ერევნის მერი გადადგა
ერევნის მერმა, ჰრაჩია სარგსიანმა, გადადგომის შესახებ განცხადება გააკეთა. მოგვიანებით, 2023 წლის ბოლოს საკრებულოს არჩევნები არის დაგეგმილი.
პარასკევს მუნიციპალიტეტის რიგგარეშე სხდომაზე სარგსიანმა თქვა, რომ ტოვებს თანამდებობას, რადგან არჩევნები მალე ჩატარდება და იმიტომ, რომ "მთავრობასა და მუნიციპალიტეტს შორის კარგი თანამშრომლობაა".
მან დასძინა, რომ დარჩება მმართველი სამოქალაქო კონტრაქტის პარტიის წევრი, რომელმაც ის პოსტზე 2021 წლის ბოლოს წარადგინა. არჩევნებამდე მერის ერთ-ერთი მოადგილე მერის მოვალეობის შემსრულებელი იქნება.
სარგსიანმა გამოაცხადა, ერევნის მომდევნო მუნიციპალურ არჩევნებზე, რომელიც შემოდგომაზეა დაგეგმილი, სამოქალაქო კონტრაქტის კანდიდატი ტიგრან ავინიანი იქნება, რომელიც ერევნის მერის მოადგილე და პრემიერმინისტრ ნიკოლ ფაშინიანის ახლო მოკავშირეა.
ავინიანი პოლიტიკურ სცენას 2022 წლის სექტემბერში მერის მოადგილედ დაუბრუნდა.
ის ადრე, 2018 წელს, სამოქალაქო კონტრაქტის ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ ვიცე-პრემიერად მუშაობდა, სანამ 2021 წელს პარტიასთან უთანხმოების გამო თანამდებობიდან გადადგომის შესახებ არ განაცხადა. მან უკმაყოფილება გამოხატა ორი ცნობილი ბიზნესმენის — გურგენ არსენიანისა და ხაჩატურ სუქიასიანის სამოქალაქო კონტრაქტის საარჩევნო სიაში შეყვანის გამო. ისინი შემოდგომაზე 2021 წლის საპარლამენტო არჩევნებზე დეპუტატებად აირჩიეს.
სარგსიანი ერევნის მერი 2021 წლის ბოლოს გახდა, კომიკოსის და მმართველი პარტიის ყოფილი მოკავშირის, ჰაიკ მარუტიანის თანამდებობიდან გადაყენების შემდეგ.
2021 წლის დეკემბერში ერევნის საქალაქო საბჭომ მარუტიანს უნდობლობა გამოუცხადა და მერის თანამდებობიდან გადააყენა.
სტატიაში წარმოდგენილი შეხედულებები ეკუთვნის ავტორს და არ წარმოადგენს On.ge-ის პოზიციას. მასალა ქვეყნდება OC Media-სთან პარტნიორობის ფარგლებში, რომლის შედეგად, გამოცემის სტატიები ამიერიდან ოთხ ენაზე გავრცელდება. საქართველოში OC Media-ს პარტნიორი On.ge-ა. სტატია ინგლისურად შეგიძლიათ წაიკითხოთ აქ.
კომენტარები