ლევან მურუსიძე

10 Apr. 2023, 17:02

ჩვენ პრემიერმინისტრს მივაწოდეთ ყველა ინფორმაცია. მე ერთ რამეში ვარ დარწმუნებული და მინდა, მოვუწოდო, პირველ რიგში, ჩემს კოლეგებს, რომ იყვნენ მშვიდად. არავინ ისეთ მძიმე მდგომარეობაში არ არის, რეალურად, აი, მორალური ტერორით, ზოგადად, წლების განმავლობაში რაც ხდებოდა პირადად ჩემ წინააღმდეგ, პირადად მიხეილ ჩინჩალაძის წინააღმდეგ, ვინც არიან დასანქცირებული, მაგრამ მერწმუნეთ, რა, ვდგავართ მაგრად, არ გვეშინია არაფრის. პირველად საქართველოს ისტორიაში სასამართლო არის ხელისუფლება. კარგი მოსამართლეები ყოველთვის იყვნენ, მაგრამ არასდროს საქართველოს არ ყოლია სასამართლო, როგორც ხელისუფლება.

ზუსტად ამაზე იყო გათვლა, როდესაც ფიქრობდნენ, რომ როცა დაასანქცირებდნენ მოქმედ მოსამართლეებს, ჩვენ თავს ჩავღუნავდით, რადგანაც კორუფციის იარლიყს მოგვაკრავდნენ, ვერ გავბედავდით, რომ ხმამაღლა გველაპარაკა. ამიტომ ვართ განწყობილი საბრძოლველად, ვფიქრობთ, რომ ვართ მართლები, მიგვაჩნია, რომ სასამართლო ეს არის ხელისუფლება, რომლის საქმიანობაშიც არავინ არ უნდა ჩაერიოს, როგორიც არ უნდა მეგობრული ქვეყანა იყოს თუ ა.შ. [...]

რადგანაც მივმართეთ ჩვენ ბატონ პრემიერს, მიმაჩნია, რომ სუვერენიტეტის, დამოუკიდებლობის, უსაფრთხოების გარანტი არის საქართველოს პრემიერმინისტრი.


კომენტარები

კვირის ტოპ-5

  1. რა (არ) წერია ახალ სასკოლო სახელმძღვანელოებში?
  2. 2027 წლიდან ხელფასები საჯარო სექტორში 8.4%-ით მოიმატებს
  3. საგამოძიებო სამსახურში საკადრო ცვლილებებია — ვინ სად დაინიშნა?
  4. 1500-2500 ლარის შემოსავლის მქონე პირებისთვის კრედიტის ლიმიტი ნახევრდება — სებ-ის განმარტება
  5. აზერბაიჯანის საგარეო უწყება ქურმუხის ტაძართან დაკავშირებით საპატრიარქოს განცხადებას ეხმაურება

გირჩევთ

ახლა კითხულობენ

გადახედვა

"დაკავდით ნებისმიერი ხელოვნებით" — კურტ ვონეგუტის ცნობილი წერილი მოსწავლეებს

2006 წლის შემოდგომაზე ნიუ-იორკის ერთ-ერთი სკოლის ინგლისურის მასწავლებელმა, მის ლოკვუდმა, თავის მოსწავლეებს საინტერესო…