რომელი სმარტფონია ყველაზე პოპულარული საქართველოში? — Rakuten Viber მონაცემებს გვიზიარებს
Rakuten Viber, გლობალური ლიდერი პირადი და უსაფრთხო შეტყობინებებისა და ხმოვანი კომუნიკაციის სფეროში, 2023 წლის თებერვლის მონაცემებს აზიარებს, რათა გავარკვიოთ, თუ ყველაზე ხშირად, რომელ სმარტფონებს იყენებენ ქვეყანაში.
ირკვევა, რომ საქართველოში Viber-ის მომხმარებელთა უმრავლესობა — 70%, ანდროიდის სისტემას ანიჭებს უპირატესობას, iOS სისტემა კი, მხოლოდ მეორე ადგილს იკავებს — Viber-ის ქართველ მომხმარებელთა მხოლოდ 30% იყენებს Apple-ის სმარტფონებს.
2023 წლის თებერვლის მონაცემების მიხედვით, Viber-ის ქართველ მომხმარებლებში, ყველაზე პოპულარული სმარტფონის ბრენდებია:
- Samsung
- Apple
- Redmi
- Huawei
- Xiaomi
- POCO
- Realme
- Nokia
- Tecno
Rakuten Viber-ის მონაცემების მიხედვით, შეგვიძლია გავეცნოთ ქართველი მომხმარებლების რჩეული სმარტფონების მოდელებსაც. 2023 წლის თებერვალში, პირველი ადგილი iPhone 11-მა დაიკავა. მეორე და მესამე ადგილზე კი, iPhone 7 და Samsung Galaxy A12 გავიდნენ.
აღსანიშნავია, რომ გასული წლის თებერვალში, ყველაზე პოპულარული სმარტფონების სია iOS სისტემის მქონე მოწყობილობებმა დაიკავეს: პირველი ადგილი iPhone 7-ს ერგო, მეორე ადგილი iPhone 11-მა დაიკავა, ხოლო მესამე - iPhone 6S-მა. როგორც ხედავთ, 1 წლის განმავლობაში, მომხმარებლების საყვარელ სმარტფონებს შორის, ახალი მოდელები გამოჩნდნენ: Samsung Galaxy A32, Samsung Galaxy A52, iPhone 13.
2023 წლის თებერვლის მონაცემების მიხედვით, Viber-ის ქართველი მომხმარებლებისთვის სმარტფონების რჩეული მოდელებია:
- iPhone 11
- iPhone 7
- Samsung Galaxy A12
- Samsung Galaxy A32
- Samsung Galaxy A51
- iPhone 6S
- Samsung Galaxy A52
- Redmi Note 8
- Samsung Galaxy A21S
- iPhone 13
აღნიშნული მონაცემების წყარო Rakuten Viber-ია და ის მოიცავს მხოლოდ სმარტფონების ბრენდებსა და მოდელებს. Viber-ის ყველაზე მნიშვნელოვანი მახასიათებელია დაცული კომუნიკაცია — აპლიკაცია იყენებს ბოლოდან ბოლომდე დაშიფვრის (E2EE) მეთოდს. შესაბამისად, ისეთი მონაცემები, როგორიცაა პერსონალური და ჯგუფური ჩატები, პერსონალური აუდიო და ვიდეო ზარები, გაზიარებული მედია და დაკავშირებული მოწყობილობები, არც Rakuten Viber-ის და არც მესამე პირებისთვის არ არის ხელმისაწვდომი.
Rakuten Viber-ის შესახებ: Rakuten Viber აკავშირებს ადამიანებს. არ აქვს მნიშვნელობა, ვინ არიან ან საიდან არიან ისინი. გლობალურ მომხმარებელთა ბაზას აქვს წვდომა უამრავ ფუნქციაზე, როგორიცაა ჩატი, ვიდეო ზარები, ჯგუფური შეტყობინებები და განახლებები, დისკუსიები მათ საყვარელ ბრენდებთან და ცნობილ ადამიანებთან. Viber მომხმარებლებს ემოციების გაზიარებისთვის უსაფრთხო და თავისუფალ გარემოს უზრუნველყოფს. ის NBA Golden State Warriors-ის მყისიერი შეტყობინებებისა და ზარების აპლიკაციის ოფიციალური პარტნიორია.
კომენტარები