კახა კალაძე

15 Mar. 2023, 11:51

ბიზნესსექტორს ავარიული სახლის მესაკუთრეებთან შეთანხმების შემდეგ, მიეცემა შესაძლებლობა, თავად მოახდინონ ისტორიულ უბნებში არსებული ავარიული შენობა-ნაგებობების ჩანაცვლება ან რეაბილიტაცია.

თუმცა, ბიზნესი ავარიული სახლების ჩანაცვლებას ან რეაბილიტაციას განახორციელებს მხოლოდ თბილისის განვითარების ფონდის მიერ შემუშავებული დეტალური პროექტისა და ხარჯთაღრიცხვის შესაბამისად. [...] ამის სანაცვლოდ, მუნიციპალიტეტი ბიზნესსექტორს სთავაზობს მათ საკუთრებაში არსებულ მიწაზე, რომელიც აუცილებლად უნდა მდებარეობდეს ისტორიული უბნების გარეთ და არა ისტორიულ უბნებში, გასცეს მიმდებარე არეალთან შესაბამისი გეგმარებითი გადაწყვეტილება და კონკრეტული პარამეტრები მიანიჭოს.

გარდა ამისა, შესაძლებელი იქნება, დაინტერესებულმა ბიზნეს სუბიექტმა შესაბამისი თანხა პირდაპირ ბიუჯეტში გადაიხადოს და სამუშაოების შესრულება მთლიანად გადააბაროს თბილისის განვითარების ფონდს. შეიძლება, ბიზნესს არ უნდოდეს თვითონ უშუალოდ სამუშაოებში ჩართვა, ვაძლევთ შესაძლებლობას, თანხა ბიუჯეტში გადარიცხოს და თბილისის განვითარების ფონდმა აწარმოოს სამუშაოები, თვითონ დაიქირაოს კონტრაქტორი კომპანია და თვითონ მოაწესრიგოს შენობა-ნაგებობა.

ბიზნესი თუ დაინტერესებულია კონკრეტული სივრცით, რეაბილიტაციით, ყველანაირად ვუწყობთ ხელს, ვეხმარებით, შესაძლებლობას ვაძლევთ იმ მიწის ნაკვეთზე, რომელიც მდებარეობს არაისტორიულ უბნებში, მივცეთ განვითარების შესაძლებლობა.


კომენტარები

კვირის ტოპ-5

  1. გიგა ავალიანის საქმეზე არასრულწლოვანი ნ.ი. "ჯანმთელობის ჯგუფურად, განზრახ მძიმედ დაზიანების წაქეზების" მუხლით დააკავეს — საქმის პროკურორი
  2. სტუდენტებმა სახელმწიფო უნივერსიტეტებში სრული დაფინანსების მისაღებად გარკვეული პირობები უნდა დააკმაყოფილონ — მთავრობის ახალი დადგენილება
  3. გიორგი ლეონიძის ქუჩაზე საგზაო მოძრაობა 10 დღით იზღუდება
  4. "ბლექ სი პეტროლიუმმა" რუსული ნედლი ნავთობის ჩანაცვლება დაიწყო — განცხადება
  5. ენგურჰესის აგრეგატებზე დაგეგმილ ტესტირებას ელექტროენერგეტიკული სისტემის სრული გათიშვა მოჰყვა — სემეკის წევრის განცხადება

გირჩევთ

ახლა კითხულობენ

გადახედვა

Reuters: რუსეთში ჩრდილოეთ კორეის სარაკეტო ქვედანაყოფი განთავსდა

ჩრდილოეთ კორეის სარაკეტო ქვედანაყოფმა რუსეთში განლაგება დაიწყო. უკრაინის სამხედრო დაზვერვის ცნობით, ის შესაძლოა 120…