ბალენსიაგამ პარიზის მოდის კვირეულზე ახალი კოლექცია წარადგინა — ნახეთ ფოტოები
ფოტო: Balenciaga
პარიზის მოდის კვირეული დაიწყო და ბალენსიაგამ 2023 წლის შემოდგომის კოლექცია უკვე წარადგინა. ეს ბრენდის პირველი ჩვენებაა მას შემდეგ, რაც ბალენსიაგა ბავშვების სექსუალიზებაში დაადანაშაულეს. ბალენსიაგას შემოქმედებითმა ხელმძღვანელმა და ქართველმა დიზაინერმა დემნამ 2023 წლის შემოდგომის კოლექციის წარსადგენ განცხადებაში მოდისა და ბალენსიაგასთან დაკავშირებული სკანდალის შესახებ ისაუბრა.
"მოდა ერთგვარ გასართობად იქცა და ეს ნაწილი ხშირად ჩრდილავს მის არსს, რომელიც მდგომარეობს ფორმებსა და ზომებში, სილუეტებში, სხეულსა და ქსოვილს შორის ურთიერთობის ჩამოყალიბებაში, სამხრეებისა და სამკლავურების შექმნასა და კიდევ იმაში, როგორ გვცვლის სამოსი ჩვენ", — განაცხადა დემნამ.
ფოტო: Balenciaga
ფოტო: Balenciaga
ფოტო: Balenciaga
შეგახსენებთ, რომ გასულ წელს ბალენსიაგას სადღესასწაულო კამპანიამ, რომელშიც ბავშვები მონაწილეობდნენ, საზოგადოების დიდი კრიტიკა დაიმსახურა. ბრენდის საჩუქრების მაღაზიის კამპანიაში ბავშვები სათამაშო დათვის ჩანთებთან ერთად მონაწილეობდნენ, ხოლო დათვებს ბადიანი მაისურები და ტყავის აღჭურვილობა ეცვათ, რაც საზოგადოების დიდი ნაწილისთვის სექსთან და სექსუალურ ფანტაზიებთან ასოცირდა. სწორედ ამ კამპანიის გამო, ბალენსიაგა ბავშვების სექსუალიზებაში დაადანაშაულეს. კამპანიასთან დაკავშირებული სკანდალის შემდეგ ბალენსიაგამ და დემნამ საჯაროდ ბოდიში არაერთხელ მოიხადეს.
ფოტო: Balenciaga
ფოტო: Balenciaga
ფოტო: Balenciaga
"ბოლო თვეების განმავლობაში მოდისადმი ჩემი სიყვარულის დაცვა დამჭირდა და ეს განუზრახველად შევძელი სამოსის შექმნის პროცესით. ამით კიდევ ერთხელ დავრწმუნდი, რამხელა ძალა აქვს მას, რომ გამაბედნიეროს და საკუთარი თავის გამოხატვის საშუალება მომცეს. სწორედ ამიტომ, მოდა ჩემთვის გართობა კი აღარაა, არამედ — სამოსის შექმნის ხელოვნება", — ამბობს დემნა.
ბალენსიაგას 2023 წლის შემოდგომის კოლექციაში შავი ფერი და დიდი ზომის სამოსი ჭარბობდა. სტატიაში ბალენსიაგას კოლექციიდან რამდენიმე სამოსს გთავაზობთ:
ფოტო: Balenciaga
ფოტო: Balenciaga
ფოტო: Balenciaga
ფოტო: Balenciaga
-
"სითი მოლი საბურთალოს" მიმდებარე ტერიტორიაზე გადაადგილების ახალი სქემა ამოქმედდა "სითი მოლი საბურთალოს" მიმდებარე ტერიტორიაზე გადაადგილების ახალი სქემა ამოქმედდა
გადახედვა
-
გიორგი გახარია აცხადებს, რომ მათი პარტიის აკრძალვის შესახებ სარჩელი მათთვის ხელმისაწვდომი არაა გიორგი გახარია აცხადებს, რომ მათი პარტიის აკრძალვის შესახებ სარჩელი მათთვის ხელმისაწვდომი არაა
გადახედვა
-
ხელოვნური ინტელექტი კაცობრიობას მართლა გაანადგურებს? — მიმდინარე დისკუსიების ანალიზი ხელოვნური ინტელექტი კაცობრიობას მართლა გაანადგურებს? — მიმდინარე დისკუსიების ანალიზი
გადახედვა
-
შავი ლომის მონაწილეობით თბილისში საერთაშორისო სარაგბო ტურნირი იწყება შავი ლომის მონაწილეობით თბილისში საერთაშორისო სარაგბო ტურნირი იწყება
-
ყვარელში ცივი იარაღით 85 წლის ქალი მოკლეს ყვარელში ცივი იარაღით 85 წლის ქალი მოკლეს
გადახედვა
-
გამოავლინეს ეგზოპლანეტა, რომელიც თავისი ვარსკვლავის საპირისპირო მიმართულებით მოძრაობს გამოავლინეს ეგზოპლანეტა, რომელიც თავისი ვარსკვლავის საპირისპირო მიმართულებით მოძრაობს
გადახედვა
-
სოციალური სამართლიანობის ცენტრმა აფგან სადიგოვის საქმეზე სტრასბურგის სასამართლოს მიმართა სოციალური სამართლიანობის ცენტრმა აფგან სადიგოვის საქმეზე სტრასბურგის სასამართლოს მიმართა
გადახედვა
-
ტესტი: რომელი უფრო ადრე გაჩნდა? ტესტი: რომელი უფრო ადრე გაჩნდა?
-
მოგზაურობისთვის ემზადები? —გაიგე, როგორ შეგიძლია დააკონვერტირო თანხა უცხოურ ვალუტაში მობილბანკით მოგზაურობისთვის ემზადები? —გაიგე, როგორ შეგიძლია დააკონვერტირო თანხა უცხოურ ვალუტაში მობილბანკით
-
აღმოაჩინეს ამება, რომელიც 63°C ტემპერატურას უძლებს — ახალი რეკორდი აღმოაჩინეს ამება, რომელიც 63°C ტემპერატურას უძლებს — ახალი რეკორდი
გადახედვა
-
უზენაესმა სასამართლომ "რძის სკანდალის" საქმეზე კომპანია "ჩირინას" ლაშა პაპაშვილისთვის ₾1.6 მლნ-ის გადახდა დააკისრა უზენაესმა სასამართლომ "რძის სკანდალის" საქმეზე კომპანია "ჩირინას" ლაშა პაპაშვილისთვის ₾1.6 მლნ-ის გადახდა დააკისრა
გადახედვა
-
ქართულმა მხარემ უკრაინას ძებნილი უკრაინის მოქალაქე გადასცა ქართულმა მხარემ უკრაინას ძებნილი უკრაინის მოქალაქე გადასცა
გადახედვა
-
რომში კოლიზეუმი მუშის გარდაცვალების გამო დაიკეტა რომში კოლიზეუმი მუშის გარდაცვალების გამო დაიკეტა
გადახედვა
-
ვის ეხება საპენსიო შენატანების ამნისტია? ვის ეხება საპენსიო შენატანების ამნისტია?
გადახედვა
-
სეს: სურსათის უვნებლობის მაჩვენებლებზე 81 ნიმუშში დარღვევა არ დადასტურდა სეს: სურსათის უვნებლობის მაჩვენებლებზე 81 ნიმუშში დარღვევა არ დადასტურდა
გადახედვა
-
მასწავლებელთა სახელფასო ანაზღაურების წესი იცვლება მასწავლებელთა სახელფასო ანაზღაურების წესი იცვლება
გადახედვა
-
თბილისის 3 რაიონს, მცხეთას, ნატახტარს, წიწამურსა და წეროვანის დევნილთა დასახლებას წყლის მიწოდება 36 საათით შეუწყდება — მიზეზი თბილისის 3 რაიონს, მცხეთას, ნატახტარს, წიწამურსა და წეროვანის დევნილთა დასახლებას წყლის მიწოდება 36 საათით შეუწყდება — მიზეზი
გადახედვა
-
გადახდა ბეჭდით — ქართული პროდუქტი CNICK უკვე საქართველოს ბაზარზეც ხელმისაწვდომია გადახდა ბეჭდით — ქართული პროდუქტი CNICK უკვე საქართველოს ბაზარზეც ხელმისაწვდომია
გადახედვა
-
ჰეიდენ პანეტიერი ფენტანილისა და სხვადასხვა პრეპარატის ზედოზირებით გარდაიცვალა ჰეიდენ პანეტიერი ფენტანილისა და სხვადასხვა პრეპარატის ზედოზირებით გარდაიცვალა
გადახედვა
-
30 სექტემბერს კონსერვატორიაში საქველმოქმედო კონცერტ-მარათონი "ერთად ლიასთვის" გაიმართება 30 სექტემბერს კონსერვატორიაში საქველმოქმედო კონცერტ-მარათონი "ერთად ლიასთვის" გაიმართება
გადახედვა
-
საქართველოს შემდეგ, ირანული ავიაკომპანიების რეისები აზერბაიჯანმაც შეაჩერა საქართველოს შემდეგ, ირანული ავიაკომპანიების რეისები აზერბაიჯანმაც შეაჩერა
გადახედვა
კომენტარები