ნინო ნადირაძე

5 Jan. 2023, 14:16

არ გავცემთ რეკომენდაციას [მიხეილ სააკაშვილის სასამართლო პროცესზე დასწრების], რადგან არც აქამდე გაგვიცია. სანამ კლინიკაში იმყოფება, ჩვენ ვართ მასზე პასუხისმგებელი. როგორც კი ის უარს ამბობს, თავის თავზე იღებს პასუხისმგებლობას, ამას ჰქვია უარი სამედიცინო მომსახურებაზე, იხურება ავადმყოფობის ისტორია.

ნებისმიერი გართულების შემთხვევაში ხომ ჩვენ ვიქნებით შემდგომში დამნაშავეები?! ვერავითარ შემთხვევაში, ვერცერთი პაციენტის, ექსპრეზიდენტი იქნება ეს თუ ჩვეულებრივი, რიგითი მოქალაქე, ჩემნაირი, თქვენნაირი, ასეთი სისულელის გაკეთების უფლებას [...], რეკომენდაციას ჩვენი ხელით ვერ გავცემთ.

ერთადერთხელ დავუშვით ჩვენ მისი მონაწილეობა, სასამართლო შემოსულიყო იყო, გვკითხეს, შეუძლია თუ არა საუბარი, დავწერეთ კი და [...] კი ნახეთ, რაც დაემართა. იმის შემდეგ, რაც ვნახეთ, როგორ მდგომარეობაში ჩავარდა სასამართლო პროცესის დროს, საერთოდ არც განვიხილავთ, რომ ჩვენს თავზე ასეთი მძიმე პასუხისმგებლობა აგვეღო.


კომენტარები

კვირის ტოპ-5

  1. 2027 წლიდან ხელფასები საჯარო სექტორში 8.4%-ით მოიმატებს
  2. 1500-2500 ლარის შემოსავლის მქონე პირებისთვის კრედიტის ლიმიტი ნახევრდება — სებ-ის განმარტება
  3. კახა კახიშვილი: პენსია 6 ან 7 დღის საბაზისო ხარჯებს უფარავს, დანარჩენი 23 დღე როგორ უნდა იცხოვროს პენსიონერმა?
  4. საგამოძიებო სამსახურში საკადრო ცვლილებებია — ვინ სად დაინიშნა?
  5. 2027 წლიდან 70 წელს ზემოთ პირებს პენსია 60 ლარით გაეზრდებათ, 70 წელს ქვემოთ მყოფებს — 20 ლარით

გირჩევთ

ახლა კითხულობენ