ტოიოტა ცენტრი ბათუმმა ლოიალურ მომხმარებლებს სრულიად ახალი Corolla Cross და MC Corolla წარუდგინა
ტოიოტა ცენტრი ბათუმმა ლოიალურ მომხმარებლებს მსოფლიოს ყველა დროის ყველაზე გაყიდვადი მოდელის, ტოიოტა კოროლას SUV ვერსია — Corolla Cross და ახალი MC Corolla წარუდგინა.
პრეზენტაციის სტუმრებს საშუალება ჰქონდათ, თავად გასცნობოდნენ ახალი ავტომობილების შესაძლებლობებს. იაპონური ბრენდის ერთ-ერთი მთავარი მახასიათებელი უსაფრთხოებაა, სწორედ ამიტომ ახალ მოდელებშიც ინტეგრირებულია Toyota Safety Sense სისტემა, რომელიც მართვასა და პარკირებას ამარტივებს.
გოდერძი სურმანიძე, ტოიოტა ცენტრი ბათუმის დირექტორი: "მოხარული ვართ, რომ შესაძლებლობა მოგვეცა, ტოიოტას უახლესი მოდელები ჩვენი ერთგული მომხმარებლებისთვის პირველებს წარგვედგინა. თუ ტოიოტა კოროლას ისტორიას გადავხედავთ, ძნელი მისახვედრი არ არის, რატომ გახდა ის მსოფლიოში ყველაზე გაყიდვადი ავტომობილი. გვჯერა, რომ ახალი მოდელებიც ღირსეულად გააგრძელებენ ამ გზას.
მისი წარმატების ფორმულა ზუსტად შეესაბამება ტოიოტას ფილოსოფიასა და კაიზენის პრინციპს, რაც საქმისადმი ერთგულებასა და გაუმჯობესებისკენ მუდმივ სწრაფვას გულისხმობს. მოდელის განსაკუთრებულობას აღიარებს არა მხოლოდ ბრწყინვალე გაყიდვები და ერთგული მომხმარებლების რაოდენობა, არამედ ინდუსტრიის პროფესიონალები და საერთაშორისო საავტომობილო პუბლიკაციები. წლების განმავლობაში ავტომობილს არაერთი ჯილდო აქვს მიღებული უსაფრთხოებისა და სანდოობის თვალსაზრისით".
ტოიოტა ცენტრი ბათუმში გამართულ ღონისძიებას 100-მდე სტუმარი დაესწრო. ახალი მოდელების წარდგენის შემდეგ სტუმრებისთვის გათამაშება გაიმართა და კომპანიამ მომხმარებლებისთვის სხვადასხვა პრიზი გაათამაშა.
MC Corolla და Corolla Cross
MC Corolla — განახლებულ კოროლას ტრადიციულად სედანის ვიზუალი აქვს. ავტომობილის ექსტერიერში სიახლე რადიატორის ახალი ცხაურა, შთამბეჭდავი დისკები და ახალი ფერებია, რომელთა შორის განსაკუთრებულია ლურჯში გარდამავალი მწვანე შეფერილობა.
რაც შეეხება ინტერიერს, MC Corolla-სა და Corolla Cross-ში, შეიძლება ითქვას, რომ ინტერიერი იდენტურია. აქ დაგხვდებათ განახლებული 10.5-დიუმიანი მაღალი გარჩევადობის სენსორული ეკრანი, რომლითაც შეძლებთ ხმოვანი ბრძანებების გაცემასა და სმარტმოწყობილობებთან დაკავშირებას. მნიშვნელოვანია, რომ კოროლა უკვე გვთავაზობს სრულიად ციფრულ მაჩვენებელთა დაფას, რომელიც განახლებული მოდელის ყველა კომპლექტაციაშია წარმოდგენილი.
Corolla Cross — ეს არის ყველაზე გაყიდვადი ავტომობილი უკვე SUV ვერსიით. შეგვიძლია, ვთქვათ, რომ მოდელის ისტორიაში ახალი ფურცელი იწერება. Corolla Cross ექსტერიერით კლასიკურად შესრულებული SUV-ია, მასიური ცხაურითა და ლოგოთი. სრულიად ჰიბრიდული, 2.0-ლიტრიანი შიგაწვის ძრავითა და შთამბეჭდავი 18-დიუმიანი დისკებით.
Toyota Corolla Cross კიდევ უფრო აძლიერებს ბრენდის საყოველთაო ავტომობილის კონცეფციას და უფრო მეტ გასაქანს აძლევს მას C სეგმენტში. ეს არის საოჯახო ავტომობილი მათთვის, ვინც ეძებს პრაქტიკულ და საიმედო თანამგზავრს ყოველდღიური კომფორტული გადაადგილებისთვის. ბაზარზე გამოჩენიდან საკმაოდ მცირე დროა გასული და უკვე შეგვიძლია, ვთქვათ, რომ ეს მოდელი საკმაოდ დიდი პოპულარულობით სარგებლობს.
Corolla Cross ავსებს იმ სიცარიელეს, რომელიც მომხმარებლის მოთხოვნებიდან გამომდინარე არსებობდა. ერთი შეხედვით, შეიძლება C-HR-სა და Rav4-ს შორის დავაყენოთ, თუმცა იერსახით RAV 4-თან უფრო ახლოს დგას. სასიამოვნო სიახლეა, რომ უკანა სათავსები გაცილებით ფართო და ტევადია, რაც ნიშნავს, რომ კოროლასთან ერთად ნებისმიერ მოგზაურობაში კომფორტულად და მოხერხებულად იგრძნობთ თავს.
Toyota Corolla-ს უპირატესობები
აღსანიშნავია, რომ Corolla ტოიოტას სამოდელო რიგში პირველი ავტომობილია, რომელიც მეხუთე თაობის თვითდამმუხტავ ჰიბრიდულ ელექტროძრავებს იყენებს, რაც უკავშირდება ტოიოტას გლობალური ხედვის ნაწილს, მიაღწიოს ნახშირბადის სრულ ნეიტრალიტეტსა და მობილობას ემისიების გარეშე. ამ თვალსაზრისითაც შეგვიძლია, თამამად ვთქვათ, რომ კოროლა კვლავაც ბრენდის საამაყო სიახლეების შემომტანია ბაზარზე.
ტოიოტა კოროლა 1966 წლიდან იწარმოება და დღემდე 12 თაობაა გამოსული. ამ პერიოდში, ჯამში, 50-ზე მეტი მილიონი ეგზემპლარია გაყიდული.
ტოიოტა ცენტრი ბათუმი თეგეტა ჰოლდინგის შვილობილია, რომელიც ბაზარზე 2020 წლიდან ოპერირებს და ტოიოტას ერთადერთი ავტორიზებული ცენტრია დასავლეთ საქართველოში. კომპანია მონობრენდულია და შექმნილია იაპონური ბრენდის სტანდარტების კონცეფციის შესაბამისად. მისი მომსახურება სრულად ტოიოტას მარკის ავტომობილებზეა ფოკუსირებული. სერვისცენტრი აღჭურვილია უახლესი, ლიცენზირებული აპარატურითა და ავტორიზებული პროგრამებით, რომელიც მომხმარებლებს სთავაზობს ტოიოტას ავტომობილების უახლეს სამოდელო რიგს, ორიგინალ სათადარიგო ნაწილებს, აქსესუარებსა და სრულ ავტოსერვისს.
-
როგორ შეიძლება დაგვხოცოს ხელოვნურმა ინტელექტმა? — 5 სცენარი როგორ შეიძლება დაგვხოცოს ხელოვნურმა ინტელექტმა? — 5 სცენარი
გადახედვა
-
ჰარვი ვაინშტაინს სექსუალური დანაშაულებისთვის 15 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა ჰარვი ვაინშტაინს სექსუალური დანაშაულებისთვის 15 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა
გადახედვა
-
Anthropic-ის ხელოვნურმა ინტელექტმა CRISPR-ის მსგავსი ახალი ფერმენტული სისტემა აღმოაჩინა Anthropic-ის ხელოვნურმა ინტელექტმა CRISPR-ის მსგავსი ახალი ფერმენტული სისტემა აღმოაჩინა
გადახედვა
-
რუსეთში მყოფი აფხაზი სტუდენტები შესაძლოა უკრაინის ომში გამოიძახონ რუსეთში მყოფი აფხაზი სტუდენტები შესაძლოა უკრაინის ომში გამოიძახონ
გადახედვა
-
პატარკაციშვილების ოჯახმა ყოფილი მაუდის ქარხანა გაყიდა პატარკაციშვილების ოჯახმა ყოფილი მაუდის ქარხანა გაყიდა
გადახედვა
-
ორსულობაში გადატანილი ზოგი ინფექცია ბავშვში აუტიზმის რისკთან დააკავშირეს ორსულობაში გადატანილი ზოგი ინფექცია ბავშვში აუტიზმის რისკთან დააკავშირეს
გადახედვა
-
"ვერც მივხვდი, რომ ავატარს ველაპარაკებოდი" — Meta-მ ახალი თაობის ჰოლოგრამები წარადგინა "ვერც მივხვდი, რომ ავატარს ველაპარაკებოდი" — Meta-მ ახალი თაობის ჰოლოგრამები წარადგინა
გადახედვა
-
აშშ-ის ფედერალურმა მოსამართლემ ტრამპს დაავალა, CNN-ს, MS NOW-ს და Politico-ს თეთრ სახლში აკრედიტაცია აღუდგინოს აშშ-ის ფედერალურმა მოსამართლემ ტრამპს დაავალა, CNN-ს, MS NOW-ს და Politico-ს თეთრ სახლში აკრედიტაცია აღუდგინოს
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე ევროპის საბჭოს გენერალურ მდივანს ალენ ბერსეს შეხვდა ირაკლი კობახიძე ევროპის საბჭოს გენერალურ მდივანს ალენ ბერსეს შეხვდა
გადახედვა
-
ჯივიპის განცხადება წყალმომარაგების დროებით შეზღუდვასთან დაკავშირებით ჯივიპის განცხადება წყალმომარაგების დროებით შეზღუდვასთან დაკავშირებით
-
"ოქროს ვიზის" სკანდალი და საქართველოს საპატიო კონსულის კვალი — რა კავშირი აქვს საქმესთან შაბთაი მიქაელს? "ოქროს ვიზის" სკანდალი და საქართველოს საპატიო კონსულის კვალი — რა კავშირი აქვს საქმესთან შაბთაი მიქაელს?
გადახედვა
-
შეირჩა 12 ხის სახეობა, რომელთა ნერგებსაც მოსწავლეები "პირველი ნერგის" პროგრამის ფარგლებში დარგავენ შეირჩა 12 ხის სახეობა, რომელთა ნერგებსაც მოსწავლეები "პირველი ნერგის" პროგრამის ფარგლებში დარგავენ
გადახედვა
-
პოლიციამ კახეთში 100 კგ-მდე კანაფი და მარიხუანა ამოიღო — დაკავებულია 3 პირი პოლიციამ კახეთში 100 კგ-მდე კანაფი და მარიხუანა ამოიღო — დაკავებულია 3 პირი
გადახედვა
-
"ორშაბათიდან ჩვეული მენიუ დაუბრუნდება ბაღებს" — კახა აბულაძე ბაღების მენიუდან რძის პროდუქტების ამოღებაზე "ორშაბათიდან ჩვეული მენიუ დაუბრუნდება ბაღებს" — კახა აბულაძე ბაღების მენიუდან რძის პროდუქტების ამოღებაზე
გადახედვა
-
თიბისის მხარდაჭერით ტექ ოლიმპიადების ჰაბში მოსწავლეებისთვის სასერტიფიკატო კურსებზე მიღება დაიწყო თიბისის მხარდაჭერით ტექ ოლიმპიადების ჰაბში მოსწავლეებისთვის სასერტიფიკატო კურსებზე მიღება დაიწყო
-
აშშ-მა პუტინი G20-ის სამიტზე მიიწვია აშშ-მა პუტინი G20-ის სამიტზე მიიწვია
გადახედვა
-
"განვიხილეთ საქართველოსა და გაეროს თანამშრომლობა" — ირაკლი კობახიძე ანტონიო გუტიერეშს შეხვდა "განვიხილეთ საქართველოსა და გაეროს თანამშრომლობა" — ირაკლი კობახიძე ანტონიო გუტიერეშს შეხვდა
გადახედვა
-
EU-მა და 50-მა ქვეყანამ, მათ შორის საქართველომ რუსეთს ცეცხლის შეწყვეტისკენ მოუწოდა — განცხადებას აშშ არ შეუერთდა EU-მა და 50-მა ქვეყანამ, მათ შორის საქართველომ რუსეთს ცეცხლის შეწყვეტისკენ მოუწოდა — განცხადებას აშშ არ შეუერთდა
გადახედვა
-
პაპუაშვილმა რუსთაველის პროტესტის მონაწილეებს "ფსევდორელიგიური სექტა" კიდევ ერთხელ უწოდა პაპუაშვილმა რუსთაველის პროტესტის მონაწილეებს "ფსევდორელიგიური სექტა" კიდევ ერთხელ უწოდა
გადახედვა
-
"სითი მოლი საბურთალოს" მიმდებარე ტერიტორიაზე გადაადგილების ახალი სქემა ამოქმედდა "სითი მოლი საბურთალოს" მიმდებარე ტერიტორიაზე გადაადგილების ახალი სქემა ამოქმედდა
გადახედვა
-
გიორგი გახარია აცხადებს, რომ მათი პარტიის აკრძალვის შესახებ სარჩელი მათთვის ხელმისაწვდომი არაა გიორგი გახარია აცხადებს, რომ მათი პარტიის აკრძალვის შესახებ სარჩელი მათთვის ხელმისაწვდომი არაა
გადახედვა
კომენტარები