ზურაბ ჯაფარიძე

31 Mar. 2023, 16:13

ბევრი სწორი რამე თქვა ზურაბიშვილმა, მაგრამ მთავარში ისევ იგივე გააკეთა — გადაეფარა ბიძინას და ქვეყნის რუსეთისკენ მიტრიალება მის ზებრებს შეტენა.

ბიძინა რომ გაიწია პოლიტიკიდან, მერე დაიწყო კურსის ცვლილებაო. რა გაიწია? სად გაიწია?

ღარიბაშვილი და კობახიძე გვაკარგვინებენ ევროპას და ბიძინა თუთიყუშებს წვრთნის? აბა რა ქნას? ვინც ჭამთ, რატომ ჭამთ ამას? რა ძალა გადგიათ?

ასე ეხმაურება პრეზიდენტის პარლამენტში გამოსვლას გირჩი — მეტი თავისუფლების ლიდერი. პრეზიდენტის კრიტიკული იყო ყველას მიმართ, გარდა ბიძინა ივანიშვილისა. ზურაბიშვილმა ქართულ ოცნებას ანტიევროპული განცხადებები და ნაბიჯები, უკრაინასთან ურთიერთობაში დაშვებული შეცდომები, ომზე პროპაგანდისტული ნარატივები და მის წინააღმდეგ დაწყებული დისკრედიტაციის კამპანია შეახსენა. ოპოზიციას კი — ბოიკოტები და დამაზიანებელი განცხადებები. მაგრამ მაინც ხაზგასმით თქვა, რომ მიმდინარე მოვლენებზე მთავარი პასუხისმგებლობა მთავრობას ეკისრება.


კომენტარები

კვირის ტოპ-5

  1. 2027 წლიდან ხელფასები საჯარო სექტორში 8.4%-ით მოიმატებს
  2. 1500-2500 ლარის შემოსავლის მქონე პირებისთვის კრედიტის ლიმიტი ნახევრდება — სებ-ის განმარტება
  3. მოსკოვში ბიზნესმენ მამუკა წერეთლის ყოფილი მეუღლის დანაწევრებული ცხედარი იპოვეს, 19 წლის შვილის გვამი კი — ეჭვმიტანილის ავტოფარეხში
  4. კახა კახიშვილი: პენსია 6 ან 7 დღის საბაზისო ხარჯებს უფარავს, დანარჩენი 23 დღე როგორ უნდა იცხოვროს პენსიონერმა?
  5. თბილისის სამ უბანს წყალი 24 საათით შეუწყდება — ქუჩების ჩამონათვალი

გირჩევთ

ახლა კითხულობენ

გადახედვა

ფიზიკოსებმა აღმოაჩინეს ზეგამტარი, რომელიც დროის სიმეტრიას "არღვევს"

გარკვეულ პირობებში (მაგ. იმაზე დაბალ ტემპერატურაზე, ვიდრე ღრმა კოსმოსშია) ზეგამტარებს ელექტროენერგიის გატარება…