Neuralink-ს პრობლემები აქვს — მასკის კომპანია იმედებს ვერ ამართლებს
ილონ მასკის კომპანია Neuralink დიდი წინააღმდეგობების წინაშე დგას. კომპნიის ტექნოლოგიების ადამიანებზე გამოცდა სულ უფრო და უფრო აგვიანებს, იუწყება IEEE Spectrum.
მარეგულირებლები უარის პარალელურად, Neuralink-მა უნდა დაამტკიცოს, რომ მისი მონეტის ზომის მოწყობილობა უსაფრთხოა, აღარაფერს ვამბობთ ეფექტურობაზე.
ეს მიუხედავად მასკის ზედმეტად ამბიციური გეგმებისა. გასული წლის ნოემბერში მან პირობა დადო, რომ Neuralink ადამიანებზე ცდებს ამ წლის მაისში დაიწყებდა.
ეს ყველაფერი უკვე საეჭვოდ გამოიყურება. წამლების ფედერალურმა ადმინისტრაციამ უკვე აღნიშნა, რომ მასკის ამბიციების მთავარი ბლოკი, "ათობით ხარვეზშია". შესაბამისად, მათ უარყვეს Neuralink-ის 2022 წლის განაცხადი. მაშინ ამის მიზეზი მოწყობილობის ბატარეასთან და დატენვის სისტემასთან დაკავშირებული იყო. მსგავსი სისტემის გაუმართაობამ შეიძლება ტვინი დააზიანოს.
მეტიც, მხოლოდ FDA არ ბლოკავს Neuralink-ს. აშშ-ს სოფლის მეურნეობის დეპარტამენტი კომპანიის მიერ ცხოველებზე ძალადობის ფაქრებით დაინტერესდა.
ასევე: მასკს პრობლემები აქვს — Neuralink-ის კვლევებს 1500-ზე მეტი ცხოველი ემსხვერპლა
კიდევ უფრო უარესი, Neuralink-ს კონკურენტმა Synchron-მა გაუსწრო, რომელიც ტექნოლოგიების ადამიანებზე გამოცდას უკვე იყწყებს.
ასევე: Synchron-მა აშშ-ში ტვინში იმპლანტის ჩანერგვის პირველი პროცედურა ჩაატარა
შეძლებს თუ არა კომპანია გარკვეული მნიშვნელოვანი მარეგულირებელი დაბრკოლებების გადალახვას, ჯერ კიდევ გასარკვევია. მიუხედავად ამისა, მასკის ენთუზიაზმი მაინც აქვს. და მაინც, ერთი რამ ფაქტია, Neuralin-ს პრობლემები აქვს და ის იმ იმედებს ვერ ამართლებს, რაც თავიდან გასცა.
კომენტარები