ქალბაჯარში ნაღმის აფეთქებას აზერბაიჯანელი ჯარისკაცი ემსხვერპლა
14 დეკემბერს, ერთი ადამიანი დაიღუპა და შვიდი დაშავდა აზერბაიჯანის ქალბაჯარის რაიონში ნაღმის აფეთქების შედეგად.
სოფელ ჩირაგში, სარემონტო-სამშენებლო სამუშაოებზე მომუშავე ოთხი ადამიანი ქვეითსაწინააღმდეგო ნაღმის აფეთქების შედეგად დაშავდა. აზერბაიჯანის გენერალური პროკურატურისა და შინაგან საქმეთა და თავდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებულ ერთობლივ განცხადებაში ნათქვამია, რომ შემთხვევის ადგილზე გამოძიებისთვის მისული ოთხი ჯარისკაციდან სამი დაშავდა, ერთი კი გარდაიცვალა.
მომხდარს ქალბაჯარის სამხედრო პროკურატურა იძიებს.
ქალბაჯარის რეგიონი მთიანი ყარაბაღის პირველ და მეორე ომებს შორის სომხების კონტროლს ექვემდებარებოდა, ხოლო მეორე მთიანი ყარაბაღის ომის დასრულების შემდეგ აზერბაიჯანის კონტროლის ქვეშაა.
12 დეკემბერს, ევროკავშირის აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრებთან საუბრისას, აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ჯეიჰუნ ბაირამოვმა განაცხადა, რომ 2022 წლის აგვისტოდან, აზერბაიჯანის კონტროლირებად ტერიტორიაზე 2 728 ქვეითსაწინააღმდეგო 2021 წელს სომხეთში წარმოებული ნაღმი აღმოაჩინეს.
აზერბაიჯანის ოფიციალური პირების მიერ მოწოდებული ინფორმაციის თანახმად, 2020 წლის 10 ნოემბერს სამმხრივი სამშვიდობო შეთანხმების ხელმოწერის შემდეგ, მეორე მთიანი ყარაბაღის ომის დასრულების შემდეგ აზერბაიჯანის კონტროლის ქვეშ მოქცეულ ტერიტორიებზე ნაღმების შედეგად 260-ზე მეტი ადამიანი დაშავდა და 46 დაიღუპა.
სტატიაში წარმოდგენილი შეხედულებები ეკუთვნის ავტორს და არ წარმოადგენს On.ge-ის პოზიციას. მასალა ქვეყნდება OC Media-სთან პარტნიორობის ფარგლებში, რომლის შედეგად, გამოცემის სტატიები ამიერიდან ოთხ ენაზე გავრცელდება. საქართველოში OC Media-ს პარტნიორი On.ge-ა. სტატია ინგლისურად შეგიძლიათ წაიკითხოთ აქ.
OC Media-ს რედაქცია ამჯობინებს, არ გამოიყენოს ისეთი ტერმინები, როგორიცაა "დე ფაქტო", "არაღიარებული" ან "ნაწილობრივ აღიარებული", როდესაც სტატია ეხება ოკუპირებულ აფხაზეთს ან ე.წ. სამხრეთ ოსეთს, ასევე, მთიან ყარაბაღს. ეს არ ასახავს რედაქციის პოზიციას მათ სტატუსთან დაკავშირებით.
კომენტარები