მასკმა Twitter-ის ლოგო Dogecoin-ის სიმბოლოთი შეცვალა — რატომ
ილონ მასკმა Twitter-ის საკულტო ლოგო ახალი ილუსტრაციით შეცვალა. ახალი ლოგო შიბა ინუს ჯიშის ძაღლის და ილონ მასკის საყვარელი კრიპტოვალუტის Dogcoin-ის სიმბოლოა.
Twitter-ის ვებ-გვერდის გახსნისას, ჩატვირთვის ეკრანზე ახალი ლოგო მომხმარებლების უმეტესობისთვის უკვე ჩანს. ახალი ლოგო მთავარ გვერდზეც მარტივადაა შესამჩნევი.
მასკმა ახალ ლოგოსთან დაკავშირებით სოციალურ ქსელში დიალოგის ნაწყვეტი გამოაქვეყნა, რომელსაც შემდეგი წარწერა ახლავს — "როგორც დაგპირდით". ვიზუალური მასალით ჩანს, რომ მომხმარებელი მილიარდერს ტვიტერის შეძენისაკენ და ლოგოს შეცვლისკენ უბიძგებს. რა თქმა უნდა, საუბარია Dogcoin-ის ილუსტრაციის გამოყენებაზე. მასკი ამაზე პასუხობს, რომ ეს "სიგიჟე იქნებოდა".
და მაინც, რა ხდება? ეს შეიძლება უბრალოდ ხუმრობა იყოს, ან საქმე ბევრად სერიოზულადაა. მხოლოდ ამ პატარა "ხუმრობით", Dogecoin-ის ფასი 10 პროცენტით გაიზარდა. თუმცა, ის მაინც დაბალია, ვიდრე მისი პიკური ფასი 2021 წლის მაისში.
აღსანიშნავია, რომ მასკს 258 მილიონი დოლარის ჯარიმის დაკისრება ემუქრება, რის მიხედვითაც ის Dogecoin-ის პოპულარიზაციას პირადმიდული სისტემის მსგავსად ახდენდა.
როგორ აღიქვამენ მასკის ამ აქტივობას სოციალური ქსელის მომხმარებლები, ამას დრო გვიჩვენებს. იგივე დრო ალბათ იმასაც გვეტვის, თუ კონკრეტულად რა სურს ამ სიახლით მასკს.
კომენტარები