რომან გოცირიძე

13 Dec. 2022, 15:15

გუშინ ვიხილეთ მთავრობის უბადრუკი მცდელობა, გაასაღოს წარუმატებლობა წარმატებად და რომლის გამართლების ასეთივე უსუსური მცდელობა ვნახეთ დღეს, პარლამენტის ამ დარბაზში. საკითხი ეხება ენერგეტიკასა და ანაკლიის პორტს.

თითოეული სიტყვა, რაც გუშინ მთავრობაზე ითქვა, თითოეული რიცხვი, რაც იქნა დასახელებული, პირდაპირ ადასტურებს იმას, რომ საქართველოს მთავრობა მოიქცა დანაშაულებრივად. დაანგრია ეკონომიკური პროექტები ენერგეტიკაში და ძირი გამოუთხარა ანაკლიის პორტის პროექტს. 

ერთადერთი, რაც გულწრფელად წამოცდათ, იყო ის, რომ "ხუთი წლის განმავლობაშიო, ჰესები არ აგვიშენებია ჩვენო" და ისე ამბობდნენ ამას, რიხით, რომ თითქოსდა ხუთი წლის განმავლობაში ქართული ოცნება კი არ მართავდეს ამ ქვეყანას, არამედ უცხოპლანეტელები, ჰუმანოიდები ჩამოსულები რომელიღაც ვარსკვლავიდან. 

დანარჩენი, რაც სიამაყით გამოაცხადეს, ყველაფერი იყო მათი ჩავარდნილი საქმეების ლუსტრაცია. [...]

რის ანაკლიის ამშენებელი ხართ მთავრობის მიერ. აგერ ბიუჯეტი გუშინ განვიხილეთ, სადაც 2,8 მილიონი ლარი არის ჩადებული ანაკლიის პროექტის ტენდერის მოსამზადებლად, სადაც უცხოელი ინვესტორები უნდა შემოგვეყვანა.  


კომენტარები

კვირის ტოპ-5

  1. რა (არ) წერია ახალ სასკოლო სახელმძღვანელოებში?
  2. საგამოძიებო სამსახურში საკადრო ცვლილებებია — ვინ სად დაინიშნა?
  3. 2027 წლიდან ხელფასები საჯარო სექტორში 8.4%-ით მოიმატებს
  4. 1500-2500 ლარის შემოსავლის მქონე პირებისთვის კრედიტის ლიმიტი ნახევრდება — სებ-ის განმარტება
  5. აზერბაიჯანის საგარეო უწყება ქურმუხის ტაძართან დაკავშირებით საპატრიარქოს განცხადებას ეხმაურება

გირჩევთ

ახლა კითხულობენ

გადახედვა

"დაკავდით ნებისმიერი ხელოვნებით" — კურტ ვონეგუტის ცნობილი წერილი მოსწავლეებს

2006 წლის შემოდგომაზე ნიუ-იორკის ერთ-ერთი სკოლის ინგლისურის მასწავლებელმა, მის ლოკვუდმა, თავის მოსწავლეებს საინტერესო…