მიხეილ სააკაშვილი

10 Jan. 2023, 14:19

სირცხვილია უკრაინისთვის ბუკის სისტემების მიცემაზე უარის თქმა! პრეზიდენტ იუშჩენკოს დახმარებით ჩვენ ისინი მინიმალურ ფასში ვიყიდეთ თავის დროზე. როდესაც უკრაინაში იანუკოვიჩი მოვიდა, იუშჩენკოს წინააღმდეგ საქმეც კი აღძრეს "ბუკის" საქართველოსთვის გადმოცემის გამო და ეს გააკეთეს რუსეთის დავალებით. უფრო მეტიც, ინსტრუქტორი — პოლკოვნიკი მამჩური, რომელიც ბუკის გამოყენებას გვასწავლიდა, რუსეთის აგენტებმა მოკლეს როვნოში 2017 წელს. ახლა ამერიკელებმა უკრაინას გადასცეს დიდი რაოდენობით რაკეტები "ბუკისთვის".

რაც მთავარია, ამ ნაბიჯით ჩვენ არა მხოლოდ უკრაინელებს ვუთხარით უარი, არამედ ამერიკელებსაც, მათი ჯაველინების უკრაინისთვის სესხებაზე. ეს არის ღალატი და ასეთი ღალატის ეპიზოდები მძიმე ლაქად დარჩება საქართველო-უკრაინის ურთიერთობების ისტორიაში.


კომენტარები

კვირის ტოპ-5

  1. სტუდენტებმა სახელმწიფო უნივერსიტეტებში სრული დაფინანსების მისაღებად გარკვეული პირობები უნდა დააკმაყოფილონ — მთავრობის ახალი დადგენილება
  2. ორმა მინისტრმა თანამდებობა დატოვა, ერთი სამინისტრო გაუქმდა — საკადრო ცვლილებები მთავრობაში
  3. რა გახდა 24 ივლისს სისტემური ავარიის მიზეზი? — სემეკის სამუშაო ჯგუფის პირველი განმარტება
  4. გიორგი ლეონიძის ქუჩაზე საგზაო მოძრაობა 10 დღით იზღუდება
  5. აზიის განვითარების ბანკმა თბილისის შემოვლითი გზის მშენებლობისთვის $250 მლნ-ის სესხი დაამტკიცა

გირჩევთ

ახლა კითხულობენ

გადახედვა

გრენლანდიაში მოულოდნელად აისბერგი გადატრიალდა — ნახეთ ვიდეო

25 ივლისს დასავლეთ გრენლანდიაში, ილულისატის სანაპიროსთან უზარმაზარი აისბერგი გადატრიალდა. ამან ძლიერი ტალღები წარმოშვა.…