ბელა რემზისთვის ბავშვობაში "არაჰოლივუდური გარეგნობის" გამო როლი არ მიუციათ
ფოტო: HBO
ინგლისელი მსახიობი ბელა რემზი წლევანდელი წლის ამომავალ ვარსკვლავად იქცა. იმის მიუხედავად, რომ რემზის Game of Thrones-ის ფანები წლებია, კარგად იცნობენ, ახალგაზრდა მსახიობს საყოველთაო პოპულარობა HBO-ის კიდევ ერთ გახმაურებულ სერიალში, The Last of Us, მონაწილეობამ მოუტანა.
უკანასკნელ ჩვენგანში 19 წლის ბელამ ერთ-ერთი მთავარი პერსონაჟი, ელი, განასახიერა. თუმცა, მისი სამსახიობო დებიუტი ჯერ კიდევ 2007 წელს შემდგარა, როცა 4 წლის რემზი სკოლამდელი სასწავლებლის სცენაზე დადგა.
მაგრამ, როგორც ჩანს, ჰოლივუდის ინდუსტრიაში ბავშვებიც კი არ არიან დაცულები სილამაზის არარეალისტური და დრომოჭმული სტანდარტების გავლენისგან. სულ ცოტა ხნის წინ ბელამ გაიხსენა, თუ როგორ დაიწუნეს როლზე მხოლოდ მისი გარეგნობის გამო.
"ჩემს ერთ-ერთ პირველ კასტინგზე მითხრეს, რომ რეჟისორს ძალიან მოვეწონე, მაგრამ [პროექტში] მონაწილეობას მაინც ვერ მივიღებდი, რადგან 'არაჰოლივუდური გარეგნობა' მქონდა", — იხსენებს რემზი, — "ძალიან საინტერესო მგონია ეს".
ინტერვიუდან ეს ნაწყვეტი ინტერნეტში სწრაფად გავრცელდა. ინტერნეტმომხმარებლები უკმაყოფილოდ აღნიშნავდნენ, თუ რა გავლენა ექნებოდა მომხდარს მომავალ მსახიობზე.
"წარმოიდგინეთ, 6 თუ 7 წლის რომ ხართ და ამას გეუბნებიან", — დაწერა ტვიტერზე ერთ-ერთმა მომხმარებელმა, — "ძალიან სევდიანი ამბავია".
ფანებმა ასევე გააკრიტიკეს ჰოლივუდური ტენდენცია, როცა ნიჭიერი მსახიობი მისი გარეგნობის გამო შეიძლება დაიწუნონ. ამასთან, ზოგმა აღნიშნა, რომ ვარსკვლავებსაც კი მუდმივად უხდებათ, "ჰოლივუდური გარეგნობის" ჩარჩოს მოერგონ, რომელიც უკიდურესად ვიწრო და არაინკლუზიურია.
ფოტო: HBO
აღსანიშნავია, რომ ეს პირველი შემთხვევა არაა, როცა ბელა რემზიმ არსებულ უარყოფით ტენდენციებზე ღიად ისაუბრა. მსახიობმა, რომელიც წლის დასაწყისში გენდერფლუიდად დაქამინგაუთდა, წინათ ასევე აღნიშნა, რომ ლგბტქ პერსონაჟებისადმი მაყურებლის ნეგატიური დამოკიდებულება არ აშინებს.
სხვათა შორის, The Last Of Us-ის მეორე სეზონში, რომელიც უკვე დამტკიცდა, რემზის პერსონაჟი გაზრდილია. თუმცა, ამის მიუხედავად, სერიალის გაგრძელებაში ელის მაინც ბელა განასახიერებს.
-
"ორშაბათიდან ჩვეული მენიუ დაუბრუნდება ბაღებს" — კახა აბულაძე ბაღების მენიუდან რძის პროდუქტების ამოღებაზე "ორშაბათიდან ჩვეული მენიუ დაუბრუნდება ბაღებს" — კახა აბულაძე ბაღების მენიუდან რძის პროდუქტების ამოღებაზე
გადახედვა
-
თიბისის მხარდაჭერით ტექ ოლიმპიადების ჰაბში მოსწავლეებისთვის სასერტიფიკატო კურსებზე მიღება დაიწყო თიბისის მხარდაჭერით ტექ ოლიმპიადების ჰაბში მოსწავლეებისთვის სასერტიფიკატო კურსებზე მიღება დაიწყო
-
აშშ-მა პუტინი G20-ის სამიტზე მიიწვია აშშ-მა პუტინი G20-ის სამიტზე მიიწვია
გადახედვა
-
მერის მოადგილე აცხადებს, რომ ნოროვირუსი ბაღებში "გარედანაა შესული" მერის მოადგილე აცხადებს, რომ ნოროვირუსი ბაღებში "გარედანაა შესული"
გადახედვა
-
"განვიხილეთ საქართველოსა და გაეროს თანამშრომლობა" — ირაკლი კობახიძე ანტონიო გუტიერეშს შეხვდა "განვიხილეთ საქართველოსა და გაეროს თანამშრომლობა" — ირაკლი კობახიძე ანტონიო გუტიერეშს შეხვდა
გადახედვა
-
EU-მა და 50-მა ქვეყანამ, მათ შორის საქართველომ რუსეთს ცეცხლის შეწყვეტისკენ მოუწოდა — განცხადებას აშშ არ შეუერთდა EU-მა და 50-მა ქვეყანამ, მათ შორის საქართველომ რუსეთს ცეცხლის შეწყვეტისკენ მოუწოდა — განცხადებას აშშ არ შეუერთდა
გადახედვა
-
პაპუაშვილმა რუსთაველის პროტესტის მონაწილეებს "ფსევდორელიგიური სექტა" კიდევ ერთხელ უწოდა პაპუაშვილმა რუსთაველის პროტესტის მონაწილეებს "ფსევდორელიგიური სექტა" კიდევ ერთხელ უწოდა
გადახედვა
-
"სითი მოლი საბურთალოს" მიმდებარე ტერიტორიაზე გადაადგილების ახალი სქემა ამოქმედდა "სითი მოლი საბურთალოს" მიმდებარე ტერიტორიაზე გადაადგილების ახალი სქემა ამოქმედდა
გადახედვა
-
გიორგი გახარია აცხადებს, რომ მათი პარტიის აკრძალვის შესახებ სარჩელი მათთვის ხელმისაწვდომი არაა გიორგი გახარია აცხადებს, რომ მათი პარტიის აკრძალვის შესახებ სარჩელი მათთვის ხელმისაწვდომი არაა
გადახედვა
-
ხელოვნური ინტელექტი კაცობრიობას მართლა გაანადგურებს? — მიმდინარე დისკუსიების ანალიზი ხელოვნური ინტელექტი კაცობრიობას მართლა გაანადგურებს? — მიმდინარე დისკუსიების ანალიზი
გადახედვა
-
გამოავლინეს ეგზოპლანეტა, რომელიც თავისი ვარსკვლავის საპირისპირო მიმართულებით მოძრაობს გამოავლინეს ეგზოპლანეტა, რომელიც თავისი ვარსკვლავის საპირისპირო მიმართულებით მოძრაობს
გადახედვა
-
სოციალური სამართლიანობის ცენტრმა აფგან სადიგოვის საქმეზე სტრასბურგის სასამართლოს მიმართა სოციალური სამართლიანობის ცენტრმა აფგან სადიგოვის საქმეზე სტრასბურგის სასამართლოს მიმართა
გადახედვა
-
POG: ძმებ ფეიქრიშვილებს ჯგუფურ ხულიგნობასა და გამოძალვაზე ბრალი წარედგინათ POG: ძმებ ფეიქრიშვილებს ჯგუფურ ხულიგნობასა და გამოძალვაზე ბრალი წარედგინათ
გადახედვა
-
მოგზაურობისთვის ემზადები? —გაიგე, როგორ შეგიძლია დააკონვერტირო თანხა უცხოურ ვალუტაში მობილბანკით მოგზაურობისთვის ემზადები? —გაიგე, როგორ შეგიძლია დააკონვერტირო თანხა უცხოურ ვალუტაში მობილბანკით
-
აღმოაჩინეს ამება, რომელიც 63°C ტემპერატურას უძლებს — ახალი რეკორდი აღმოაჩინეს ამება, რომელიც 63°C ტემპერატურას უძლებს — ახალი რეკორდი
გადახედვა
-
უზენაესმა სასამართლომ "რძის სკანდალის" საქმეზე კომპანია "ჩირინას" ლაშა პაპაშვილისთვის ₾1.6 მლნ-ის გადახდა დააკისრა უზენაესმა სასამართლომ "რძის სკანდალის" საქმეზე კომპანია "ჩირინას" ლაშა პაპაშვილისთვის ₾1.6 მლნ-ის გადახდა დააკისრა
გადახედვა
-
ქართულმა მხარემ უკრაინას ძებნილი უკრაინის მოქალაქე გადასცა ქართულმა მხარემ უკრაინას ძებნილი უკრაინის მოქალაქე გადასცა
გადახედვა
-
რომში კოლიზეუმი მუშის გარდაცვალების გამო დაიკეტა რომში კოლიზეუმი მუშის გარდაცვალების გამო დაიკეტა
გადახედვა
-
ჯივიპის განცხადება წყალმომარაგების დროებით შეზღუდვასთან დაკავშირებით ჯივიპის განცხადება წყალმომარაგების დროებით შეზღუდვასთან დაკავშირებით
-
ვის ეხება საპენსიო შენატანების ამნისტია? ვის ეხება საპენსიო შენატანების ამნისტია?
გადახედვა
-
სეს: სურსათის უვნებლობის მაჩვენებლებზე 81 ნიმუშში დარღვევა არ დადასტურდა სეს: სურსათის უვნებლობის მაჩვენებლებზე 81 ნიმუშში დარღვევა არ დადასტურდა
გადახედვა
კომენტარები