Europcar Georgia World Travel Awards-ის ჯილდოს მფლობელია — საქართველოს ლიდერი ავტოგაქირავების კომპანია 2022 წელს აჯამებს
თეგეტა ჰოლდინგის შვილობილი კომპანიის Europcar Georgia-სთვის 2022 მნიშვნელოვანი წარმატების წელი იყო. კომპანიამ საერთაშორისო World Travel Awards-ის ჯილდო მოიპოვა და საქართველოს ლიდერი ავტოგაქირავების ბრენდის სტატუსი მიიღო. World Travel Awards ტურიზმის სექტორში მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე პრესტიჟული დაჯილდოებაა. გამარჯვებულების გამოსავლენად ხმის მიცემის პროცედურაში საერთაშორისო ტურისტები მონაწილეობენ. როგორც Europcar Georgia-ში ამბობენ, წარმატება განაპირობა, ერთი მხრივ, უახლესმა და გამართულმა ავტოპარკმა და, მეორე მხრივ, გუნდმა, რომელიც მუდმივად ზრუნავს მომხმარებლის კმაყოფილებასა და კომფორტზე.
2022 წელი Europcar Georgia-სთვის წარმატებული იყო შემოსავლებისა და ავტოპარკის ზრდის მიმართულებითაც. 2021 წელთან შედარებით, კომპანიის შემოსავლები 90%-ით გაიზარდა, ხოლო ავტოპარკი — 40%-ით, რასაც პირდაპირპროპორციულად მოჰყვა თანამშრომელთა რაოდენობის მატება. შთამბეჭდავი ციფრებიც სწორედ იმ გუნდს უკავშირდება, რომელიც თავს არ ზოგავდა და მომხმარებელს უმაღლესი ხარისხის მომსახურებას სთავაზობდა.
კომპანია სამი ძირითადი მიმართულებით ოპერირებს: ავტომობილების დღიური გაქირავება, სატრანსპორტო მომსახურება და საოპერაციო ლიზინგი. როგორც Europcar Georgia-ს დირექტორი სანდრო საყვარელიძე ამბობს, გასულ წელს თითოეულ ამ სერვისზე მოთხოვნა გაიზარდა.
ავტომობილების დღიური გაქირავება
ევროპქარი მომხმარებელს სთავაზობს როგორც სედანის ტიპის, ისე მაღალი გამავლობის SUV მოდელებს, პრემიუმკლასის ავტომობილებსა და მინივენებს. ავტოპარკი ძირითადად Volvo-ს, Mazda-სა და Toyota-ს უახლესი მანქანებითაა დაკომპლექტებული, რადგან კომპანიისთვის უმთავრესი ხარისხი და სანდოობაა, რომელსაც ეს ბრენდები უზრუნველყოფენ.
ევროპქარის ოფისები მდებარეობს თბილისში, ქუთაისსა და ბათუმში, თუმცა სერვისები მთელი საქართველოს მასშტაბით ხელმისაწვდომია და მომხმარებელს საშუალება აქვს, შერჩეული ავტომობილი მისთვის სასურველ ლოკაციაზე მიიღოს.
სანდრო საყვარელიძე, ევროპქარის დირექტორი:
"Europcar-ის ავტომობილებზე მოთხოვნა 45%-ით პროცენტით გაიზარდა, რაც განპირობებულია როგორც ბრენდის სახელითა და სანდოობით, ისე — მომსახურების ხარისხით. გასულ წელს ავტომობილების დღიურად გაქირავების მიმართულებით ყველაზე მოთხოვნადი მაღალი გამავლობის მანქანები იყო. ავტოპარკის გაზრდა ჩვენს გეგმებში ნამდვილად არის, რათა მომზადებული შევხვდეთ 2023 წელს."
საოპერაციო ლიზინგი
ქართულ ბაზარზე ევროპქარის გამოჩენის დროს საოპერაციო ლიზინგის კულტურა ჯერ კიდევ არ იყო და ამ მიმართულების განვითარებაში კომპანიას დიდი წვლილი მიუძღვის. Europcar-მა 2022 წელს გრძელვადიანი თანამშრომლობა გააფორმა როგორც საერთაშორისო, ისე ადგილობრივ კომპანიებთან და ავტოპარკის 40%-იანი ზრდის ერთ-ერთი განმაპირობებელი ფაქტორი სწორედ კორპორაციული სეგმენტი გახდა.
სანდრო საყვარელიძე, ევროპქარის დირექტორი: "საოპერაციო ლიზინგი მაქსიმალურად არის მორგებული კომპანიის ინტერესებზე და თავიდან არიდებს მათ ავტოპარკთან დაკავშირებულ საზრუნავებს. ეს კი ორგანიზაციებს საშუალებას აძლევს, უკეთ მართონ როგორც ფულადი, ისე ადმინისტრაციული რესურსები, გადაიხადონ ფიქსირებული გადასახადი ყოველთვიურად და ამით თავი აარიდონ გრძელვადიან ფინანსურ ვალდებულებებსაც და გაუთვალისწინებელ ხარჯებსაც. გამოთავისუფლებული რესურსი კი სრულად მიმართონ საკუთარი ბიზნესის განვითარებისკენ."
სატრანსპორტო მომსახურება კომპანიებისთვის
Europcar-ისთვის 2022 წელი წარმატებული იყო სატრანსპორტო მომსახურების მიმართულებითაც. ამ სერვისის უპირატესობა სერტიფიცირებული მძღოლები, გამართული ავტოპარკი და სპეციალურად მომხმარებლისთვის შექმნილი უახლესი მობილური აპლიკაციაა, რაც მომსახურებას კიდევ უფრო სწრაფსა და მოსახერხებელს ხდის. სატრანსპორტო მომსახურებით ძირითადად საშუალო და მსხვილი ორგანიზაციები სარგებლობენ, რომლებიც, ერთი მხრივ, ზრუნავენ ხარჯების შემცირებაზე და, მეორე მხრივ, ავტომობილების მაქსიმალურად ათვისებაზე.
Superflex
ევროპქარის სერვისებზე მოთხოვნის ზრდამ კომპანიას უბიძგა, კიდევ ერთი ახალი პროდუქტი — Superflex დაემატებინა, იგივე "ავტოსაბსქრიფშენი", რაც მანქანის ფლობის ინოვაციური სერვისია. მომხმარებელს საშუალება აქვს, სასურველი ავტომობილით მისთვის მისაღები პერიოდით ისარგებლოს, ყოველგვარი ზედმეტი ვალდებულების გარეშე, გადაიხადოს მხოლოდ შესაბამისი პაკეტის ყოველთვიური საფასური და გამოიყენოს სხვადასხვა მარკის ავტომობილი.
სანდრო საყვარელიძე, ევროპქარის დირექტორი: "ამ პროდუქტის დანერგვა სწორედ ბაზარზე არსებულმა მოთხოვნამ განაპირობა. გამოცდილებამ დაგვანახვა, რომ ხშირია მოთხოვნა პრემიუმ და ელიტკლასის ავტომობილებზე. პროდუქტის ჩაშვების დღიდან საკმაოდ დიდი დაინტერესება წამოვიდა მომხმარებლის მხრიდან, რაც პირდაპირ აისახა გაქირავებებზე. ამ პროდუქტმა საშუალება მოგვცა, ბაზრისთვის დამატებით შეგვეთავაზებინა პრემიუმ ხაზის ისეთი ავტომობილები, როგორიც Porsche-ს მოდელებია."
2023 წელს Europcar კიდევ უფრო დიდი გეგმებით იწყებს. პირველ რიგში, მნიშვნელოვანია, რომ ავტოპარკი იყოს მუდმივად მზარდი და მაქსიმალურად მოიცვას მთელი მსოფლიოდან საქართველოში შემოსული ვიზიტორები. ეს პროცესები კი შემოსავლების გაორმაგებასა და გუნდის ზრდაზე პირდაპირ აისახება. წელს კომპანია კავშირებისა და პარტნიორობის გაფართოებას გეგმავს როგორც ადგილობრივ, ისე აშშ-ისა და ევროკავშირის ორგანიზაციებთან.
Europcar Georgia თეგეტა ჰოლდინგში შემავალი კომპანიაა, რომელიც საერთაშორისო ბრენდის ექსკლუზიური წარმომადგენელია საქართველოში. კომპანიის ბიზნეს პროფილია ავტომობილების გაქირავება როგორც დღიურად, ისე საოპერაციო ლიზინგით გრძელვადიანი საჭიროებისთვის და ასევე სატრანსპორტო მომსახურება. ახლა უკვე საქართველოში პირველად Europcar თავის მომხმარებელს Auto Subscription-ის სერვისსაც სთავაზობს.
-
ახალგაზრდული ორგანიზაციების წარმომადგენლები ევროკავშირს 2008 წლის ომის მე-18 წლისთავზე ღია წერილით მიმართავენ ახალგაზრდული ორგანიზაციების წარმომადგენლები ევროკავშირს 2008 წლის ომის მე-18 წლისთავზე ღია წერილით მიმართავენ
გადახედვა
-
დელფინები თევზზე სანადიროდ იარაღების გამოყენებას დედებისგან სწავლობენ დელფინები თევზზე სანადიროდ იარაღების გამოყენებას დედებისგან სწავლობენ
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე: "გეორგიევსკის ტრაქტატმა უმნიშვნელოვანესი როლი შეასრულა ჩვენი სახელმწიფოს გადარჩენაში" ირაკლი კობახიძე: "გეორგიევსკის ტრაქტატმა უმნიშვნელოვანესი როლი შეასრულა ჩვენი სახელმწიფოს გადარჩენაში"
გადახედვა
-
ირაომ შინაური ცხოველების დაზღვევა განაახლა — მომხმარებელისთვის კიდევ უფრო მოქნილი პირობებით ირაომ შინაური ცხოველების დაზღვევა განაახლა — მომხმარებელისთვის კიდევ უფრო მოქნილი პირობებით
-
პროკრედიტ ბანკისა და EBRD-ის მხარდაჭერით სქაიტელი განვითარების ახალ ეტაპზე გადადის პროკრედიტ ბანკისა და EBRD-ის მხარდაჭერით სქაიტელი განვითარების ახალ ეტაპზე გადადის
-
მეცნიერებმა 2 მილიონი აქტიური შავი ხვრელი, გალაქტიკა, ვარსკვლავი და სხვა ობიექტი აღმოაჩინეს მეცნიერებმა 2 მილიონი აქტიური შავი ხვრელი, გალაქტიკა, ვარსკვლავი და სხვა ობიექტი აღმოაჩინეს
გადახედვა
-
"ჩვენ არ შეგვიტანია, ბიზნესმა შეიტანა" — ირაკლი კობახიძემ ოკუპირებულ აფხაზეთში საწვავის შეტანა დაადასტურა "ჩვენ არ შეგვიტანია, ბიზნესმა შეიტანა" — ირაკლი კობახიძემ ოკუპირებულ აფხაზეთში საწვავის შეტანა დაადასტურა
გადახედვა
-
უნდა შევწყვიტოთ თუ არა თითების ტკაცუნი? უნდა შევწყვიტოთ თუ არა თითების ტკაცუნი?
გადახედვა
-
Anthropic-ის AI აგენტმა ყალბი იდენტობები შექმნა და ადამიანების მოტყუება სცადა Anthropic-ის AI აგენტმა ყალბი იდენტობები შექმნა და ადამიანების მოტყუება სცადა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე: არ უნდა დავუშვათ, რომ გლობალური ომის პარტიის, რუსეთთან მეორე ფრონტის გახსნის, გეგმა ხალხთა შორის მტრობის საფუძველი გახდეს ირაკლი კობახიძე: არ უნდა დავუშვათ, რომ გლობალური ომის პარტიის, რუსეთთან მეორე ფრონტის გახსნის, გეგმა ხალხთა შორის მტრობის საფუძველი გახდეს
გადახედვა
-
ქვიზი: აბუდელაურის რომელი ტბა ხარ? ქვიზი: აბუდელაურის რომელი ტბა ხარ?
-
კაცი, რომელიც სარეკლამო ბანერში ცხოვრობს — რისი თქმა სურს Netflix-ს? კაცი, რომელიც სარეკლამო ბანერში ცხოვრობს — რისი თქმა სურს Netflix-ს?
გადახედვა
-
ასტრონომებმა სამყაროს უდიდესი 2D რუკა შექმნეს, რომელიც 4 მილიარდამდე ობიექტს მოიცავს ასტრონომებმა სამყაროს უდიდესი 2D რუკა შექმნეს, რომელიც 4 მილიარდამდე ობიექტს მოიცავს
გადახედვა
-
მერიამ რუსთაველის გამზირის კონტრაქტორი კომპანია "სმარტ სოლუშენსი" სამუშაოების 24-საათიან რეჟიმში შეუსრულებლობის გამო დააჯარიმა მერიამ რუსთაველის გამზირის კონტრაქტორი კომპანია "სმარტ სოლუშენსი" სამუშაოების 24-საათიან რეჟიმში შეუსრულებლობის გამო დააჯარიმა
გადახედვა
-
ქუთაისსა და წყალტუბოში განსაკუთრებით დიდი ოდენობით "მეთადონი" ამოიღეს — დაკავებულია უცხო ქვეყნის 3 მოქალაქე ქუთაისსა და წყალტუბოში განსაკუთრებით დიდი ოდენობით "მეთადონი" ამოიღეს — დაკავებულია უცხო ქვეყნის 3 მოქალაქე
გადახედვა
-
თიბისის მობაილბანკის ახალი ფუნქციონალები, რომლებიც ყოველდღიურ საბანკო მომსახურებას ამარტივებს თიბისის მობაილბანკის ახალი ფუნქციონალები, რომლებიც ყოველდღიურ საბანკო მომსახურებას ამარტივებს
-
სინამდვილეში რამდენი მზის სინათლე გვჭირდება? სინამდვილეში რამდენი მზის სინათლე გვჭირდება?
გადახედვა
-
მიხეილ ყაველაშვილი: ერთიანობით, სტრატეგიული მოთმინებით, სიბრძნითა და შრომით ჩვენი სამშობლო აუცილებლად მიაღწევს თავის დიდგორს მიხეილ ყაველაშვილი: ერთიანობით, სტრატეგიული მოთმინებით, სიბრძნითა და შრომით ჩვენი სამშობლო აუცილებლად მიაღწევს თავის დიდგორს
გადახედვა
-
ჭადრაკის ახალი ტალღა — ფოთი, ქალაქი რომელიც თავად იქცა თამაშის ნაწილად ჭადრაკის ახალი ტალღა — ფოთი, ქალაქი რომელიც თავად იქცა თამაშის ნაწილად
-
ნანგრევებიდან გაგონილმა ჩურჩულის ხმამ ჩვილის სიცოცხლე გადაარჩინა — რა ხდება კოლუმბიაში ნანგრევებიდან გაგონილმა ჩურჩულის ხმამ ჩვილის სიცოცხლე გადაარჩინა — რა ხდება კოლუმბიაში
გადახედვა
-
თბილისის აეროპორტთან თაღლითობისთვის ძებნილი პირი დააკავეს — საქმე 2.7 მლნ-ზე მეტ ქონებას ეხება თბილისის აეროპორტთან თაღლითობისთვის ძებნილი პირი დააკავეს — საქმე 2.7 მლნ-ზე მეტ ქონებას ეხება
გადახედვა



კომენტარები