როგორ აღწევს მიზანს თიბისის ტექნოლოგიური გუნდი
ნებისმიერი ტექნოლოგიური კომპანიის პროდუქტების უკან ტექნოლოგიური გუნდი და ამ გუნდში კონცენტრირებული ცოდნა/გამოცდილება დგას. ეს ის ადამიანური რესურსია, რომლის განვითარებასა და შენარჩუნებას დღეს მსოფლიოს ნებისმიერი მოწინავე ტექ კომპანია ცდილობს.
ამ სტატიაში მოგიყვებით, რა ხდება ამ მხრივ საქართველოში ერთ-ერთ მოწინავე ტექნოლოგიურ კომპანიაში — თიბისიში.
როგორც გვანცა მურღვლიანი, თიბისის ადამიანური კაპიტალის მიმართულების ხელმძღვანელი გვიყვება, თიბისი ტექნოლოგიური კომპანიაა და ეს ადამიანური რესურსების კუთხით, შიდა გუნდზე ზრუნვასა და ტექ. კომუნის შენებაში გამოიხატება.
მისი თქმით, დღეს თანამედროვე სამუშაო გარემო თუ ხელსაწყოები, კონკურენტული ანაზღაურება საკმარისი აღარაა იმისთვის, რომ გყავდეს საუკეთესო ტექ გუნდი რეგიონში. სწორედ ამიტომ, თიბისის HR სტრატეგია ადამიანების ყოველდღიურობის გახალისებას, მეტად საინტერესო სამუშაო გარემოს შექმნასა და განტვირთვას მოიცავს.
"დღეს ნებისმიერი საქმის/ახალი პროექტის, ინოვაციის სათავე არის ტექნოლოგია და შესაბამისად, მასზე მომუშავე ადამიანები. ბაზარზე ტექნოლოგიური განათლების მქონე კადრების დეფიციტია. ჩვენთვის თითოეული ამ კუთხით მომუშავე ადამიანს მოზიდვა და გრძელ ვადაში ორგანიზაციაში მათი შენარჩუნება არის ძალიან მნიშვნელოვანი. შესაბამისად, შიდა სისტემა მოწყობილი გვაქვს ისე, რომ ადამიანები შევინარჩუნოთ და ვცდილობთ, რომ მათი მოტივაციისთვისაც ბევრი რამ გავაკეთოთ", — ამბობს გვანცა მურღვლიანი.
თუ წლების წინ ტექნოლოგიურ გუნდს ნაკლებად ჰქონდა გავლენა პროდუქტებსა თუ ბიზნეს ამოცანებზე და დაკვეთების შესრულების რეჟიმში იყო, ახლა ეს შეიცვალა. ახლა პროდუქტზე მუშაობის ნებისმიერ ეტაპზე ტექ. თანამშრომლები ერთვებიან და არა მხოლოდ ტექნოლოგიური ამოცანების გადაჭრაში იღებენ მონაწილეობას, არამედ გადაწყვეტილების მიღებასა და პროდუქტის განვითარებაშიც.
თიბისიში ტექნოლოგიური გუნდის ზრდისა და შენარჩუნების სტრატეგიაზე საუბრისას გამოყოფენ ორ მიმართულებას. ესენია: საინტერესო საქმე — ყოველდღიური პროფესიული გამოწვევებით სავსე სამუშაო პროცესი და მამოტივირებელი აქტივობები. ამას ემატება გამოცდილი გუნდი, თანამედროვე მიდგომები და გამართული ტექნოლოგიური პროცესები. ამ ფორმულის ხარჯზე თიბისიში ტექ პროდუქტების ხარისხი მიიღწევა. თუმცა, ამას სხვა წინაპირობებიც აქვს, კომპანიის ბოლოდროინდელი გადაწყვეტილებების სახით:
"თიბისიმ ბოლო წლებში დიდი ინვესტიცია ჩადო ამ მიმართულებებში: გაზარდა ტექ. გუნდი და ამ გუნდის წევრებად ასევე მოიწვია საერთაშორისო გამოცდილების მქონე უმაღლესი კვალიფიკაციის პროფესიონალები, განაახლა ტექნოლოგიური ბაზა და დანერგა პროცესები, რომლებიც უზრუნველყოფს მომხმარებლების საჭიროებების სწრაფად დადგენას და დაკმაყოფილებას, შესაბამისი პროგრამული უზრუნველყოფის შექმნის გზით", — ამბობს ბიძინა მაცაბერიძე, თიბისის IT მიმართულების ხელმძღვანელი.
მისივე თქმით, ტექნოლოგიების მუდმივი განვითარება მიდგომებისა და პროცესების დახვეწასაც იწვევს. ეს მუდმივი გაუმჯობესება კი თიბისის გუნდის კულტურის ნაწილად იქცა.
თანამშრომლების ჩართულობასა და ბედნიერებაზე ზრუნვა
მეგობრული გარემოს შექმნა და შენარჩუნება, ჯანსაღი — განვითარებაზე ორიენტირებული გუნდის შენება და მამოტივირებელი აქტივობების მნიშვნელობის გააზრება – როცა საქმე ტექნოლოგიური გუნდისადმი მიდგომას ეხება, ეს თიბისის დამახასიათებელი ნიშანია.
თიბისის HR ბიზნეს პარტნიორი, სულხან სახვაძე გვიყვება, რომ თანამშრომლებზე ზრუნვაზე ორიენტირებული მიდგომები გუნდში აქამდეც ჰქონდათ, თუმცა 2023 წლის თებერვლიდან ისინი კიდევ უფრო თანამედროვე გახდა, ეს კი, უმთავრესად, თანამშრომლების ბედნიერებასა და ჩართულობაზე ზრუნვას მოიცავს.
"ჩვენი კონცეფცია და ხედვა მოიაზრებს განგრძობითი ხასიათის სხვადასხვა აქტივობას. მთავარი ამოსავალი წერტილია ის, რომ მნიშვნელოვანია თანამშრომლებს ჰქონდეთ დამატებითი სივრცეები, აქტივობების სახით, სადაც შეძლებენ, რაღაც დროის განმავლობაში, მოწყდნენ სამუშაო სპეციფიკას, განიტვირთონ, ემოციური ვენტილაცია შეძლონ. ამ მიდგომის დახმარებით მათ ასევე შეუძლიათ, ერთგვარი ქომიუნითი შექმნან თავიანთი მიმართულებებით, გაცვალონ აზრები და ემოციები, არაფორმალურ გარემოში ნახონ ერთმანეთი და უბრალოდ, კოლეგებთან ერთად, უფრო საინტერესო იყოს მათი მოგზაურობა ტექ სამყაროში", — ამბობს სულხან სახვაძე.
თიბისის მისია ადამიანებისთვის ცხოვრების გამარტივებას მოიცავს, სწორედ ამის მიღწევას ცდილობენ ტექ. თანამშრომლები მათ მიერ შექმნილი პროდუქტებით. ამ პროცესში კი კომპანია მათ მათზე მორგებულ მიდგომებსა და აქტივობებს სთავაზობს. როგორც სულხან სახვაძე ამბობს, ახალი კონცეფციის დანერგვიდან დღემდე, თანამშრომელთა ჩართულობა მნიშვნელოვნადაა გაზრდილი და მათი ბედნიერების მაჩვენებელიც მომატებულია.
მუდმივად ახალი გამოწვევების ფონზე, თიბისის ტექნოლოგიური გუნდი ზრდას განაგრძობს, კომპანიის დამოკიდებულება და მიდგომები კი ამ გუნდის მიმართ დღითიდღე უფრო თანამედროვე და თანამშრომელთა ემოციურ თუ ინტელექტუალურ საჭიროებებზე მორგებული ხდება.
კომენტარები