მიხეილ ყაველაშვილი

16 Feb. 2023, 17:01

ჩვენ არავის არაფერს ვუზღუდავთ. პირიქით, აქ არის დემოკრატიაზე, გამჭვირვალობაზე საუბარი. მე მიკვირს, რომ ასეთი შეფასებები ხდება და ეს არის შეურაცხმყოფელი განცხადებები.

[...] ნედ პრაისის განცხადება... ვერ ვიგებ მე ასეთ დამოკიდებულებას, როცა სტრატეგიული პარტნიორია ჩემი ქვეყნის, ასეთი დიდაქტიკური და მოწოდება პირდაპირ, რომ ადამიანის უფლებები, დემოკრატია... იზღუდება ვიღაცა და ფაქტების გარეშე ამაზე საუბარი... უნდა მივეჩვიოთ, რომ ვინც არ უნდა იყოს, მიუხედავად პატივისცემისა, კეთილი ინებოს და განმარტება გააკეთოს, რას გულისხმობს. 

[...] მე ნედ პრაისს დავურეკო, რომ ახლა კანონის ინიცირებას ვაპირებ და შენ თანახმა ხარ თუ არა, ეს ვკითხო ნედ პრაისს?

ასე ეხმაურება წასულების დეპუტატი აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერს. პრაისმა თქვა, რომ კანონპროექტი შემაშფოთებელია და ის დაღს დაასვამს და გააჩუმებს საქართველოში დამოუკიდებელ ხმებსა და მოქალაქეებს, რომლებიც ერთგულები არიან საზოგადოებისთვის უკეთესი მომავლის მშენებლობის მიმართ.


კომენტარები

კვირის ტოპ-5

  1. ნავთობის ფასი წლის ბოლოსთვის ბარელზე შესაძლოა $120-ს გადასცდეს — ანალიტიკოსი
  2. გიორგი ბარამიძე დააკავეს
  3. ფიზიკური პირებისთვის ქონების გადასახადის 40 000-ლარიანი ზღვარი 100 000 ლარამდე იზრდება
  4. საქართველოში ქიმიურ და ბიოლოგიურ საფრთხეებზე რეაგირების ერთობლივი სწავლება ჩატარდა — აშშ-ის საელჩო
  5. "ბიძინა ივანიშვილთან შეხვედრა ჩემი ცხოვრების ყველაზე მნიშვნელოვანი შეხვედრა იყო" — რაზე ისაუბრეს?

გირჩევთ

ახლა კითხულობენ

შენი ავტოსაჭიროებები ერთ სივრცეში — მობაილბანკში ავტო კომფორტი განახლდა

ავტომობილი ყოველდღიური ცხოვრების განუყოფელი ნაწილია. მასთან დაკავშირებული საქმეები კი — არც თუ ისე საყვარელი…