მამუკა მდინარაძე

10 Mar. 2023, 02:01

არის რაღაც საკითხები, რასთან დაკავშირებითაც ჩვენ შეუვალები ვართ. როდესაც ადამიანს ეხება საქმე, მის სიცოცხლეს და ჯანმრთელობას, როცა ასეთი რისკები რეალურად დგება კითხვის ნიშნის და რისკის ქვეშ, ჩვენ იქ უკვე მართალი ვარ, მტყუანი ვარ, ამას უნდა დაანებო თავი, ეს უნდა შეძლო, ვიღაცებისგან განსხვავებით, წინა ხელისუფლებები ამას ვერ ახერხებდნენ [...] უნდა შეძლო, რომ გადადო ყველაფერი გვერდით და თქვა, რომ კი ბატონო, შეიძლება მართალი ვარ და მართალიც ვარ ბოლომდე, მაგრამ მე, ამ შემთხვევაში, როგორც პასუხისმგებლიანი პარტია, გამოვდივარ მთავარი ინტერესიდან, ეს არის ადამიანის სიცოცხლე და ჯანმრთელობა და ოდნავი რისკიც ამ მიმართულებით რომ არ გაჩნდეს, მე ამ პროცესს საერთოდ ვანებებ თავს. ის, რა საკითხიც იყო დაყენებული, ამ საკითხთან შედარებით, სხვა საკითხები არის მეორეხარისხოვანი და პირველხარისხოვანია ადამიანის სიცოცხლე და ჯანმრთელობა და ამას მოვუფრთხილდით ჩვენ. 

[...] ისეთი ასაკის ბავშვები აღმოვაჩინეთ ჩვენ იქ, კადრებში, ისედაც, ინფორმაციების დონეზე და ამიტომ, ვთქვით, რომ ამ ბავშვებთან ასე პრინციპზე დადგომა არ შეიძლება. 

აქციის დარბევის, მოქალაქეებისა და ჟურნალისტების ცემის შემდეგ მდინარაძე ამტკიცებს, ქართული ოცნება პასუხისმგებლიანი პარტიაა და როდესაც საქმე ადამიანის სიცოცხლეს ეხება, "შეუვალები" არიან.


კომენტარები

კვირის ტოპ-5

  1. თბილისის 3 რაიონს, მცხეთას, ნატახტარს, წიწამურსა და წეროვანის დევნილთა დასახლებას წყლის მიწოდება 36 საათით შეუწყდება — მიზეზი
  2. მასწავლებელთა სახელფასო ანაზღაურების წესი იცვლება
  3. რა (არ) წერია ახალ სასკოლო სახელმძღვანელოებში?
  4. საგამოძიებო სამსახურში საკადრო ცვლილებებია — ვინ სად დაინიშნა?
  5. აზერბაიჯანის საგარეო უწყება ქურმუხის ტაძართან დაკავშირებით საპატრიარქოს განცხადებას ეხმაურება

გირჩევთ

ახლა კითხულობენ

გადახედვა

თბილისის საჯარო საბავშვო ბაღებში კვების შეზღუდვები მოიხსნა

თბილისის საჯარო საბავშვო ბაღებში კვების შეზღუდვები მოხსნილია და აღსაზრდელები სტანდარტული მენიუთი იკვებებიან. როგორც…