პორშე 75-წლიან ისტორიას ითვლის — ბრენდი საიუბილეო წელს Porsche Vision 357-ით ხვდება
1948 წელს ფერი პორშემ ოცნება აიხდინა და თავის გუნდთან ერთად შექმნა პირველი Roadster - Porsche 356. სწორედ აქედან იწყება ლეგენდარული ბრენდის წარმატების ისტორიაც. 2023 წელს კი სპორტული ავტომობილების მწარმოებელი 75 წლის იუბილეს აღნიშნავს და Porsche Vision 357-ის პროექტს წარადგენს. Porsche 357 გამორჩეული სპორტული ავტომობილია, რომელიც 718 Cayman GT4 RS-ის პლატფორმაზეა შექმნილი და 500 ცხენის ძალის სიმძლავრე აქვს.
ოლივერ ბლუმე, Porsche AG-ს აღმასრულებელი საბჭოს თავმჯდომარე: "ჩვენ მუდმივად ვმოგზაურობთ მომავალში, შთაგონების წყაროდ კი კვლავ ბრენდის ისტორია რჩება. პორშეს 75-წლიანი ისტორია — ეს არის პირველობის სურვილისა და ოცნებების ერთობლიობა. ჩვენ ვზეიმობთ იმ ადამიანებთან ერთად, ვინც შთაგონებას საკუთარი ოცნებებიდან იღებს".
"Driven by Dreams" — პორშეს 75 წლის იუბილეს აღსანიშნავად სპეციალური გამოფენა მოეწყო. ბრენდის სპორტული ავტომობილების ისტორიის შემაჯამებელი ექსპოზიცია ბერლინში "DRIVE. Volkswagen Group Forum"-ში გაიხსნა და 2023 წლის 10 სექტემბრამდე გაგრძელდება.
ოლივერ ბლუმე, Porsche AG-ს აღმასრულებელი საბჭოს თავმჯდომარე: "Driven by Dreams ბრენდის მთავარი არსია. სლოგანი კარგად ასახავს პორშეს ბრენდის უკან მდგარ, ყოველდღიურად მომუშავე ადამიანების მიდგომას. ისინი თავდაუზოგავად შრომობენ მომხმარებლების ოცნებების ასასრულებლად. ვამაყობთ ჩვენი მემკვიდრეობით, რადგან სწორედ მან განაპირობა პორშეს წარმატება. ჩვენს მემკვიდრეობას ინოვაციებსა და პროგრესს ვუკავშირებთ და ვცდილობთ, მუდმივად შევმატოთ არაჩვეულებრივი ახალი მომენტები პორშეს უნიკალურ ისტორიას".
The Porsche Vision 357-ის პირველად ნახვა ბერლინში იქნება შესაძლებელი. მისი მეშვეობით Porsche-ს გუნდმა მონოლითური დიზაინი აწმყოში გადმოიტანა და წარმოგვიდგინა, როგორ შეიძლება გამოიყურებოდეს დღეს ფერი პორშეს საოცნებო სპორტული მანქანა.
მაიკლ მაუერი, Style Porsche-ს ვიცე-პრეზიდენტი: "სრულყოფილი დიზაინი თავიდანვე პორშეს განუყოფელი ნაწილი იყო. Porsche Vision 357-ით გვინდოდა, განსაკუთრებული დაბადების დღის საჩუქარი შეგვექმნა. მისი დიზაინის შთაგონების წყარო მოდელი 356-ია. ეს პროექტი არის წარსულის, აწმყოსა და მომავლის შერწყმის მცდელობა. პროპორციები ისტორიულ მოდელს მოგვაგონებს, ხოლო დეტალები მომავლის ვიზუალიზაციაა".
პორშე 911-ის 60 წლისა და Le Mans-ის 100 წლის იუბილე
წელს, პორშეს 75 წლის იუბილესთან ერთად, კიდევ ორი ღირსშესანიშნავი თარიღიც აღინიშნება: "პორშე 911"-ის წარდგენის სამოცი წლის იუბილე და "ლე-მანის 24 საათის" რბოლის 100 წლისთავი. 1963 წლის სექტემბერში საერთაშორისო საავტომობილო შოუზე "პორშე 911"-მა ბრწყინვალე დიზაინითა და შეუდარებელი მართვის გამოცდილებით სამუდამოდ მოიგო სპორტული ავტომობილების მოყვარულების გულები. მსოფლიოში ყველაზე ცნობილი რბოლის ორგანიზატორები კი "ლე-მანის 24 საათის" 100 წლისთავს აღნიშნავენ.
ყველა სპორტული ავტომობილის მწარმოებელი ოცნებობს, წარმატებას მიაღწიოს ლე-მანის 24-საათიან რბოლაზე. პორშე კი ამ რბოლის ყველაზე წარმატებული მონაწილეა. ის ერთადერთი ბრენდია, რომელსაც ლე-მანის არცერთი რბოლა არ გამოუტოვებია. ამ დროის განმავლობაში კომპანიამ 110-მდე შიდა და 19 საერთო გამარჯვება მოიპოვა.
Porsche-ს საქართველოში ოფიციალურად "თეგეტა ჰოლდინგის" შვილობილი კომპანია "პორშე ცენტრი თბილისი" წარმოადგენს. კომპანია მომხმარებელს პრემიუმ ბრენდის უახლეს ავტომობილებს, ასევე სრულ სადიაგნოსტიკო და სარემონტო მომსახურებას, ორიგინალ ნაწილებსა და აქსესუარებს სთავაზობს.
-
პლანეტის დათბობასთან ერთად პეპლები გადაადგილდებიან — ახალი კვლევა პლანეტის დათბობასთან ერთად პეპლები გადაადგილდებიან — ახალი კვლევა
გადახედვა
-
მიკროდრამები — როგორ ჩაითრია 2-წუთიანმა სერიალებმა მილიონობით ადამიანი? მიკროდრამები — როგორ ჩაითრია 2-წუთიანმა სერიალებმა მილიონობით ადამიანი?
გადახედვა
-
ოკუპირებული ცხინვალი ახალგორელებისთვის ე.წ. საზღვარის კვეთის წესებს ამარტივებს ოკუპირებული ცხინვალი ახალგორელებისთვის ე.წ. საზღვარის კვეთის წესებს ამარტივებს
გადახედვა
-
იავნანა — ქართული ენის პირველი გაკვეთილი ბულბულის აპლიკაციაშია ხელმისაწვდომი იავნანა — ქართული ენის პირველი გაკვეთილი ბულბულის აპლიკაციაშია ხელმისაწვდომი
-
ქვიზი: რა უნდა აჩუქო შენს თავს? ქვიზი: რა უნდა აჩუქო შენს თავს?
-
25 აგვისტოს სითი მოლში ექსკლუზიური ქეშბექი გელოდებათ! 25 აგვისტოს სითი მოლში ექსკლუზიური ქეშბექი გელოდებათ!
-
ასტრონომებმა "მეგა-დედამიწა" აღმოაჩინეს, რომელიც ჩვენი პლანეტასავით კლდოვანია ასტრონომებმა "მეგა-დედამიწა" აღმოაჩინეს, რომელიც ჩვენი პლანეტასავით კლდოვანია
გადახედვა
-
ზვიად ცეცხლაძე ავრცელებს ცრუ და ცილისმწამებლურ ინფორმაციას — პენიტენციური ზვიად ცეცხლაძის წერილზე ზვიად ცეცხლაძე ავრცელებს ცრუ და ცილისმწამებლურ ინფორმაციას — პენიტენციური ზვიად ცეცხლაძის წერილზე
გადახედვა
-
ახალგაზრდობის სააგენტოს ორგანიზებით, საქართველოში ჩინეთის ახალგაზრდული დელეგაცია იმყოფებოდა ახალგაზრდობის სააგენტოს ორგანიზებით, საქართველოში ჩინეთის ახალგაზრდული დელეგაცია იმყოფებოდა
გადახედვა
-
რუსეთის მოქალაქეს 4 კგ-მდე ნარკოტიკული საშუალება "ალფა-პვპ" შემოჰქონდა — ბრალდებულს 20 წლამდე პატიმრობა ემუქრება რუსეთის მოქალაქეს 4 კგ-მდე ნარკოტიკული საშუალება "ალფა-პვპ" შემოჰქონდა — ბრალდებულს 20 წლამდე პატიმრობა ემუქრება
გადახედვა
-
ფლორიდაში მარჯნის რიფის აღდგენისთვის 1,5 მილიონზე მეტი მარჯნის ემბრიონი გამოიყვანეს ფლორიდაში მარჯნის რიფის აღდგენისთვის 1,5 მილიონზე მეტი მარჯნის ემბრიონი გამოიყვანეს
გადახედვა
-
Sons of Anarchy ახალი სპინოფითა და სიურპრიზით ბრუნდება Sons of Anarchy ახალი სპინოფითა და სიურპრიზით ბრუნდება
გადახედვა
-
Swift-ის გადარჩენა ვერ მოხერხდა — კოსმოსური ტელესკოპი დედამიწაზე ჩამოვარდება Swift-ის გადარჩენა ვერ მოხერხდა — კოსმოსური ტელესკოპი დედამიწაზე ჩამოვარდება
გადახედვა
-
ზახაროვა: ანტირუსული გამოვლინებები საფუძვლიანად უნდა იქნეს გამოძიებული, დამნაშავეები — დასჯილი ზახაროვა: ანტირუსული გამოვლინებები საფუძვლიანად უნდა იქნეს გამოძიებული, დამნაშავეები — დასჯილი
გადახედვა
-
ახალი კვლევა ჰომოს გვარის საზღვრებისა და კლასიფიკაციის გადახედვას გვთავაზობს ახალი კვლევა ჰომოს გვარის საზღვრებისა და კლასიფიკაციის გადახედვას გვთავაზობს
გადახედვა
-
საგარეო საქმეთა სამინისტრო გაეროს უშიშროების საბჭოს განცხადებაზე ინფორმაციას ავრცელებს საგარეო საქმეთა სამინისტრო გაეროს უშიშროების საბჭოს განცხადებაზე ინფორმაციას ავრცელებს
გადახედვა
-
ცნობილია, სად გაიყიდება სასკოლო ფორმები — მისამართების ჩამონათვალი ცნობილია, სად გაიყიდება სასკოლო ფორმები — მისამართების ჩამონათვალი
გადახედვა
-
კახა კალაძე: 10 სექტემბრისთვის ვგეგმავთ, მოძრაობა აღვადგინოთ ჭოველიძის ქუჩის კვეთიდან ე.წ. ელბაქიძის დაღმართამდე კახა კალაძე: 10 სექტემბრისთვის ვგეგმავთ, მოძრაობა აღვადგინოთ ჭოველიძის ქუჩის კვეთიდან ე.წ. ელბაქიძის დაღმართამდე
გადახედვა
-
Global Finance-მა საქართველოს ბანკის მობილბანკი ცენტრალურ და აღმოსავლეთ ევროპაში საუკეთესოდ დაასახელა Global Finance-მა საქართველოს ბანკის მობილბანკი ცენტრალურ და აღმოსავლეთ ევროპაში საუკეთესოდ დაასახელა
-
სააკაშვილი გილაურს ენმ-ის დაშლის მცდელობაში ადანაშაულებს — ჯაფარიძე მის ბრალდებებს "უსინდისო ტყუილს" უწოდებს სააკაშვილი გილაურს ენმ-ის დაშლის მცდელობაში ადანაშაულებს — ჯაფარიძე მის ბრალდებებს "უსინდისო ტყუილს" უწოდებს
გადახედვა
-
თბილისში ჯგუფურად ჩადენილი ძარცვის ბრალდებით 5 პირი დააკავეს თბილისში ჯგუფურად ჩადენილი ძარცვის ბრალდებით 5 პირი დააკავეს
გადახედვა
კომენტარები