მოგზაურობა ტექნოლოგიებთან ერთად — სოსო ნებიერიძე მსოფლიოს გარშემო
ახალი ადგილების მონახულება ჩვენს ცხოვრებას ორ ნაწილად — "მდე" და "შემდგომ" პერიოდებად ყოფს. მოგზაურობა ნამდვილად არაჩვეულებრივი გამოცდილებაა, მაგრამ არანაკლებ შთამბეჭდავი შეიძლება იყოს ფოტოები და ვიდეოები, რომლებიც ყველაზე მძაფრ ემოციებსა და მოგონებებს უყრის თავს. ამ კუთხით დიდი პოპულარობით სარგებლობს ბლოგები, რომლებიც ახალი ქვეყნების ან სულაც კონტინენტების, მათი ბუნების სილამაზის, არქიტექტურის და ზოგადად, ახალი კულტურის გაცნობას და შესწავლას ეხება.
მსოფლიოს ყველაზე შორეული კუთხეების ამსახველი კადრების ყურება გვაძლევს შესაძლებლობას, ვიოცნებოთ და გავაფართოოთ საკუთარი ჰორიზონტი. მაგრამ ხანდახან ისეც ხდება, რომ გადაღებული 1000 ფოტოდან მხოლოდ 1 გიზიდავს. არ არსებობს უნივერსალური ფორმულა, მაგრამ შეგვიძლია დანამდვილებით ვთქვათ, რომ ნანახის, განცდილისა და ხარისხიანი ტექნიკის შეთავსება საუკეთესო შედეგისკენ გადადგმული სწორი ნაბიჯია.
მოგზაურობა, როგორც ცხოვრება
ყველას ერთხელ მაინც გვითქვამს, ან გვსმენია, რომ კამერა მთელ სილამაზეს ვერ გადმოსცემს და ყველაფერი საკუთარი თვალით უნდა ნახო. თუმცაღა, ქართველი მოგზაურ-ბლოგერი და იუთუბერი სოსო ნებიერიძე ამ მითს ამსხვრევს: მას აქვს გარემოს კადრებით გადმოცემის ნიჭი და ცოდნა. ბლოგერი მსოფლიოს 196 ქვეყნიდან 59-ში უკვე ნამყოფია და გაჩერებასაც არ აპირებს.
"ჩემთვის მოგზაურობა არის ის, რაზეც უარს უკვე ვეღარასდროს ვიტყვი. ეს სიყვარულია. მე სულ უფრო და უფრო მეტი შთაბეჭდილებები მჭირდება. პირდაპირი მნიშვნელობით, ხარბად ვეწაფები ახალ ადგილებს. სურვილი ერთია — რაც შეიძლება დიდხანს შევინახო ის ცოცხალი ემოციები და მაქსიმალურად გავუზიარო სხვებს ეს სილამაზე", — აღნიშნავს სოსო.
საკუთარი ხედვის წარმოსაჩენად მოგზაურ-ბლოგერს ტექნოლოგიები ეხმარება. კერძოდ, სოსომ უკვე დიდი ხანია თავის კომპანიონად MacBook Air M1 აირჩია. მისი არჩევანი სამმა ფაქტორმა განაპირობა — საიმედოობა, სიმძლავრე და პორტატულობა.
მნიშვნელოვანია რაკურსი და არამხოლოდ
ვიდეო თუ ფოტოსამყაროს შესწავლითა და ექსპერიმენტებით, სოსომ იდეალური კონტენენტის შექმნისთვის საჭირო წესები შეიმუშავა. მათ შორის ერთ-ერთი სწორად შერჩეული ადგილმდებარეობა და ბუნებრივი განათებაა. ტურისტების თავშეყრის ადგილიდან სულ რამდენიმე ნაბიჯის გადადგმა არის საჭირო იმისთვის, რომ ფოტოების გადასაღებად სრულიად განსხვავებული ხედი ნახო. ხანდახან შედეგი რისკსა და გამბედაობას მოითხოვს: საჭირო ხდება შიშის გადალახვა და საკუთარი თავის წარმოჩენა იმისთვის, რომ მიაღწიო ადგილამდე, საიდანაც იდეალური ფოტო გამოვა. მაგალითად, ლომისათვის ფოტოს გადაღება, როდესაც მტაცებლის პირისპირ იმყოფები, ან გრენლანდიის წყლებში მცურავ აისბერგების დაკვირვება.
ასევე, უნდა აღვნიშნოთ ის, რაც ყველას ავიწყდება — მოგზაურობა და დასვენება ერთი და იგივე არ არის. ბლოგერობა სამუშაოა, მართალია, სასიამოვნო და საინტერესო, მაგრამ მაინც სამუშაოა. მომენტისა და საჭირო განათების შესარჩევად შეიძლება მოუხერხებელ პოზაში მთელი ღამის გათენება მოგიწიოს ან სულაც რამდენიმე დღე ვერ დაიძინო. შეიძლება ფიქრობდე, რომ ფოტოს გადაღება ერთი "დაწკაპუნებაა", მაგრამ რეალურად ეს მთელი პროცესია. ძალიან მცირე დროში შეიძლება მოგიწიოს ადგილის დათვალიერება, ლოკაციის არჩევა, კულტურული ნიუანსების შესწავლა. ამ ყველაფერს ემატება გადარბენები აეროპორტებში, ბილეთების ყიდვა, დასარჩენი ადგილისა და ტრანსპორტის ძიება. ამიტომ, სოსოს მეორე წესი დაგეგმვის პროცესია, რომელიც მოგზაურობამდე დიდი ხნით ადრე იწყება.
დაბოლოს — სტილი. მაგალითად, ეს შეიძლება იყოს არტისტული ხედვა, კონტენტის უნიკალურად დამუშავების სტილი ან იდეა, რომელიც შენს ფოტოებს გააერთიანებს და გვერდს ინდივიდუალურს გახდის.
"სანამ ჩემს სტილს ავირჩევდი, ბევრი დრო გავიდა: ფოტოების ზოგიერთი სერია სამუდამოდ ჩემს არქივში დარჩება, ვინაიდან მათში მე, როგორც ხელოვანი, თითქოს არ ვჩანვარ", — აღნიშნავს სოსო. — "მაყურებლისთვის კონტენტს უნდა ჰქონდეს გარკვეული მესიჯი და მშვენიერი შედეგია, როდესაც მასთან დგება დიალოგი".
ბლოგერის მარჯვენა ხელი: ტექნიკური უზრუნველყოფა
კონტენტის ტიპისა და ცნობადობის გარდა, ბლოგერები, პირველ რიგში, იძენენ ტექნიკურ "მეგობრებს". ამჟამად სოსოს MacBook Air M1 აქვს, რომელიც მარტივად იდება ზურგჩანთაში და მისთვის ნებისმიერი სირთულის დავალების მიცემაა შესაძლებელი.
ნოუთბუქს აქვს ძლიერი გრაფიკული პროცესორი, რომელიც 5-ჯერ ზრდის მასალის დამუშავების სიჩქარეს. ვიდეობარათი იძლევა ერთდროულად რამდენიმე ფოტო თუ ვიდეო რედაქტორის და ისეთი აპლიკაციის გაშვების შესაძლებლობას, რომელიც დიდ რესურს მოითხოვს. შესაძლებელია, როგორც ვიდეომასალის სპეცეფექტებითა თუ ფილტრებით დამუშავება, ასევე დეტალების უსაზღვრო გაძლიერება — ყველაფერი ხარვეზის გარეშე იმუშავებს.
"პირველი, რასაც ყურადღებას ვაქცევ ფერებია, ჩემი ნამუშევრები გაჯერებული და ფერადია. ყურადღებას ვაქცევ თითოეულ ელფერს. პირადად მე აღფრთოვანებულ ვარ, თუ როგორ ესმის MacBook Air M1-ს ჩემი სურვილების და ეკრანზე გამოაქვს ზუსტად ის, რაც მე ობიექტივის მიღმა დავინახე", — გვიყვება სოსო.
დისპლეი Retina, 4 მილიონზე მეტი პიქსელით, ერთ სიამოვნებად აქცევს ფოტოებისა და ვიდეოების რედაქტირებას. მნიშვნელოვანი დანამატია ტექნოლოგია True Tone, რომელიც ავტომატურად არეგულირებს ფერების ტემპერატურას გარშემო განათების გათვალისწინებით, რითაც ამცირებს თვალებზე დატვირთვას და ხანგრძლივ მუშაობას უფრო კომფორტულს ხდის.
როდესაც სამსახურიდან გამომდინარე არ იცი, თუ სად აღმოჩნდები ხვალ, მნიშვნელოვანია, რომ ნოუთბუქს მაქსიმალურად დიდხანს შეეძლოს მუშაობა. MacBook Air დამუხტვიდან 18 საათის განმავლობაში ფუნქციონირებს და ბატარეის 50%-ს სულ რაღაც 30 წუთში. MacBook Air დამოუკიდებლად მუშაობის დრო იმდენად შთამბეჭდავია, რომ სოსომ რამდენჯერმე გამოიყენა ის სხვა მოწყობილობების დასატენად.
ფოტო: სოსო ნებიერიძე
ბლოგერის გეგმებში მსოფლიოს ყველა ქვეყნის ნახვაა, ეს კი იმას ნიშნავს, რომ იგი ემოციებს შეაგროვებს ყველა კუთხიდან: ზღვის დონიდან სხვადასხვა სიმაღლეზე, სხვადასხვა პირობებში და, რაღა თქმა უნდა, სხვადასხვა რაკურსით. MacBook Air M1 კი ამ რთულ გზაზე სოსოს მსუბუქი და, ფაქტობრივად, შეუცვლელი დამხმარე იქნება.
MacBook Air M1-ის შეძენა შესაძლებელია სპეციალურ ფასად, 700-ლარიანი ფასდაკლებით, ავტორიზებულ პარტნიორებთან: iSpace, Alta, Elit Electronics, Kontakt Home, iPlus, iTechincs, iStore.
კომენტარები