებით. თუმცა, დაკავშირება შესაძლებელი იქნება iPhone-თან, iPad-თან და Mac-თანაც.

tvOS 17 and HomePod Software 17

iOS 17-თან ერთად, Apple სავარაუდოდ წარადგენს tvOS-ისა და HomePod-ის პროგრამული უზრუნველყოფის ახალ ვერსიებს. ჩვენ ჯერ არ ვიცით რას უნდა ველოდოთ tvOS 17-ისა ან ‌HomePod Software 17-ისგან. თუმცა, ინტერესი დიდია.

როგორ ვუყუროთ

Apple ღონისძიებას 5 ივნისს თავის ვებსაიტზე გადასცემს. მისი ყურება Apple TV-ში, ან Apple-ის სხვა მოწყობილობებზე შეგეძლებათ. ასევე, YouTube-ზე.

თუ სტატიაში განხილული თემა და ტექნოლოგიების სფერო შენთვის საინტერესოა, შემოგვიერთდი ჯგუფში, სადაც ვლაპარაკობთ ტექნოლოგიებზე.