რას ამბობს სააკაშვილი Spiegel-თან ინტერვიუში
ფოტო: კადრი ვიდეოდან
ინტერვიუს სრული ტექსტი მიხეილ სააკაშვილის Facebook-ზე გამოქვეყნდა.
რატომ არის მნიშვნელოვანი: სააკაშვილი რამდენიმე მნიშვნელოვან საკითხზე საუბრობს, მათ შორის საქართველოში ჩამოსვლაზე, რუსეთზე და მის ამჟამინდელ მდგომარეობაზე.
- ის გამოცემასთან ამბობს, რომ საქართველო პუტინის ერთგული მოკავშირე გახდა და მის საქართველოში დაბრუნებაში რუსეთის გავლენებს ხედავს.
- სააკაშვილის თქმით, ახლა რაც მის თავს ხდება, ნათელი გზავნილია უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისთვის — "მან უარი თქვა რუსეთის შემოჭრის დასაწყისში ქვეყანა დაეტოვებინა ისევე, როგორც მე ვთქვი უარი 2008 წელს, როცა პუტინის ჯარი საქართველოში შემოვიდა".
- "ჩვენ ქართველები მაშინ ჩვენი წარმატებული რეფორმებისთვის დავისაჯეთ. ისევე, როგორც დღეს ზელენსკი იხდის საფასურს ოლიგარქების წინააღმდეგ მიმართული პოლიტიკის გამო. იმ პოლიტიკის, რომლის თანამონაწილეობის პატივი მეც მქონდა".
რა თქვა რუსეთზე: სააკაშვილი აცხადებს, რომ პრეზიდენტი პუტინი, მისი წინამორბედი დიმიტრი მედვედევი და საგარეო მინისტრი ლავროვი მოითხოვდა მის საქართველოში დაჭერას და გასამართლებას.
- "არცერთი ქვეყანა რუსეთის გარდა არ აღიარებს და არ ცნობს ჩემს ბრალეულობას და ჩემს მიმართ გამოტანილ განაჩენებს".
- "მე მინდოდა საქართველოში დაბრუნება, მაგრამ ცუდი დრო დაემთხვა — ცოტა ხანში რუსეთმა ომი დაიწყო უკრაინასთან. არც ის არის გამორიცხული, რომ ვიღაც ადამიანები, ვინც ჩემს დაბრუნებას გეგმავდა 2021 წლის ოქტომბერში, რუსეთის შემოგზავნილი აგენტები იყვნენ", — ამბობს სააკაშვილი.
- სააკაშვილის განცხადებით, პუტინი ამბობს, რომ ნავალნი მისი რუსული ასლია.
- "დასალოდებელი და გასარკვევია, იქნება თუ არა ნავალნი რუსეთის მომავალი მმართველის სახით ისეთივე ეფექტური, როგორიც მე ვიყავი საქართველოსთვის. კიდევ რა მსგავსებაა და საშინელი მოწამვლა, საშინელი გამოცდილება, რომელიც კიდევ უნდა გადავიტანოთ და ცოცხლები დავრჩეთ".
რა თქვა საკუთარ მდგომარეობაზე: საუბრობს მის სავარაუდო მოწამვლაზეც და ამბობს, რომ კლინიკის ექიმებს, სადაც ახლა იმყოფება, ეს ეჭვი მისი შეყვანისთანავე გაუჩნდათ.
- "მოწამვლა განხორციელდა ამ ხელოვნების წესების ყველა დაცვით. მსოფლიოში ერთ-ერთი წამყვანი ნევროლოგმა შაჰიინ ე ლაჰანმა აიღო სინჯები და კალიფორნიის ლაბორატორიაში შეამოწმა";
- "ამერიკელმა ტოქსიკოლოგმა კი მძიმე მეტალების კვალი შეამოწმა. ჩვენ ფედერალური გამოძიების ბიუროს ჩართვაც გვინდოდა მეორე ტესტისთვის, მაგრამ საქართველოს მთავრობამ უარი თქვა".
- ჟურნალისტმა კითხვა დაუსვა სააკაშვილს წამების შესახებ — "თქვენ ასევე ამტკიცებთ, რომ გაწამეს. რას ნიშნავს ეს უფრო ზუსტად?" პასუხად კი სააკაშვილმა თქვა:
- "თქვენ რას დაარქმევდით, როცა მძიმედ დაავადებული პატიმარი პაციენტი ათასობით სახიფათო კრიმინალის გარემოცვაშია გამოკეტილი, რომლებიც დღე და ღამე ყვირიან და იმუქრებიან, რომ მოგკლავენ? მე რადიოს მთელ ხმაზე ჩართვა მიწევდა, რომ ნაწილობრივ მაინც გადამეფარა ეს ხმები";
- "წამება არაა, როცა ჩემ მდგომარეობაში 200 წნევით თითქმის უგონოდ წევს ადამიანი და შუაღამეს ბადრაგს აგზავნიან მის მოსახრჩობად? ან როცა ციხის საავადმყოფოში გცემენ?".
კითხვაზე — "ერთ-ერთი ვიდეო კი ასახავს, რომ თქვენ კლინიკის პერსონალის მიმართ აგრესიას გამოხატავთ და ნივთებს ყრით გარშემო".
- სააკაშვილი პასუხობს — "პერსონალს აქ ვუყვარვარ, ეს ტელევიზიითაც გაცხადდა. იმ დღეს რაც შეეხება, მოსამართლე და პროკურორები, ჩემს პალატაში აპირებდნენ პროცესის გამართვას მიუხედავად იმისა, რომ სიცხე წნევა და ტვინის ანთება მქონდა. ამიტომ დავყარე წამლები რომლებიც მომცეს. მორალურად არასწორი იყო ამ ვიდეოთი იმის ჩვენება, თითქოს შეურაცხადი ვარ".
რა თქვა მისი პრეზიდენტობის პერიოდზე: სააკაშვილი ამბობს, რომ 2004 წელს საქართველო იყო "არშემდგარი სახელმწიფო უმოქმედო ინსტიტუტებით".
- "ჩემი პრეზიდენტობის დროს მშპ გაოთხმაგდა, კორუფცია თითქმის გაქრა და ევროპული ინტეგრაციის გზას დავადექით. რა თქმა უნდა სამწუხარო შემთხვევებიც იყო, როგორც გირგვლიანის შემთხვევა, რომელიც არაობიექტურად შუქდებოდა. დღეს ვნანობ, რომ შს მინისტრი მაშინ არ გავათავისუფლე", — აცხადებს ის.
გარდა ამისა, ჟურნალისტმა თქვა, რომ მას ბევრი ადვოკატი და ექსპერტი იცავს და დაინტერესდა, როგორ ახერხებს სააკაშვილი ამას ფინანსურად.
- ყოფილმა პრეზიდენტმა კი აღნიშნა, რომ დედამისმა, გიული ალასანიამ მემკვიდრეობით მიღებული მიწა გაყიდა — "მიუხედავად ამისა ახლა ფული აღარ გვაქვს არც ადვოკატების და არც სხვა რამის".
- "რა ვქნა ახლა, ვიდარდო და ვუსაყვედურო საკუთარ თავს, რომ როგორც სხვა პოსტსაბჭოთა კლეპტოკრატ ლიდერს სხვადასხვა ანგარიშზე მილიონები არ მაქვს გადამალული? დედაჩემი ამასობაში ბინის გაყიდვასაც ფიქრობს. ჩვენ უსამართლო ბრძოლაში ვართ".
სამომავლო გეგმები: სააკაშვილი ამბობს, რომ იმ ყველაფრის შემდეგ, რაც საქართველოში გადახდა, მომავალს, თუ ცოცხალი გადარჩა, მხოლოდ უკრაინაში ხედავს.
- "ამ ქვეყნის ისტორიაში უკვე ვითამაშე გარკვეული როლი და უზომოდ ბედნიერი ვიქნები ზელენსკისთან ერთად და მისი ხელმძღვანელობით ვიმუშაო. მას თავისუფალი სამყაროს ლიდერად აღვიქვამ. ძალიან სევდიანია იმის ყურება როგორ იქცა საქართველო ამ ომში კრემლის მოკავშირედ", — ამბობს ის.
-
თბილისის არქიტექტურის ფორუმი 2026 -ის თემა „Places in Transition" იქნება თბილისის არქიტექტურის ფორუმი 2026 -ის თემა „Places in Transition" იქნება
გადახედვა
-
გალილეოს "თავისუფალი ვარდნის" ექსპერიმენტმა პიზის კოშკიდან კოსმოსში გადაინაცვლა გალილეოს "თავისუფალი ვარდნის" ექსპერიმენტმა პიზის კოშკიდან კოსმოსში გადაინაცვლა
გადახედვა
-
ბათუმის ზღვაში ნაპოვნი ქალის ცხედარი აქტივისტ კესო დეკანოსიძეს ეკუთვნის ბათუმის ზღვაში ნაპოვნი ქალის ცხედარი აქტივისტ კესო დეკანოსიძეს ეკუთვნის
გადახედვა
-
ევროსაბჭომ სომხეთთან დროებითი სავაჭრო ზომების შემოღებას მხარი დაუჭირა ევროსაბჭომ სომხეთთან დროებითი სავაჭრო ზომების შემოღებას მხარი დაუჭირა
გადახედვა
-
ახალი დამატკბობელი შაქარზე 3500-ჯერ ტკბილია, 0 კალორია აქვს და ინსულინის დონეს არ ზრდის ახალი დამატკბობელი შაქარზე 3500-ჯერ ტკბილია, 0 კალორია აქვს და ინსულინის დონეს არ ზრდის
გადახედვა
-
მეთიუ პერის შესახებ Netflix დოკუმენტურ სერიალს გამოუშვებს მეთიუ პერის შესახებ Netflix დოკუმენტურ სერიალს გამოუშვებს
გადახედვა
-
მიიღეთ 30%-იანი ქეშბექი მეტრომარტში საქართველოს ბანკის ნაწილ-ნაწილ გადახდისას მიიღეთ 30%-იანი ქეშბექი მეტრომარტში საქართველოს ბანკის ნაწილ-ნაწილ გადახდისას
-
ალექსანდრე ჭავჭავაძის ქუჩის რეაბილიტაცია იწყება ალექსანდრე ჭავჭავაძის ქუჩის რეაბილიტაცია იწყება
გადახედვა
-
საკითხის პოლიტიკურ ჭრილში გადატანა მხოლოდ იმას მოწმობს, რომ სამართლებრივი პოზიციები სუსტია — შალვა პაპუაშვილი ირაკლი ღარიბაშვილზე საკითხის პოლიტიკურ ჭრილში გადატანა მხოლოდ იმას მოწმობს, რომ სამართლებრივი პოზიციები სუსტია — შალვა პაპუაშვილი ირაკლი ღარიბაშვილზე
გადახედვა
-
თუ საზღვარგარეთ სწავლა გსურს: 5 რჩევა საქართველოს ბანკის Fulbright-ის სტიპენდიატისგან თუ საზღვარგარეთ სწავლა გსურს: 5 რჩევა საქართველოს ბანკის Fulbright-ის სტიპენდიატისგან
-
საქართველოს ბანკის ბიზნეს მობილბანკს ინვოისების მართვის ფუნქციონალი დაემატა საქართველოს ბანკის ბიზნეს მობილბანკს ინვოისების მართვის ფუნქციონალი დაემატა
-
სალომე ზურაბიშვილი: დღეს მთელი საქართველოა დაურ ბუავას ჭირისუფალი სალომე ზურაბიშვილი: დღეს მთელი საქართველოა დაურ ბუავას ჭირისუფალი
გადახედვა
-
თიბისის მხარდაჭერით ემიგრანტებისთვის ნიუ-იორკში ფესტივალი ZEIMI გაიმართა თიბისის მხარდაჭერით ემიგრანტებისთვის ნიუ-იორკში ფესტივალი ZEIMI გაიმართა
-
კვლევის თანახმად, ადამიანები კარგად ვპროგნოზირებთ, რამდენ ხანს ვიცოცხლებთ კვლევის თანახმად, ადამიანები კარგად ვპროგნოზირებთ, რამდენ ხანს ვიცოცხლებთ
გადახედვა
-
ხატვის მანერით პარკინსონის დაავადების ამოცნობა 99%-იანი სიზუსტითაა შესაძლებელი — კვლევა ხატვის მანერით პარკინსონის დაავადების ამოცნობა 99%-იანი სიზუსტითაა შესაძლებელი — კვლევა
გადახედვა
-
Anthropic-მა ხელოვნური ინტელექტის წვრთნა შეაჩერა — მიზეზი AI-ს თვითნებობაა Anthropic-მა ხელოვნური ინტელექტის წვრთნა შეაჩერა — მიზეზი AI-ს თვითნებობაა
გადახედვა
-
თიბისი ტექი Tester’s Day 2026-ის მთავარი მხარდამჭერია თიბისი ტექი Tester’s Day 2026-ის მთავარი მხარდამჭერია
-
ახალი ერა იწყება? — მაილი საირუსმა სახელი შეიმოკლა და მორიგი ალბომი დააანონსა ახალი ერა იწყება? — მაილი საირუსმა სახელი შეიმოკლა და მორიგი ალბომი დააანონსა
გადახედვა
-
Amnesty International: შეწყალებული დენის კულანინის რუსეთში გაძევება დაუშვებელია Amnesty International: შეწყალებული დენის კულანინის რუსეთში გაძევება დაუშვებელია
გადახედვა
-
ლიბერთიმ მოსწავლის "პირველი ბარათი" წარადგინა ლიბერთიმ მოსწავლის "პირველი ბარათი" წარადგინა
-
იოსელიანი აცხადებს, რომ ღარიბაშვილს შვილებთან პაემანი რემონტის გამო გაუუქმეს იოსელიანი აცხადებს, რომ ღარიბაშვილს შვილებთან პაემანი რემონტის გამო გაუუქმეს
გადახედვა
კომენტარები