წარმატების მისაღწევად აუცილებელია, გჯეროდეს საკუთარი თავის — საჯარო მეტყველების კონკურსის გამარჯვებული ბაჩანა უგრეხელიძე
ფოტო: საქართველოს ბანკი
საქართველოს ბანკი, როგორც მაღალი სოციალური პასუხისმგებლობის მქონე კომპანია აქტიურად განაგრძობს განათლების ხელშეწყობას და ინოვაციურ, განვითარებაზე ორიენტირებული პროექტების მხარდაჭერას. სწორედ ამ მიზნით, ბანკის მხარდაჭერითა და ინგლისურ ენაზე მოლაპარაკეთა კავშირის (ESU) ორგანიზებით, საქართველოში 16-20 წლამდე ასაკის ახალგაზრდებს შორის საჯარო მეტყველების კონკურსი გაიმართა.
კონკურსის ფარგლებში, ჟიურიმ 30 ნახევარფინალისტიდან 11 ფინალისტი შეარჩია, მათგან კი სამი საპრიზო ადგილის მფლობელი გამოავლინა. ბაჩანა უგრეხელიძე ერთ-ერთია იმ წარმატებულ მონაწილეთა შორის, რომელმაც კონკურსში უმაღლესი შეფასება დაიმსახურა და საპრიზო ადგილი მოიპოვა.
"ამჟამად თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ინგლისური ფილოლოგიის ფაკულტეტის პირველ კურსზე ვსწავლობ. მრავალი და განსხვავებული ინტერესი მაქვს - მიყვარს მუსიკა, პოეზია, ხატვა... თუმცა, ჩემი ძირითადი გატაცება მაინც ამ სფეროების შესახებ ინფორმაციის მოძიება და ხალხისთვის საინტერესო ფორმით მიწოდებაა. შესაბამისად, მინდა ლიტერატურის ლექტორი გამოვიდე. საჯარო მეტყველების კონკურსში მონაწილეობაც სწორედ ამიტომ გადავწყვიტე", — გვიყვება ბაჩანა.
იგი გვიხსნის, რომ წერისგან განსხვავებით, საჯარო მეტყველება მას აუდიტორიასთან უფრო მეტად აკავშირებს, რადგან შესაძლებლობას აძლევს, ადამიანების რეაქციები და უკუკავშირი რეალურ დროში მიიღოს.
"წერა და საუბარი ერთმანეთისგან ძალიან განსხვავებული თვითგამოხატვის საშუალებებია — კონკურსის განმავლობაში შევძელი, სხვადასხვა ადამიანის წინაშე წარდგომა და მათთან კავშირის დამყარება. წერის დროს კი ვერ ვხედავ მკითხველის რეაქციებს, არ ვიცი მათი განცდები... საუბრისას იყენებ ჟესტებს, ემოციას, ინტონაციას, წერისას კი მხოლოდ კალამი გაქვს, რომლითაც გრძნობენ გადმოსცემ", — აღნიშნავს ბაჩანა.
როგორც გვიხსნის, მისთვის ლექტორობა საჯარო მეტყველების უნარების ფლობას ისევე მოითხოვს, როგორც საგანში კომპეტენციას, რადგან ამ პროფესიის მოსწავლისთვის გასაგებად და საინტერესოდ გადაცემის უნარი ძალიან მნიშვნელოვანია. სწორედ ამიტომ გადაწყვიტა მონაწილეობა მიეღო საჯარო მეტყველების კონკურსში და საკუთარი შესაძლებლობები გამოეცადა.
"საჯარო მეტყველების კონკურსი ჩემთვის იყო საკუთარი უნარების დახვეწის, ახალი მეგობრების გაცნობისა და კომფორტის ზონიდან გამოსვლის შესაძლებლობა. მოლოდინი მქონდა, რომ ამ პროექტის ფარგლებში შევიძენდი ახალ ცოდნას და მივიღებდი ახალ, საინტერესო ინფორმაციას... მიხარია, რომ სწორედ ასეც მოხდა", — აღნიშნავს ბაჩანა.
გვიყვება, რომ კონკურსისთვის მოსამზადებელი პერიოდი განსაკუთრებით საინტერესო იყო, რადგან უწევდა თემის მოფიქრებაზე, მის სტრუქტურირებასა და ეფექტურად გადმოცემაზე მუშაობა. როგორც განმარტავს, მისი სტრატეგია ასეთი იყო: ცდილობდა, ტექსტი შეედგინა ისე, რომ არა მხოლოდ მსმენელისთვის, არამედ თავად მისთვისაც ყოფილიყო საინტერესო და ორიგინალური.
"თუ შექმნი ისეთ ტექსტს, რომელიც არა მხოლოდ მსმენელის, არამედ შენს დაინტერესებასაც გამოიწვევს, მაშინ იცი, რომ სწორ გზაზე დგახარ. თუმცა, მნიშვნელოვანია რომ გამოსვლის დროს სრულად გამოავლინო შენი შესაძლებლობები, რაც დაგეხმარება მიიპყრო და შეინარჩუნო აუდიტორიის ყურადღება", — ამბობს ის.
ამისათვის კი მკაცრ წესს იყენებს — ყოველთვის ფიქრობს მხოლოდ საკუთარ თემაზე და მის გაუმჯობესებაზე, და არასდროს ადარებს საკუთარ უნარებსა თუ ნამუშევრებს სხვებს. "ეს ჩემთვის ყველაზე არაჯანსაღი რამ არის, რადგან ნიშნავს, რომ შენს შესაძლებლობებს კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებ. წარმატების მისაღწევად კი აუცილებელია, გჯეროდეს საკუთარი თავის".
სწორედ ასეთი სტრატეგია გამოიყენა ჟიურის წინაშე გამოსვლის დროსაც.
"სიტყვით გამოსვლის დროს ვცდილობდი, მთლიანად კონცენტრირებული ვყოფილიყავი ჩემს თემაზე და მთელი გულით მინდოდა, ის ადამიანებისთვის გამეზიარებინა. შესაბამისად, ჩემთვის საინტერესო ინფორმაციას ჟიურის წევრებს, ბრიტანეთისა და ამერიკის საელჩოს წარმომადგენლებს ისეთივე ენთუზიაზმით ვუხსნიდი, როგორითაც ჩემს თანატოლებს ვესაუბრები ჩემს საყვარელ საკითხებზე", — აღნიშნავს ბაჩანა.
ამბობს, რომ მისთვის კონკურსში მონაწილეობა ძალიან საინტერესო, სასიამოვნო და ახალი აღმოჩენებით სავსე გამოდგა. ამიტომ, ყველას ურჩევს, ერთხელ მაინც გამოცადონ თავი საჯარო მეტყველების კონკურსში და უფრო მეტი გაიგონ საკუთარი თავისა თუ შესაძლებლობების შესახებ.
"ჩემი ცხოვრების ფილოსოფიაა, რომ მაქსიმალურად მეტი შევიმეცნო, გავიგო და ვისწავლო. ვნახო, რა შემიძლია როგორც გონებრივად, ასევე ფიზიკურად. სწორედ ამიტომ, ყველას ვურჩევ არ შეიზღუდონ საკუთარი თავი და აუცილებლად გამოცადონ საკუთარი შესაძლებლობები", — ამბობს ბაჩანა.
ინფორმაციისთვის, ინგლისურ ენაზე მოლაპარაკეთა კავშირი (ESU) 1918 წელს დიდ ბრიტანეთში დაარსდა. კავშირის მთავარი მიზანია, ინგლისური ენის მეშვეობით ხელი შეუწყოს ხალხთა შორის მეგობრობისა და ურთიერთგაგების განმტკიცებას. ESU-ს ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული პროგრამაა საჯარო მეტყველების საერთაშორისო კონკურსი, რომელიც საქართველოში 1998 წლიდან ხორციელდება. 2012 წლიდან პროექტის ფინანსური მხარდამჭერია საქართველოს ბანკი ინგლისურ ენაზე მოლაპარაკეთა კავშირთან ერთად. ESU-Georgia საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, ყოველ წელს გამარჯვებულს ლონდონში, საერთაშორისო კონკურსში მონაწილეობის მისაღებად აგზავნის. ეს ყველაზე დიდი კონკურსია მსოფლიოში, რომელშიც მონაწილეობას ყოველწლიურად 50-ზე მეტი ქვეყნიდან 1 000 000 ახალგაზრდა იღებს.
-
საქართველოში მიწისძვრა მოხდა საქართველოში მიწისძვრა მოხდა
გადახედვა
-
თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო
გადახედვა
-
ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან
გადახედვა
-
რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო? რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო?
გადახედვა
-
მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი
გადახედვა
-
შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ
გადახედვა
-
ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა
გადახედვა
-
მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი
-
რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ? რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ?
-
საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს
-
Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის
-
ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის
გადახედვა
-
სეზონური ბოსტნეულის ხიბლი სეზონური ბოსტნეულის ხიბლი
-
რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით
გადახედვა
-
გერმანიის ახალი ელჩი ბარბარა ფოსი საქმიანობას ოფიციალურად შეუდგა გერმანიის ახალი ელჩი ბარბარა ფოსი საქმიანობას ოფიციალურად შეუდგა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე ნაურუს პრეზიდენტს, დევიდ ადეანგის ტელეფონით ესაუბრა ირაკლი კობახიძე ნაურუს პრეზიდენტს, დევიდ ადეანგის ტელეფონით ესაუბრა
გადახედვა
-
ცხელი სასმლის მიღება მართლა გვაგრილებს? — რას ამბობს მეცნიერება ცხელი სასმლის მიღება მართლა გვაგრილებს? — რას ამბობს მეცნიერება
-
მამუკა მდინარაძე: წერილი ღარიბაშვილისთვის კი არა, არავისთვის გამიგზავნია მამუკა მდინარაძე: წერილი ღარიბაშვილისთვის კი არა, არავისთვის გამიგზავნია
გადახედვა
-
როგორ ვისიამოვნოთ შოკოლადით ისე, რომ ენერგიის მკვეთრი ვარდნა არ გამოვიწვიოთ როგორ ვისიამოვნოთ შოკოლადით ისე, რომ ენერგიის მკვეთრი ვარდნა არ გამოვიწვიოთ
კომენტარები