ილონ მასკის Neuralink-მა ტვინის იმპლანტანტების ადამიანებზე გამოცდის ნებართვა მიიღო
ინფორმაციას თავად Neuralink ავრცელებს ტვიტერზე.
აშშ-ის სურსათისა და მედიკამენტების ადმინისტრაციამ (FDA) Neuralink-ს, ილონ მასკის კომპანიას, ტვინის იმპლანტანტების ადამიანებზე გამოცდის ნება დართო. ინფორმაციას თავად Neuralink ავრცელებს ტვიტერზე. მარეგულირებელ ორგანოს ამასთან დაკავშირებით კომენტარი ჯერ არ გაუკეთებია.
"მოხარული ვართ გაუწყოთ, რომ ადამიანებზე პირველი კლინიკური ცდის ჩატარებისთვის FDA-სგან ნებართვა მივიღეთ! ეს Neuralink-ის გუნდის გასაოცარი მუშაობის შედეგია FDA-სთან მჭიდრო თანამშრომლობით და მნიშვნელოვანი პირველი ნაბიჯია, რომელიც ერთ დღეს ჩვენს ტექნოლოგიას ბევრი ადამიანის დახმარების საშუალებას მისცემს", — წერს კომპანია.
FDA-ს ამასთან დაკავშირებით კომენტარი ჯერ არ გაუკეთებია.
უნდა აღინიშნოს, რომ Neuralink-მა ტვინში ჩიპის ჩანერგვის უფლების მოსაპოვებლად განაცხადი 2022 წლის პირველ ნახევარში შეიტანა. მარეგულირებელმა ორგანომ თავდაპირველი მოთხოვნა უარყო, მიზეზად კი უსაფრთხოებასთან დაკავშირებული რამდენიმე საკითხი დაასახელა.
ასევე იხილეთ: მასკის კომპანიამ ადამიანის ტვინში ჩიპის ჩანერგვის ნებართვა ვერ მიიღო
გასათვალისწინებელია ისიც, რომ მასკს იმპლანტანტის გამოცდის არაერთი არარეალური ვადა დაუსახელებია. ადამიანთა ტვინებში იმპლანტანტების ჩადგმა თავიდან 2020 წელს იგეგმებოდა, შემდეგ კი ჩანაფიქრი 2022 წლისთვის გადაიდო.
ასევე იხილეთ: Neuralink-ს პრობლემები აქვს — მასკის კომპანია იმედებს ვერ ამართლებს
Neuralink კლინიკური ცდის დეტალებზე ჯერჯერობით არ საუბრობს. ტვიტს თუ დავუჯერებთ, მოხალისეების შეგროვება ჯერ არ დაუწყიათ, დამატებითი ინფორმაციას კი მალე გავიგებთ.
კომენტარები